მევენახეობა ძველ მესხეთში

მევენახეობა ძველ მესხეთში.

ძველ მესხეთში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების შესახებ ღაღადებენ ის უამრავი ღვინის ქვევრები, რომლებიც აღმოჩენილი იქნა ძველი ნასახლარების გათხრების დროს.
ძველ მესხეთში ვენახების დიდი რაოდენობით არსებობაზე მეტყველებს, ვარძიის ნაკრძალში აღმოჩენილი მე 12 – მე 13 საუკუნის დიდი „სალხინო მარანი“ დარბაზით, სადაც დღესაც დაცულია 13 სხვადასხვა ზომის ქვევრი.
ძველი ნასახლარების გათხრების დროს, ღვინის ნარჩენით ქვევრებისა და მარნების დიდი რაოდენობაა აღმოჩენილი მესხეთში ახალდასახლებული მოსახლეობის მიერ.
უდიდეს ინტერესს იწვევს 1957 წელის 4 მარტს მესხეთში, ბორჯომის რ.ნ სოფ. ჭობისხევში ადგილობრივი მცხოვრების მიერ, სახლის ასაშენებლად საძირკველის გათხრისას აღმოჩენილი ღვინის დიდი მარანი, სადაც ჩამარხული 10 ქვევრიდან 5 სავსე იყო სხვადასხვა ფერის ღვინით.
ღვინო მართალია გაწყალებული იყო, თუმცა შენარჩუნებული ჰქონდა პირვანდელი შეფერილობა (ჩალისფერი, მუქი ჩალისფერი, თაფლის ფერ, ღია ჩალისფეერი).
დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ტერიტორიებზე 360 წლის განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობა სრულიად უმოქმედიდ იყო მიტოვებული.
სავარაუდოდ ეს აღიშნული მარანი ეკუთვნის იმ ქათველს მოსახლეობას, რომლებიც ოსმალთა შემოსევამდე ცხოვრობდნენ ამ მიწაზე.

სურათი 1.1.1 სოფ.ჭობისხევი, ძველი ღვინის ქვევრები

მევენახეობა ძველ მესხეთში

1578 წელს თურქების მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ აქ თანმიმდევრულად ნადგურდებოდა მევენახეობა, თუმცა ჯერ კიდევ 1595 წლის აღწერის მიხედვით, მარტო ახლანდელი ასპინძის რაიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 10-12 ათასი ტონა ყურძენი იკროფებოდა ( მაშინ, როდესაც ამავე პერიოდი კახეთში 10-12 ათასი ტონა).
თურქი დამპყრობლების მიერ საუკუნეების მანძილზე გაჩანაგებულ მესხეთში შეიცვალა ბუნებრივ-კლიმატური პირობებიც: ბუნება შედარებით უფრო გამკაცრდა, (როდესაც ეს მხარე ბორჯომის ხეობიდან დაწყებული ახალქალაქის მიდამოებამდე მთლიანად ტყეებით იყო დაფარული, ჰავა კი შედარებით ზომიერი).
ძველი ვაზის ჯიშები, რომლებიც შეგუებულნი იყვნენ იმ დროინდელ ბუნებრივ პირობებს და გაშენებლი იყო უდიდეს ფართობებზე, თურქმა დაპყრობლებმა მთლიანად გაჩეხეს, გადაწვეს და გაანადგურეს, ეს კი გრძელდებოდა 1578 წლიდნ 1828 წლის 15 გვისტომდე (სრული ორ საუკუნე ნახევრი ).
გარდა ამისა 1848 წელს გავრცელდა ვაზის ისეთი დაავადებები, როგორიცაა ფილოქსერა და სხვა სოკოვანი დაავადებები.

  • 1848 წელს პირველად გაჩნდა ვაზის დაავადება ნაცარი (იოდიუმი)
  • 1878 წელს ჭრაქი (მილდიუმი)
  • 1860 წელს ევროპაში გამოჩნდა ფილოქსერა, რომელიც საქართველოში შეამჩნიეს პირველად 1881 წელს სოხუმში, 1884 წელს თბილისში და 1910 წელს.

მესხეთში ძველად ვაზის გასაშენებლად ვარგისი მიწის სიმცირის გამო იყენებდნენ ხელოვნურად გაშენებულ ტერასებს, რომელსაც ოროკოებს უწოდებდნენ (ივ.ჯავახიშვილი, 1934).
ამ ტიპის ხელოვნურად დაბაქანებულ ოროკოებს, რომლებსაც ქვის კედლებიც აქვს ამოშენებული, გვხვდება მხოლოდ მესეთის რეგიონში: აწყურის, ჭაჭკარის, გოგაშენის, ალახევის, უნწის, ვარძიის, საროს, ხერთვისისა და ხიზაბავრის ტერასების სახეწოდებით.
აღნიშნული ტერასები მდებარეობს ზღვის დონიდან 900 დან 1800 მ სიმაღლზე, ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 200 მეტრია და შეადგენს დაახლოებით 50 საფეხურს.
მესხეთში ძველად გაშენებული იყო მაღლარი ვენახი რომელსაც ბარნა ვენახს უწოდებდნენ, ხოლო მე 16 საუკუნიდან ძველ მესხებს დაბლარის გაშენება დაუწყიათ, რომელსაც ფეხის ვაზი ეწოდებოდა.
მესხეთის მხარეში მევენახეობის აღორძინება XX საუკუნის 40-50-იან წლებში დაიწყო, ხოლო მანამდე, XX საუკკუნის დასაწყისში ბევრი მეცნიერი (ივ.ჯავახიშვილი, ს.მაკალათია და სხვ) გულისტკივილით წერდნენ აქაური პრობლემების შესახებ.
მესხეთში მევენახეობის პერსპექტივები და ადგილობრივი ჯიშები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-40-იან წლებში შეიწავლეს მაქსიმე რამიშვილმა და დავით ტაბიძემ, თუმცა საბჭოთა პერიოდის მიდგომებმა ბევრი ვერაფერი უშველა მივიწყებულ ჯიშებს.
ამ პერიოდიდან მესხეთში იწყება ვაზის რეგიონისთვის ახალი ჯიშების გაშენება.
ასეთებია: რქაწითელი, პინო, ალიგოტე, ხიხვი, გორული მწვანე, ჩინური.
ეს ჯიშები თავისთავად მაღალი ხარისხის მოსავალს იძლევა აღმოსავლეთ საქართველოში.
მათ
შეავიწროვეს და ბოლოს თითქმის სრულიად განდევნეს ადგილობრივი ვაზის ჯიშები.
ამას დაერთო ისიც, რომ მესხეთის რეგიონს განესაზღვრა შამპანური მასალების წარმოების პერსპექტივა.
ამ მიზნით 1947 წელს ჩამოყალიბდა შამპან-კომბინატის წრიოხის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა.
1950 წელს კი აშენდა ჰიდრავლიკური წნეხებით აღჭურვილი დიდი მარანი, რომელიც დღე-ღამეში 50 ტონა ყურძენს ამუშავებდა.
ამ, რბილად რომ ვთქვათ, გაუაზრებელი გადაწყვეტილებების შედეგებს დღეს ვიმკით.
უპერსპექტივობის გამო არარც ის შემოტანილი ჯიშებით გასენებული ვენახები შემორჩა.
რაც მთავარია, დაიკარგა (გადაშენდა) უნიკალური ადგილობრივი ვაზის ჯიშების ბევრი სახეობა, რომელთა მოძიებას, აღდგენას და გამრავლებას უდიდესი შრომა და ძალისხმევა სჭირდება.
მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობის უნიკალური ტრადიციები კი მხოლოდ ისტორიას შემორჩა.

დიმიტრი ბერძენიძე. მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების რესურსების კვლევა. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. თბილისი 2019


მეღვინეობა მესხეთში