თეთრი მშრალი ღვინო – მსოფლიოს საუკეთესო ათეული

თეთრი მშრალი ღვინო – მსოფლიოს საუკეთესო ათეული „არომატული სამყაროს“ ვერსიით
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენი ორგანიზმი ითხოვს განტვირთვას.
ნოყიერ, კალორიულ კერძებს ცვლის მსუბუქი ბოსტნეულისა და ხილის სალათები, საზაფხულო წვნიანები, ზღვის პროდუქტები, რბილი ყველი.
და აი უკვე ხელი უნებლიედ გარბის ბოკალი მშრალი თეთრი ღვინისკენ – მსუბუქი, გამაგრილებელი, სასიამოვო სიმჟავით.
ჩვენ  შევარჩიეთ 10 თეთრი მშრალი ღვინის ნაკრები – ახალგაზრდა და დაყოვნებული, არომატული და ნეიტრალური, მკვეთრი მარტივი გემოთი და რთული კლასიკური ორგანოლეპტიკით.

მსუბუქ თეთრ ღვინოებს აწარმოებენ ჩრდილოეთ რეგიონებში, უფრო სავსეს და არომატულს კი – სამხრეთში

Pino Grigio Torresella

ბრენდი Torresella – ძველი დროის მკვეთრი წარმომადგენელია რთული და ელეგანტური გემოთი. ვენეტოს რეგიონი, სადაც აწარმოებენ იტალიურ Pino Grigio-ს, გამოირჩევა მსუბუქი კლიმატით და მარილიანი ნიადაგით, რომლებიც სასმელს ანიჭებენ ცნობილ სიხცარესა და მინერალურ ნოტებს.
Pino Grigio – არის ჰარმონიული და წარმატებულად დაბალანსებული ღვინო ნატურალური ხილის გემოთი და საშუალოზე მაღალი მჟავიანობით.
არომატში ფიგურირებს მსხლის, ლაიმის, თეთრი ნექტარინის (ვაშლატამა), მწვანე ვაშლისა და აკაციის ყვავილოვანი და ხილის გემო.

Bosio Gavi

იტალიური თეთრი ღვინოების ხაზს აგრძელებს ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე Azienda Agricola Bosio, რომელსაც განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს საწყისი ნედლეული – ყურძენი (იზრდება ლომბარდიის ბორცვებზე განთავსებულ ცნობილ ღვინისმწარმოებელ ზონაში – ფრანჩაკორტაში).
Bosio Gavi-ის ჩალის ფერი ქმნის საგაზაფხულო განწყობას. მკვეთრ პალიტრას იმეორებს ატმისა და გარგრის გემოების ფერადი ბუკეტი, სასიამოვნო ნაღების ტექსტურა, ზომიერი მჟავიანობა.

Pratello Lugana

ცნობილი ბრენდი Pratello სახელგანთქმულია არა მხოლოდ შესანიშნავი ხარისხით, არამედ ეკოლოგიური სისუფთავით.
თეთრი Pratello Lugana  არის ოქროსფერი სასმელი – ძალიან სუფთა, წვნიანი, ენაზე დადნობის შეგრძნების მქონე, ციტრუსებისა და თეთრი ხილის ნარევის გასაოცარი არომატითა და შესანიშნავი მჟავიანობით.მშრალი თეთრი ღვინო – საუცხოო თანმხლებია იტალიური სტილის ვახშმისთვის

 Pavillon Blanc Du Chateau Margaux Bordeaux AOC

ფრანგული თეთრი ღვინოებიდან შევარჩიეთ ექსკლუზიური Pavillon Blanc Du Chateau Margaux. მისი მწარმოებელი შედის ცნობილი კორპორაციის Chateau-en-Bordeaux-ის შემადგენლობაში, რომელიც თვითონვე წარმოადგენს პროდუქციის მაღალი ხარისხის გარანტიას.
კომპანიების ყველა ღვინოს, რომელიც თავმოყრილია „არომატული სამყაროს“ კოლექციაში  აქვს AOC ნიშანი – მოწმობა იმისა, რომ სასმელი ჩამოსხმულია იმ მხარეში, სადაც იზრდებოდა ყურძენი.
Pavillon Blanc Du Chateau Margaux პირველივე ყლუპიდან აჯადოებს ნაღებ-კრემოვანი ტონებითა და ტროპიკული ხილის გემოების მიქსით. სასმელის არომატში ჰარმონიულადაა შეთანხმებული ხილისა და კაკლის გემოები, ვანილისა და კვამლის აქცენტები.

Javier Sanz Collecion V Malcorta

კომპანია Javier Sanz Viticultor წარმოადგენს მთავარ საღვინე რეგიონს ესპანეთში – რუედას ცნობილი თეთრი, მათ შორის იშვიათი ყურძნის ჯიშებითა და კულტურის დამუშავების ორგანული ტექნოლოგიით. ასეთი უნიკალური სორტის Verdejo Malcorta-გან დაამზადეს შესანიშნავი ღვინო Javier Sanz Collecion V Malcorta
ის არის ჰარმონიული სასმელი მაღალი მჟავიანობითა და პიკანტური ნოტებით. გრილ გემოში შეინიშნება ციტრუსოვანი ნიუანსები, არომატში კი სჭარბობს თეთრი ყვავილებისა და მდელოს ბალახების ტონები.

Arabarte Blanco

ბრენდი Arabarte მიეკუთვნება კომპანიას, რომელიც მდებარეობს ესპანეთის ამავე დასახელების რეგიონში. სწორედ სამხრეთის ხეობებში მოჰყავთ ყურძნის საუკეთესო სორტები ტემპრანილო და ვიურა. უკანასკნელისგან მიიღება საუცხოო თეთრი ღვინო.
Arabarte Blanco – მოეწონება მსუბუქი ახალგაზრდა ღვინის მოყვარულებს.
მისი გემო შეიძლება დახასიათდეს როგორც მომჟავო-ტკბილი, რაც ამ ჯგუფის სასმელებისთვის იშვიათობაა. ბუკეტში იგრძნობა ვაშლისა და ანანასის ნოტები. არომატი არის დახვეწილი, ყვავილოვანი, ეგზოტიკური ხილის ნოტებით.
მსუბუქი ახალგაზრდა ღვინო შესაფერისი იქნება პიკნიკისთვის

Casillero del Diablo Sauvignon Blanc Reserva

Casillero del Diablo – მთელს მსოფლიოში ცნობილი ბრენდია ჩილედან, რომელიც დაარსდა 1963 წელს. მიეკუთვნება კომპანია Concha y Toro-ს. ამ მწარმოებლის პროდუქციის ხაზშია – მშრალი თეთრი და წითელი ღვინოები.
გამჭვირვალე, მკრთალი-ყვითელი „Sauvignon Blanc Reserva“-ს ბოკალი მოგანიჭებთ მკვეთრ შეგრძნებებს.
მას აქვს ლიმნის, გრეიფრუტის, ნესვისა და მწვანე ვაშლის ინტენსიური გამაგრილებელი გემო. ღვინო არის ძალიან მსუბუქი და არომატული.

Coonunga Hill Chardonay

Coonunga Hill – მოდური სამხრეთ-ავსტრალიური ბრენდია. ამ მწარმოებლის ღვინოებს აქვთ დასამახსოვრებელი გემო – მკვეთრი, ნოყიერი, სუფთა.
Coonunga Hill Chardonay-ის ღვინისათვის დამახასიათებელია ხილის სტილი, მჭიდრო ზეთოვანი ტექსტურა, ნაღების ტონი. ბუკეტში იგრძნობა ატმის, თეთრი ხილის, მდელოსა და სურნელოვანი ბალახების ტონები. აქვს გრილი, დაბალანსებული გემო და ზომიერი მჟავიანობა.

Loureiro

ღვინის მცოდნეებისათვის პორტუგალიური ბრენდი Quinta da Lixa ცნობილია როგორც მაღალი ხარისხის ახალგაზრდა მწვანე ღვინის მწარმოებელი.
Loureiro 2016 – ღვინო, რომელიც დამზადებულია ამავე სახელის ყურძნის სორტისგან, მიეკუთვნება მწვანე ღვინოებს. სასმელი პირველივე წამებიდან ხიბლავს ფორთოხლისა და თეთრი აკაციის ბუკეტით. პირველი შთაბეჭდილება რომელსაც გემო ტოვებს – გრილი სიახლე, შესანიშნავი მჟავანობა, ენაზე იგრძნობს მსუბუქი შუშხუნები.

Tsinandali Iberiuli Shumi

ტოპ-10 არ იქნება სრული ბევრისთვის საყვარელი ქართული ღვინის გარეშე. გირჩევთ გასინჯოთ ქართული ღვინის ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებლის –  Shumi-ის პროდუქცია. ეს კომპანია ფლობს საუკეთესო ვენახებს წინანდალში, მუშაობს ევროპული ტექნოლოგიებით და ღვინოს ამზადებს ქვევრში.
თეთრი ღვინო Tsinandali Iberiuli Shumi-ის ფერმენტაცია ხდება მუხის კასრებში.
საბოლოოდ მიიღება ზეთოვანი სტრუქტურის სასმელი, რომელსაც აქვს დახვეწილი, ცოცხალი გემო (ნარჩუნდება ხანგრძლივად) და სასიამოვნო მჟავიანობა. ბუკეტში აღინიშნება ციტრუსებისა და ყვავილების გემო, ასევე ოდნავ შესამჩნევი თამბაქოს ნოტები.

მსოფლიოს თეთრი მშრალი ღვინოების საუკეთესო ათეული

ბმული  საიტები:
ფურშეტი
ქორწილი
კულინარია 
თეთრი მშრალი ღვინოები