კენკროვანების ლიქიორები

კენკროვანების ლიქიორები.

მარწყვის ლიქიორი (ძველი რეცეპტი).

გადაარჩიეთ ახალი მარწყვი, ჩაყარეთ ბოთლში, დაასხით სპირტი ისე, რომ მარწყვი დაფაროს და გააჩერეთ 2 დღე თბილ ადგილას ჩრდილში. შემდეგ დაასხით 3 ჭიქა წყალი, გააჩერეთ 2-3 დღე და შემდეგ აადუღეთ 2-3-ჯერ 2.4 კგ შაქართან ერთად.


მარწყვის ლიქიორი

კენკროვანების ლიქიორებიმარწყვი – 3კგ
შაქარი – 2კგ
არაყი – 2 ბოთლი
წყალი – 2 ჭიქა
მარწყვი ჩაყარეთ მაღალყელიან ბოცაში, დაასხით არაყი და გააჩერეთ 4 დღე თბილ ადგილას, შეიძლება იყოს ფანჯრის რაფაზე მზის ქვეშ.
შემდეგ არაყი გადაწურეთ ბოთლში მარლიანი ფილტრის მქონე ძაბრით, მარწყვს კი დაასხით 2 ჭიქა წყალი, გააჩერეთ 3 დღე, შემდეგ ნარევი გადაიტანეთ თასში, დაუმატეთ შაქარი და მოხარშეთ სიროფი, აუცილებლად მოაცილეთ ქაფი.
ამის შემდეგ სიროფიან თასში ჩაასხით არაყი, გააცივეთ, გადაასხით დიდ ბოთლში, გააჩერეთ რამოდენიმე დღე და მარლის გამოყენებით გადაანაწილეთ ბოთლებში, თავზე კარგად დაახურეთ. გახსოვდეთ, რომ სახლის პირობებში ბოთლის თავის მჭიდროდ დაცობის საუკეთესო საშუალებაა კორპისა და თავის დაფარვა ცვილით.


მაყვლის ლიქიორი

მაყვალი – 2 კგ
არაყი – 1 ლ
შაქარი – 1 კგ
წყალი – 0.7 ლ
მწიფე, გარეცხილი და მშრალი მაყვალი ჩაყარეთ ბოცაში, დაასხით არაყი, გააჩერეთ თბილ ადგილას ან მზეზე თვენახევარი, გადაწურეთ და შეურიეთ შაქრის სიროფი (წყლითა და შაქრით მომზადებული). დააყოვნეთ, გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში და გუკეთეთ საცობი.


კენკროვანების ლიქიორები – შავი მოცხარის ლიქიორი

გრანულირებული შაქარი – 800 გ
ყვავილის თაფლი – 200 გ
მოცხარის სითხე და არაყი – 1 ლ
მოცხარის ფოთლები – 2-3 ც
წყალი – 0.5 ლ
გადაარჩიეთ შავი მოცხარის კენკრა, ჩაყარეთ მინის ქილაში და დაასხით ძლიერი არაყი. დაუმატეთ მოცხარის რამოდენიმე ფოთოლი და გააჩერეთ 5-6 კვირა.
გაფილტრეთ სითხე, დაუმატეთ ყვავილის თაფლი და სიროფი (წყლითა და შაქრით მომზადებული). მიღებული ლიქიორი გაფილტრეთ.


წითელი მოცხარის ლიქიორი

გრანულირებული შაქარი – 800 გ
შავი მოცხარის წვენი – 1 ლ
არაყი – 750 მლ
წყალი – 2 ჭიქა
გარეცხეთ მოცხარი და გამოყავით კენკრა. ჩაყარეთ ბოთლში მოცხარის 4-5 ფოთოლთან ერთად და დაასხით არაყი. ბოთლს გაუკეთეთ საცობი და გააჩერეთ მზეზე 5-6 კვირა.
გამოყოფილი წვენი გადაწურეთ და მასში დაამატეთ მომზადებული სქელი შაქრის სიროფი (800გ შაქრისა და 2 ჭიქა წყლის გაანგარიშებით).
ლიქიორი გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში და გაუკეთეთ მჭიდრო საცობი.


კენკროვანების ლიქიორები – ლიქიორი „ცეცხლოვანი“

გრანულირებული შაქარი – 1.5კგ
წითელი მოცხარი – 2კგ
არაყი – 2ლ
გადაარჩიეთ წითელი მოცხარი და ჩაყარეთ ბოთლში ან ბანკაში შაქართან ერთად. 1-2 თვის შემდეგ მიღებული წვენი გადაწურეთ, დაუმატეთ არაყი და ჩაასხით ბოთლებში.


ჟოლოს ტრადიციული ლიქიორი

ჟოლო – 1 კგ
შაქარი – 1 კგ
სპირტი – 1 ლ
წყალი – 1 ლ
დაჭყლიტეთ ჟოლო, დაასხით სპირტი და გააჩერეთ 15 დღე, პერიოდულად მოურიეთ.
შაქრითა და წყლით მოადუღეთ სიროფი, მოაშორეთ ქაფი, გააცივეთ 30°-40°-მდე და ჩაასხით ნაყენში, აურიეთ და გააჩერეთ კიდევ 2 კვირა.
გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში და თავზე დაახურეთ.


ადრე შემოსული ჟოლოს ლიქიორი

ჟოლო – 3 კგ
შაქარი – 500 გ
არაყი – 2 ბოთლი
წვნიანი ჟოლო ჩაყარეთ ბოცაში, დაასხით არაყი და გააჩერეთ მზიან ფანჯარასთან ან ღუმელთან, თუ ლიქიორს ამზადებთ სახლში ან აგარაკზე.
შემდეგ არაყი გადაწურეთ, კენკრა გაფილტრეთ რამდენიმე ფენიან მარლაში. თასში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით 1 ჭიქა დაყოვნებული არაყი და მოხარშეთ სიროფი, მიიყვანეთ დუღილამდე.
გამორთეთ ცეცხლი და სიროფში ნელ-ნელა ჩაასხით დარჩენილი დაყოვნებული არაყი.
კიდევ ერთხელ გაფილტრეთ და გადაასხით დიდ ბოცაში, მჭიდროდ დაახურეთ და გააჩერეთ თბილ ადგილას 2 კვირით.
შემდეგ ლიქიორი ჩაასხით ბოთლებში ხანგრძლივად შესანახად. სასურველია ბოთლის საცობის ცვილით დაფარვა.


კენკროვანების ლიქიორები – ქაცვის ლიქიორი

შაქრის სიროფი – 2.6 ლ
ქაცვის დასპირტული წვენი – 750 მლ (ახალი ქაცვი – 1 კგ)
მოცვის მორსი – 10 მლ (მშრალი მოცვი – 4 გ)
ვანილინი – 0.2 გ
ლიმონის მჟავა – 3 გ
წყალი – 600-750 მლ
ქაცვის დასპირტულ წვენსა და მოცვის მორსს შეურიეთ 66%-იანი შაქრის სიროფი, დაუმატეთ საღებავი, ვანილინი და ლიმონის მჟავა (ლიქიორის მჟავიანობის 0.45გ/100მლ-მდე მისაყვანად).
არაყს დაუმატეთ ადუღებული წყალი ისეთი შეფარდებით, რომ სასმლის სიმაგრე არ აღემატებოდეს 25%-ს. მიღებული გაფილტრული სასმელი არის ყვითელი (მოწითალო ელფერით), ტკბილ-მჟავე, ქაცვის არომატით.


შინდის ლიქიორი

შაქრის სიროფი – 1 ლ
შინდის ნაყოფი – 1 კგ
არაყი – 2 ლ
შინდს დაასხით მაგარი არაყი, გააჩერეთ 15 დღე და გაფილტრეთ.
შემდეგ ერთმანეთში აურიეთ შინდის ნაყენი და შაქრის სიროფი, გააჩერეთ თავდახურულ ბოთლებში.


შტოშის ლიქიორი

შტოში – 4 ჭიქა
შაქარი – 500 გ
წყალი – 0.75 ლ
შტოში კარგად დაჭყლიტეთ, შეგიძლიათ ხორცსაკეპში გაატაროთ, გადაიტანეთ თასში, დაასხით არაყი, გააჩერეთ 3-4 დღე, მჭიდროდ დაახურეთ ჭურჭელს თავზე.
შემდეგ გადაწურეთ რამოდენიმე ფენად გადაკეცილ მარლაში, დაუმატეთ შაქარი და დადგით ცეცხლზე, მაგრამ არ მიიყვანოთ დუღილამდე.
გადმოიტანეთ ცეცხლიდან, ლიქიორში 5 წუთით ჩადეთ მარლაში  გახვეული მიხაკი და დარიჩინი. ბოთლებში ჩაასხით ძაბრის დახმარებით. თითოეული გაფილტვრა ზრდის ლიქიორის გამჭვირვალობას. შეინახეთ ცივ ადგილას.


შტოშის  ლიქიორი

შტოში – 1 ლ-იანი ქილა
ჟოლო – 2 ჭიქა
მარწყვი – 2 ჭიქა
შაქარი – 2 ჭიქა
არაყი – 1 ლ
შტოში გაჭყლიტეთ, დაასხით არაყი, გააჩერეთ 2-3 დღე. მარწყვს და ჟოლოს დააყარეთ შაქარი და 24სთ-ის შემდეგ გამოყავით სიროფი.
შტოშიან არაყს შეურიეთ სიროფი, გააჩერეთ 24-სთ, გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში. იმისათვის, რომ ლიქიორი იყოს უფრო სქელი, შაქრიანი კენკრა მიიყვანეთ დუღილამდე და გააჩერეთ 5-10 წთ.


ცირცელის ლიქიორი

შაქრის სიროფი – 1 ლ
ცირცელი – 1 კგ
არაყი – 2 ლ
სანელებლები (მიხაკი, დარიჩინი და ლიმნის ქერქი) – სურვილისამებრ.
ბოცა აავსეთ ცირცელით, დაასხით შაქრის ცივი სიროფი, არაყი და დახურეთ საცობით.
დადგით თბილ ადგილას და გააჩერეთ 3 კვირა. მზა ლიქიორი გაფილტრეთ და ჩაასხით ბოთლებში.


ძახველის ლიქიორი

ძახველის კენკრა ღეროს გარეშე – 1.5 კგ
შაქარი – 1.2 კგ
არაყი – 1 ლ
წყალი – 400 მლ
ძახველის კენკრას დაასხით ადუღებული წყალი, გააცივეთ, გადაიტანეთ ბოცაში, დაუმატეთ 2 ჭიქა შაქარი, გააჩერეთ მზეზე (ან თბილ ადგილას) 1-2 დღე, დაუმატეთ არაყი და დააყოვნეთ 7-10დღე.
დარჩენილი შაქრითა და წყლით მოამზადეთ სიროფი, გააცივეთ 30°-40°-მდე. ჩაასხით ბოცაში და გააჩერეთ კიდევ 1 თვე. შემდეგ გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში და გაუკეთეთე საცობი.


ხურტკმელის  ლიქიორი

მწვანე სორტის, ღეროებისგან გასუფთავებული ხურტკმელი – 2 კგ
სპირტი – 1 ლ
ალუბლის ახალი ფოთლები – 30 ც
შაქარი – 1 კგ
წყალი – 0.5 ლ
ხურტკმელი და ალუბლის ფოთლები ჩაყარეთ ბოცაში, დაასხით სპირტი, გააჩერეთ 1 კვირა. მოამზადეთ შაქრის სიროფი და ჩაასხით ბოცაში. დააყოვნეთ კიდევ 1 კვირა, გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი.


ასკილის მოყვითალო-ოქროსფერი ლიქიორი

ასკილი – 0.5 კგ
არაყი – 1.5 ლ
დარიჩინი – 1 ც პატარა ნაჭერი
½ ფორთოხლის ქერქი
შაქრის სიროფი – 400 მლ
ასკილის გაყინული ნაყოფი და ფორთოხლის ქერქი დარიჩინთან ერთად გააჩერეთ მაგარ არაყში 15 დღე.
შემდეგ სითხე გადაწურეთ, დაუმატეთ შაქრის გაცივებული სიროფი, კარგად აურიეთ და ჩაასხით ბოთლებში.


გამჭვირვალე-მოწითალო კვრინჩხის ლიქიორი

კვრინჩხი – 1 კგ
არაყი – 1 ლ
შაქრის სიროფი – 400 მლ
მიხაკი – 5 ც
მუსკატის კაკალი, გახეხილი – ¼ ჩ/კ
კვრინჩხის ნაყოფი გაასუფთავეთ, დასრისეთ. ამასთანავე დააქუცმაცეთ ნაყოფის 5 კურკა.
შემდეგ ნარევი მოათავსეთ ბოცაში, დაასხით არაყი, დაუმატეთ სანელებლები და გააჩერეთ 10-15 დღე, ბოცას დაახურეთ სპეციალური საცობი.
ნარევი გაფილტრეთ, დაუმატეთ შაქრის მაგარი სიროფი, აურიეთ და გააჩერეთ 24სთ. შემდეგ ჩაასხით ბოთლებში.


კოწახურის ლიქიორი

შაქრის სიროფი – 400 მლ
კოწახური – 0.5 კგ
არაყი – 1 ლ
დარიჩინი – 1 ც პატარა ნაჭერი
ლიმნის ქერქი – 1 ც პატარა ნაჭერი
მიხაკი
კოწახური გაჭყლიტეთ, დაუმატეთ სანელებლები, დაასხით არაყი და გააჩერეთ თავდახურულ ბოთლში 10-14 დღე.
შემდეგ გაფილტრეთ და დაასხით შაქრის სიროფი.
მომზადებული ლიქიორი კარგად შეანჯღრიეთ და ჩაასხით ბოთლებში.


გადასვლა >> ლიქიორები