ახალი ტერასები და მარნები

ახალი ტერასები და მარნები.

მესხეთის რეგიონი პირდაპირ დაკავშირებულია ტერასული ტიპის მევენახეობასთან, რომელიც არქაული პერიოდიდან იღებს სათავეს მესხეთის რეგიონში და უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, ვინაიდან მსგავსი ტიპის განაშენიანება საქართველოს არც ერთ კუთხეში არ გვხვდება.

რა არის ტერასები?

როგორც აკად. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს „მესხეთსა და შავშეთ- კლარჯეთში მთაგორიანობისა და სახმარი მიწის სიმცირის გამო მევენახეობა აქ წინანდებურად უმთავრესად ხელოვნურად ბაქან-ბაქან მოვაკებულ ნიადაგზე შენდებოდა, რომელსაც ძველად საქართველოში ოროკო ეწოდებოდა „ (ივ. ჯავახიშვილი, 1934 ).
მსგავსი ტიპის დაბაქანებულ ოროკოებს რომელსაც ქვის კედლები აქვს ამოშენებული დღეისათვის მესხეთში ვხვდებით 8 ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ძველი მესხური ვაზის ნაშთები და სადაც არც თუ ისე შორეულ წარსულში ჰყვაოდა მევენახეობის დარგი.

სურათი 3.1.2. ხიზაბავრის ტერასები

ახალი ტერასები და მარნები

მესხეთის რეგიონში არსებული სავენახე ტერასები გვხვდება სხვადასხვა ადგილებში რომლებიც თითქმის პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

აწყურის ტერასები

მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, ზ.დ. 900 მ მდინარე მტკვრის ნაპირებზე. აქ ვხვდებით უძველეს მრავალსართულიან დაბაქანებულ ოროკოებს, სადაც შემორჩენილია მესხური ვაზის უძველესი ჯიშები, როგორიცაა ბეჟანა, როკეთულა, ხარისთვალა.

უნწის ტერასები

მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში ახალციხის ქვაბულში ზ.დ. 1120 მ. გადმოცემით ვაზი ნაყოფს გასული საუკუნის 60 წლებამდე ისხამდა.

ვარძიის ტერასები

მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ადგილობრივი უხუცესების გადმოცემით ახსოვთ მათ ამ ადგილზე მსხმოიარე გაველურებული ვაზი.

ხიზაბავრის ტერასები

ახალქალაქის პლატოს დასავლეთით მდებარეობს, მდინარე ჭობარეთის სანაპიროზე, ზ.დ 1590 მ.

საროს ტერასები

მდებარეობს ზ.დ. 1480 მ სიმაღლეზე. ასპინძის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვრის ხეობაში.

გოგაშენის ტერასები

მდებარეობს ზ.დ 1740 მ სიმაღლეზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.არსებული ვაზის ნაშთების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ვაზი მე 19 საუკუნის მე 2 ნახევრამდე უნდა ყოფილიყო.

ჭაჭკარის ტერასები

მდებარეობს ვარძიის მიმდებარედ ძველი ნასოფლარის სახით, შემორჩენილია უძველესი ტერასული ტიპის განაშენიანება, ქლდეში ამოკვეთილი საწნახელები და ქვევრები.

მალახევის ტერასები

მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში, ძველი ნასოფლარი სახითაა დღეს წარმოდგენილი, ასევე მოიხენიებენ ბებერი ვენახების სახელითაც 1970 იანი წლების აღწერისას აქ იყო ერთი ასწლოვანი ვაზის ეგზემპლიარი.
მესხეთის რეგიონისათვის დამახასიათებელ უნიკალურ ტერასებში ჩაქსოვილი მრავალსაუკუნოვანი ისტორია საჭიროებს ახალი სულის შთაბერვას რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისათვის.
საბედნიეროდ ბოლო წლებში შეიმჩნევა იმედისმომცემი აქტივობები.
კერძო ბიზნესის წარმომადგენლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაფინანსებითა და მათთან ერთად ადგილობრივი, მესხური ვაზის ჯიშების კოლექციონერის გიორგი ნათენაძის ძალისხმევით აღდგა და მოეწყო სოფელ ხიზაბავრაში არსებული მე 12 საუკუნის მეფე თამარის დროინდელი სავენახე ტერასები, თავდაპირველად მოხდა 12 ჰა ტერიტორიაზე 24 უშვიათესი მესხური ვაზის ჯიშის გაშენება რომელიც მუდმივად ფართოვდება, ხდება ახალი ადგილობრივი ჯიშების მოძიება და განაშენიანება.

სურათი 3.1.3 ახალი ტერასული ვენახი, კომპანია „ვარძიის ტერასები“

ახალი ტერასები და მარნები

დიმიტრი ბერძენიძე. მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების რესურსების კვლევა. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. თბილისი 2019


მეღვინეობა მესხეთში