ღვინის საერთაშორისო აპლიკაციები Viber 577 27 27 41 შეიტანეთ თქვენი ღვინოც

ღვინის საერთაშორისო აპლიკაციები. გზამკვლევი.
არჩილ შენგელია  

ქართული ღვინის საერთაშორისო აპლიკაციებში შეტანის სერვისი მალე დაიწყებს მუშაობას 

ქართული ღვინის შეტანა  საერთაშორისო  აპლიკაციებში და მისი მუდმივი თანხლება ბაზარზე წინსვლის აუცილებელი პირობაა.
შეიტანეთ თქვენი ღვინო ღვინის საერთაშორისო აპლიკაციებში!

სადაც არ უნდა ყიდდეთ ღვინოს, ეს გაზრდის რეალიზაციის მოცულობას !
ჩვენ გთავაზობთ თქვენი ღვინის აღწერის პროფესიულ განთავსებას  და თანხლებას ღვინის საერთაშორისო აპლიკაციებში.  ჩვენ ვართ პირველები, ვინც გთავაზობთ ამ სერვისს.
ეს ცხადია  თანხებზეა დამოკიდებული , მაგრამ დაწყება დროზეა საჭირო და შესაძლებლად მიგვაჩნია მცირედით დაწყება.
დაგვიკავშირდით 577 272741 , Archshengelia@gmail.com
ჩვენ უკვე გადავდგით პირველი წარმატებული ნაბიჯები

არჩილ შენგელია

რა არის ღვინის საერთაშორისო აპლიკაცია

უცხოელი მყიდველი დაჩვეულია ღვინის ყიდვამდე მის შესახებ მიიღოს ინფორმაცია მისთვის სანდო აპლიკაციიდან. არა აქვს მნიშვნელობა იგი საქართველოში ყიდულობს ღვინოს თუ უცხოეთში, მაღაზიასა თუ რესტორანში- იგი შეთავაზებულ მაინც თავის სანდო აპლიკაციაში ეძებს, რომელიც მობილურში აქვს ჩაწერილი. სხვათაშორის-
თანდათან სულ უფრო მეტი ქართველიც სარგებლობს ამგვარი აპლიკაციებით.
ღვინის რამდენიმე წამყვანი აპლიკაციაა მსოფლიოში , არის დარგობრივები, თემატურებიც , თავისი ვინოთეკა აქვს ამაზონსაც.
ქართული ღვინის შეტანა და თანხლება საერთაშორისო  აპლიკაციებში ბაზარზე წინსვლის აუცილებელი პირობაა.

☀ ღვინის საერთაშორისო აპლიკაციები და რეიტინგები

მსოფლიოში ღვინის წლიური მოხმარება მერყეობს 24,4 მილიარდი ლიტრის ფარგლებში, რაც უდრის 32 მილიარდ ბოთლს ღვინოს . 
ცხადია , აპლიკაციებშიც  უამრავი მწარმოებელი და ღვინის ბრენდია წარმოდგენილი
როგორ უნდა გაერკვეს მომხმარებელი ამ აურზაურში? როგორ უნდა გააკეთოს არჩევანი? ინფორმაციებით გაჯერებულ თანამედროვე სამყაროში მყიდველებს არ აქვთ დრო, წაიკითხონ გრძელი და ხატოვანი  აღწერილობები. 
არჩევანის გაკეთებაში მას ღვინის რეიტინგები ეხმარება.

☀ რა არის ღვინის რეიტინგი?

ღვინის რეიტინგი სხვა არაფერია, თუ არა მისი დეგუსტაციის ხარისხის შეფასება, გამოხატული ქულებით . 
ქულების დარიცხვა განსაზღვრავს ადგილს, რომელსაც პროფესიონალი კრიტიკოსები ან მომხმარებლები ანიჭებენ ღვინოს, როგორც გარკვეულ კლასში, ისე მთლიანად ღვინის სამყაროში. 
ღვინოებს რეიტინგი ან ქულები ენიჭებათ გარკვეული შეფასების სისტემის ფარგლებში შემუშავებული წესების მიხედვით.არსებობს უთვალავი ღვინის შეფასების სისტემა.
ამ ეტაპზე სისტემების განხილვას არ შევუდეგებით, უბრალოდ მის მნიშვნელობაზე მივანიშნეთ.

☀ სად მივიღოთ რეიტინგები? გამოხმაურებები ?

რეიტინგების ჯამური ქულები რთული ფორმულებით გამოითვლება , მაგრამ რეიტინგების და გამოხმაურებების მიღების სულ რამდენიმე წყარო არსებობს:
—  ღვინის დეგუსტატორები , ექსპერტები
— ღვინის ჟურნალები, რომლებშიც სადეგუსტაციო კომისიები ახორციელებენ ღვინოების დეგუსტაციას და შეფასებას
— ღვინის სპეციალიზებული გიდები
— ღვინის დეგუსტაციის კონკურსები
— ანალიტიკური ღვინის საიტები
— მობილური ალკოჰოლის აპლიკაციები – აგრეგატორები
რეიტინგების მართვა ჩვენი ერთ-ერთი სერვისია

როგორ მუშაობს ღვინის საერთაშორისო აპლიკაცია

ღვინის საერთაშორისო აპლიკაციების უმეტესობას ორი რეჟიმი აქვს:
– პირველ, უბრალოდ ღვინის გაცნობა აპლიკაციის მომხმარებლებისათვის . ეს ზოგად პირობითად უფასოა, ზოგან ფასიანი. ზოგიერთ აპლიკაციაში შეტანა საკმაოდ ძვირი ღირს 
– მეორე რეჟიმი ღვინის გაყიდვის რეჟიმია. ამ რეჟიმში პირდაპირ ჩართვა უაზრობაა, ჯერ პირველი რეჟიმით უნდა გაგიცნოთ აპლიკაციის მომხმარებელმა, თქვენც უნდა დატესტოთ 
აპლიკაცია.
ჩვენც, გირჩევთ პირველი რეჟიმით დაიწყეთ , ეს გასავლელი ეტაპია და სწრაფად გადადით მეორე რეჟიმზე.

როგორ უნდა წავწიოთ ღვინო ბაზარზე ღვინის საერთაშორისო აპლიკაციის მეშვეობით

აპლიკაციაში ღვინის მარკეტინგულად სწორად შეტანა, წარდგინება   არამარტივი პროცესია, მან რომ შედეგი მოიტანოს საჭიროა სააპლიკაციო სისტემების მარკეტინგული ტექნოლოგიებში კარგად გარკვევა და მუდმივი თანხლება.
თანხლება გარკვეულ აქტივობებს ნიშნავს,რომელთაგან ყველაზე თვალნათლივია კომენტარები , გამოხმაურებები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს დაახლოებით ისეთი რამეა, როგორც ფეისბუქის პოსტებზე, დალაქიქება, კომენტირება, გაშეარება და ა.შ. – ოღონდ ბევრად პროფესიულ დონეზე.

რას გთავაზობთ  ჩვენი სერვისი

ჩვენ გთავაზობთ თქვენი ღვინის საერთაშორისო აპლიკაციებში განთავსებისა და წინწაწევის სრული სერვისს.
მეღვინეთა უდიდესი ნაწილისათვის რთულია ამაში გარკვევა და მათთვის რენტაბელურია მიმართონ სპეციალიზებულ სერვისს.
ჩვენი მომსახურების ყველა ვარიანტის გაწერა ძნელია, მაგრამ ძირითადია:
პირველ ეტაპზე :
1. ჩამოვალთ ადგილზე, მოვამზადებთ აპლიკაციის მასალას და შევიტანთ ქართულ ვარიანტს რათა გაეცნოთ
2. თუ სურვილი გაქვთ მოგიმზადებთ საკუთარ საიმიჯო გვერდსაც
3. თქვენი მარკეტინგული კონცეფციიდან გამომდინარე შეგიერჩევთ აპლიკაციებს, ენებს
4. ვთარგმნით და განვათავსებთ შერჩეულ აპლიკაციებში 
მეორე ეტაპზე :
5. ვუზრუნველყოგთ მუდმივად პრესტიჟულ გამოხმაურებებს თქვენს ღვინოზე, (კომენტარებს)   

რატომ არ ვქმნით ქართული ღვინის საერთაშორისო აპლიკაციას ?

აპლიკაციის შექმნა და პოპულარიზება, რომლითაც მთელი მსოფლიო ისარგებლებს უზარმაზარ თანხებს და დიდ დროს მოითხოვს. ეს არარეალური ამოცანაა ჩვენთვის. გაცილებით ჯობია სწორად ვისარგებლოთ ღვინის საერთაშორისო აპლიკაციებით და გამოვიყენოთ ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად.
რაც შეეხება ქართულ აპლიკაცია იგი მზადდება, მისი სახელია ვახვინო . მისი მიზანი სხვაა – ხელი შეუწყოს საერთაშორისო აპლიკაციებში განთავსებული ქართული ღვინის წინაწაწევას . საქმე იმაშია, რომ ღვი უფრო წინ მიდის თუკი მას ბევრი კომენტარი, ბევრი გამოხმაურება აქვს .
ვახვინო სწორედა ასეთი გამოხმაურებებგვერდის ნახვაის, კომენტარების მოსაზიდად შევქმენით .

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული (საბაზო) ღვინის აპლიკაციებია:

Vivino
Imwino
Decanter: Know Your Wine
Wine be Mine
VinoCell
Yes We Wine
WineRatings + by Wine Spectator
When Wine
SimpleWine
Winee

Plonk
Wine Spectator

Delectable Wines
ღვინო და ალკოჰოლური სასმელები ამაზონზე  (აპლიკაცია არაა)

პასუხები ხშირად შემოსულ კითხვებზე

წინამდებარე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი შეკითხვები მოგვდის. მათ , შეძლებისდაგვარად ვპასუხობთ ფეის-გვერდებზე. ქვემოთ გთავაზობთ ხშირ  შეკითხვების ჩამონათვალს . ისინი გადიან (ჩალინკულია) შესაბამის პასუხებზე (სტატუსებზე სოც.ქსელებში)

  1. ჩვენთან თანამშრომლობის ალგორითმი და როგორ მოგვმართოთ
  2. არის თუ არა ქართული ღვინოები ღვინის საერთაშორისო აპლიკაციებში?
  3. იგეგმება თუ არა უშუალოდ ქართული აპლიკაციის გაკეთება ?
  4. რომელ ქვეყნებში შეგვიძლია აპლიკაციებით მივაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ღვინის შესახებ?
  5. შეგიძლიათ თუ არა ჩინურ აპლიკაციებში განთავსება ?  
  6. როგორ გავყიდო ღვინო ჩინეთში?
  7. შეგიძლიათ თუ არა რუსულ აპლიკაციებში განთავსება ?