ვაზის პერსპექტიული ჯიშები მესხეთის რეგიონისათვის

ვაზის პერსპექტიული ჯიშები მესხეთის რეგიონისათვის.

ცხრილში წარმოდგენილია მესხეთის რეგიონში ზონების მიხედვით პერსპექტიული ვაზის ჯიშები, რომლებიც შესარჩევად ჯერ კიდევ 1939 წელს მევენახეობა- მეღვინეობის კვლევითმა ინსტიტუტმა საცდელად ჩამოტანა და გააშენა.

ზონების მიხედვით საუკეთესო შედეგი აჩვენა აღნიშნულმა ჯიშებმა იხ. ცხრილი 3.2.
ზონები ზღვის დინიდან რაიონების დასახელება რეკომენდირებული ვაზის ჯიშები
დაბალი ზონა 950-1000 მ ახალციხის რაიონი პინო შავი, პინო თეთრი, ალიგოტე, ჩინური, გორულიმწვანე, შავკაპიტო, თავკვერი, რქაწითელი.
ასპინძის რაიონი პინო შავი,პინო თეთრი, ალიგოტე,ჩინური,რქაწითელი,გორულიმწვანე.
ადიგენის რაიონი პინო შავი, პინო თეთრი, ალიგოატე, ჩინური, გორული მწვანე.
საშუალო ზონა 1000 1200 მ ახალციხის რაიონი პინო შავი, პინო თეთრი, ალიგოტე, ჩინური და გორული მწვანე.
ასპინძის რქაწითელი, პინო შავი, პინო თეთრი, ალიგოტე, ჩინური და გორული მწვანე.
ადიგენის პინო შავი, პინო თეთრი, ალიგოტე, ჩინური და გორული მწვანე.
მაღალი ზონა 1200-1400 მ ახალციხის პინო შავი, პინო თეთრი, ალიგოტე, ჩინური
ასპინძის პინო შავი, პინო თეთრი, ალიგოტე, ჩინური
ადიგენის პინო შავი, პინო თეთრი, ალიგოტე.

პროექტის წარმატებით განხორციელებაში აღსანიშნავია სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ლევან უჯმაჯურიძის წვლილი, რომლის ძალისხმევითაც მოხდა ადგილობრივი მეღვინის გიორგი ნათენაძის მიერ მიწოდებული მესხური ვაზის ჯიშების იდენტიფიცირება.
ესენია: მესხური ცხენის ძუძუ, მესხური მწვანე, მესხური ხარისთვალა თეთრი, ხარისთვალა შავი, მესხური ჩიტისკვერცხა, მესხური ჩიტისკვერცხა, ცხენის ძუა შავი, კლარჯული, ახალციხური, შავი ასპინძურა, დანახარული, ჯვარი, თამარის ვაზი, თავცეცხლა, და  სხვა.

ვაზის პერსპექტიული ჯიშები მესხეთის რეგიონისათვის
ქალბატონ ლონდა მამასახლისაშვილის მიერ შესწავლილ იქნა მესხური ვაზის გენოფონდში შემავალი ძლიერი ზრდის, მევენახეობის ამ ზონისათვის წამყვანი შავყურძნიანი ვაზის ჯიში „საწურავი“-ს აგრობიოლოგიური თავისებურებები.
შედეგები ცხადყოფს, რომ მას აქვს გავრცელების დიდი პერსპექტივა ამ მიკროზონაში (მამასახლისაშვილი ლ., 2010).
საკითხი საკმაოდ აქტუალურია და მოითხოვს სიღრმისეულ მოკვლევასა და მოძიებას.
ვფიქრობ იმ უდიდესი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე რაც ამ რეგიონს აქვს საკმაოდ ბევრი აბორიგენული ჯიშის აღმოჩენაა შესაძლებელი.
ერთგვარ პრობლემას წარმოადგენს მესხეთისა და საქართველოს უძველესი ისტორიული მხარის ტაო- კლარჯეთის სხვა ქვეყნის საზღვრებში მოქცევა, ვინაიდან საჭირო დოზით ექსპედიციები ამ მიმართულებით ვერ ტარდება, ვერ ხდება სრულად ათვისება იქ არსებული მევენახეობასთან დაკავშირებული ძველი ქართული ისტორიული კერების შესწავლა.
როგორც ვიცით მეცნიერების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცნობილი ვაზის ჯიშები, როგორიცაა: საფერავი, ხიხვი და ოცხანური საფერე, ტაო- კლარჯეთში წარმოიშვა.
ეს ჯიშები კარგად არიან ადაპტირებულნი ადგილობრივ გარემო კლიმატთან და მესხეთის რეგიონისათვის დამახასიათებელ ყინვებთან, რაც ამ მოსაზრებას სარწმუნოს ხდის.

სხვადასხვა წყაროებით მოძიებული იმპორმაციით დღეის მდგომარეობით მოძიებული და დადასტურებულია 32 მესხური ვაზის ჯიში.
ესენია: სამარიობო, მესხური შავი, მესხური საფერე, მესხური მწვანე, მესხური თითა, კლარჯული, მამლითვალა, კაპნის წითელი, კლდის წითელი, თამარის ვაზი, თამარის თვალი, კლერტმაგარა, როკეთულა, თავცეცხლა ვარდისფერი, თავდაკიდული თეთრი, ბეჟანა, ბუდეშური შავი, ბუდეშური თეთრი, ასპინძურა, ახალციხური თეთრი, ჯავახეთური, საფარულა, საწური, ჩიტისკვერცხა შავი, ჩიტისკვერცხა თეთრი, ცხენის ძუა შავი, ჩიტისთვალა შავი, ცხენისძუა თეთრი, ცხენისძუძუ თეთრი, ცხენისძუძუ შავი, ხარისთვალა თეთრი, ხარისთვალა შავი.

დიმიტრი ბერძენიძე. მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების რესურსების კვლევა. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. თბილისი 2019


მეღვინეობა მესხეთში