მესხური ვაზის ძველი ჯიშები

მესხური ვაზის ძველი ჯიშები.

მეხეთის მხარეში გავრცელებული აბორიგენული ვაზის ჯიშები საუკუნეების მანძილზე იზრდებოდა და ყალიბდებოდა მაღალი მთისათვის დამახასიათებელ კლმატურ პირობებში, რის გამოც დგილობრივი ჯიშები კარგად არიან შეგუებულნი გარემო პირობებთან.
კარგად ვიცით, რომ ვაზი სითბოს მოყვარული მცენარეა, თუმცა მესხური ჯიშები სიგრილეს არიან მიჩვეულნი და მაღალ შტამპზე უკეთესი მსხმოიარობითა და მაღალპროდუქტიულობით ხასიათდებიან, ვიდრე დაბალზე.
მესხურ აბორიგენულ ჯიშებს უფრო მეტად ყვავილედი გამოაქვთ ბაზისიდან, 5-6 კვირტიანი დაშორებით, ხოლო ზოგიერთ ჯიშს, როგორიცაა: ბეჯანა, ცხენისძუა თეთრი და შავი, ყვავილედი გამოაქვთ ყლორტის ზრდის კონუსთან ახლოს და მტევები ყლორტიანად ძუასავით აქვთ ჩამოკიდებლი.
მსხური ვაზის ძველი ჯიშებისათვის დამახასიათებელია მიწისზედა ოგანოებისა და ფესვთა სისტემის ძლიერი განვითარება, რასაც ცხადყოფს ჩატარებული ცდა.
გაზაფხულზე ერთმანეთის გვერდიგვერდ, ერთნაირ ნიადაგში და მოვლის პირობებში, ვაზის საკუთარ ძირზე დასაფესვიანებლად დაირგო ძველი მესხური ვაზის ჯიში ცხენის ძუძუ და ქართლის ჯიშის ჩინური. შემოდგომით, როდესაც დასრულდა ვეგეტაცია, ორივე ნიმუშის ფესვთა სიგრძე და სიმსხო გაიზომა. შედეგები წარმოდგენილია ცხრილში (ცხრილი1.)

ცხრილი 1.1
 

ჯიში

ფესვთა ოდენიბა ერთ

ძირზე

მთავარი ფესვის სიგრძე

სმ

1 მმ 2 მმ 3 მმ სულ სმ სიგრძე სმ სიმსხო მმ
ცხენის

ძუძუ

27 55 410 340 85 835 68 5
ჩინური 14 37 367 145 512 30 4

როგორც ამ მონაცემებიდან ვხდავთ განვითარებული ფესვის სიგრძე და რაოდენობა

, (შემწოვი ბუსუსების ჩაუთვლელად ) აბორიგენული მესხური ვაზის ჯიშში უფრო მტია, ვიდრე შემოტანილ ქართლის ჯიშში.
მცენარის ფესვთა სისტემის კარგი განვითარება ხელს უწყობს ნიადაგიდან დიდი რაოდენობით საკვების მიწოდებას, რისი მეშვეობითაც ხდება სწრაფად განვითარება მიწის ზედა ორგანოებისა, შედეგად ვაზი იმოსება დიდი რაოდეობით საასიმილაციო ორგაოებით (ფოთლებით) რომელიც პლსტიკური ნივთიერების დაგროვების ერთგვარი ლაბორატორიაა და ხელს უწყობს ძლიერი რქების განვითარებას. (შ.წიქვაძე 1958).
მესხური ვაზის აბორიგენული ჯიშები ფესვთა სისტემას ნიადაგის ღრმა ფენაში ივითარებენ.
გაზაფხულზე მაისის ბოლომდე ნიადაგის ამ სიღრმეში მცენარე ვერ იღებს გამოღვიძებისათვის საკმარის ტემპერატურას და კვირტის გაშლა ხდება აპრილის თვის ბოლო დღეებში.

მესხური ვაზის ძველი ჯიშები
შესაბამისად გვიან გამოღვიძებული ვაზი გაზაფხულის წაყინვებისაგან ნაკლებად ზიანდება.
აპრილის თვეში საშუალო ტემპერატურა მესხეთის სხვადასხვა ზონებში 40 სმ სიღრმეში შემდეგნაირია: ახალციხეში 5-6 °, ასპინძაში 4-5°, ადიგენში კი 3-4°. (წიქვაძე- 1958).

სხვა ჯიშების მსგავსად, მესხური ვაზი მაღალ შტამპზე შედარებით ნაკლებად ავადდება ჭრაქითა და ნაცარით, ასევე მაღალ შტამბზე ვაზი ნაკლებად ზიანდება ზამთარში დამახასიათებელი ყინვებისაგან ვიდრე დაბალ შტამპზე გაშენებულნი, რომელთაც ისეთივე მოვლა და მკურნალობა ესაჭიროებათ, როგორც სხვა ქართულ თუ ევროპულ ჯიშებს. (წიქვაძე -1958წ).
დიდი რაოდენობით პლასტიკური ნივთიერების დაგროვება ზრდის მცენარის უჯრედის წვენში შაქრების კონცენტრაციას და ამცირებს წყლის რაოდენობას უჯრედში.
მერქნისა და სხვა ნაწილების მტკიცე, ძლიერი აგებულება მცენარეში ავითარებს მაღალ იმუნიტეტს ყინვასთან მიმართებაში.
ამგვარად, ვაზის ყინვაგამძლეობა პირდაპირაა დამოკიდებული ფოტოსინთეზის შედეგად დაგროვილი ნახშირწყლების რაოდენობაზე.
დაზამთრებისას, პლასტიკურ ნივთიერებათა მარაგის განსასაზღვრად, ძველი მესხური ვაზის ჯიშების რქის ანალიზი ჩატარდა.

ცხრილი 1.2.
ვაზის ჯიში წყალი % მშრალი

ნივთიერება%

ნაცარი% სახამებელი% შაქარი%
1.მესხური

საფერე

40,3 59.7 4.2 21.27 3.16
2.ბუდეშური 45.05 54.9 3.2 17.31 6.56
3.ახალციხის

თეთრა

50.1 49.9 2.51 24.30 6.07
4.როკეთულა 45,09 54.95 3.8 23.70 5.1
5.საწური 44.52 55.48 2.71 23.09 4.13
6.ალიგოტე 50.2 49.8 3.9 22.79 3.64
7.ჩიტისკვერცხა 42,7 57.3 4.82 21.87 3.06

როგორ ცხრილის სახით წარმოდგეილი ანალიზების შედეგებიდან ვხედავთ, მესხური ვაზის ძველი ჯიშები დაზამთრებისას შედარებით ნაკლებ წყალს შეიცავენ და ნიადაგის სიღრმეში, ფესვთა სისტემის ძლიერი განვითარების გამო გამოირჩევიან მაღალი იმუნიტეტითა და გამძლეობით, გვალვებისა და ზამთრის ყინვების მიმართ, ამასთანავე ეს ვაზები ქმნიან მძლავრ საასიმილაციო ორგანოებს(მუშა ფოთლებს) და პლასტიკური ნივთიერების დიდ მარაგს.
ისეთი ძველი მესხური ვაზის ჯიშების ერთ წლინი ნაზადი, როგორიცა: ხარისთვალა, ბუდეშური, ხენის ძუძუ , ბეჟანა, ახალციხის თეთრა, აღწევს 6- 7 მეტრ სიმაღლეს.
მესხეთში გვხდება 100 – 150 წლის ნორმალურად მზარდი ვაზები, რომლებიც ჯერ კიდევ საკმაოდ დიდ მოსავალს იძლევიან, დიდი რაოდნობით აგროვებენ მარაგ ნახშიწყლებს(სახამბელს და შაქარს) ვიდრე, მაგალითად ევროპული ჯიშის ალიგოტე.
გარდა ამ თვისებებისა, მესხური ვაზის ადგილორივი ჯიშები: სამარიობო, ბუდეშური ასპინძურა, როკეთლა, საწური, ცხენის ძუძუ, ხარისთვალა და კიდევ სხვები ხასითდებიან საუკეთესო არომატებით, ჯიშური და გემოვნური თვისებებით.
მათგან შეიძლება არა მარტო სადესერტო სუფრის ყურძნის მიღება, არამედ მაღალხარისხიანი შამპანური და ნახევრად ტკბილი ღვინო მასალების მიღება.
მესხურ ვაზის აბორიგენული ჯიშები თავისი უპირატესობის გამო, სწრაფად ვრცელდება და მრავლდება, როგორც მაღლარი, ასევე დაბლარი ფორმებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ადგილობრივს რომ მიეცეს არჩევანისა და ზოგადად წარმოდგენის შესაძლებლობა, ვთავაზობთ თითეული მესხური ვაზის ჯიშის დახასიათებას, მისი აგრობოლოგიური, ბოტანიკური თუ სამეურნეო ტექნოლოგიური თავისებურებების მიხედვით.

დიმიტრი ბერძენიძე. მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების რესურსების კვლევა. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. თბილისი 2019


მეღვინეობა მესხეთში