ბუდეშური საფერავი

ბუდეშური საფერავი .
არჩილ შენგელია . 2019 .
სტატიას წარმოგიდგენთ მარანი „გენი“ .

სინონიმები .

საფერავი ბუდეშური (სინ.:)  , საფერავი ბუდეშურისებური, გრძელმარცვალა საფერავი, შავი ბუდეშური , წითელი ბუდეშური  

წითელი და შავი ბუდეშური

არსებობს წითელი და თეთრი ბუდეშური. ესენი დამოუკიდებელი ჯიშებია და ერთმანეთისაგან აშკარად განსხვავდება. ბუდეში , ბუდეშური , უბრალოდ მოგრძო მარცვალების ზოგადი სახელია. (ს/საბა) .

გავრცელება

გავრცელებული ყოფილა როგორც აღმოსავლეთ, ასევე-დასავლეთ საქართველოსა და მესხეთში, მიკრო ვენახების სახით. 
ეხლაც მცირედ გავრცელებულ ჯიშებს მიეკუთვნება, მიუხედავად იმისა, რომ სხვებზე  გამძლეა ზამთრის ყინვებისა და სოკოვან დაავადებათა მიმართ. 

გამოყენება

ყურძენი ლამაზია, გემრიელი. იყენებენ სასუფრედაც . ზოგი ავტორი მას სასუფრედ, ზოგი საღვინე ჯიშად მიიჩნევს . უფრო  საღვინე-სასუფრე ჯიშია.

ყურძენი

მარცვლები სიმწიფის დაწყებისას ღია ვარდისფერია, და სიმწიფის კვალობაზე მუქდება, თუმცა კვლავ ვარდისფერი რჩება. წვენი ღია ვარდისფერია. სრულად მწიფდება სექტემბრის მეორე ნახევრიდან. მარცვლები ოვალურია,თხელი კანით. მცირე წიპწიანი. მარცვლებს სასიამოვნო გემო და ნაზი , დახასიათებელი არომატი აქვთ.  წვენის შაქრიანობა მერყეობს 16%-დან 20%-მდე, ხოლო მჟავიანობა 4‰-დან 7‰-მდე.

ღვინის დახასიათება

კახეთის , ქართლის , დასავლეთ საქართველოს და მესხეთის ყურძენის და ღვინოც  მკვეთრად განსხვავდება , თუმცა ყველას ახასიათებს შავი ქლიავის ჩირის, ალუბლის, მაყვლის, მოცვის და სანელებლების ნაზი ტონებით. 

საკვებთან შესაბამისობა

კახური (ქვევრის) ბუდეშური რეკომენდირებულია ხბოს ხორცთან, ფრინველის ხორცთან, ნანადირევთან.
ქართლის ბუდეშური (მაგ. ფირმა „გენის“ ) უფრო მსუბუქია და მისი შესაფერი კერძების არეალი უფრო ფართეა .

ბუდეშური საფერავი . ფირმა "; გენი "

მწარმოებელი – მარანი “გენი”

მუშაობს ქართლის ბუდეშურ საფერავზე. მცირე მოცულობები. ძირითადად , ელიტური ექსპორტისათვის.
თბილისის „კერძების გამოძახების „ სამსახურების მონაცემებით ფირმა „გენის“ ქართლის ბუდეშურ საფერავს ხშირად უკვეთავენ ძეხვიან და სოკოიან  პიცასთან,ლობიანთან, კუბდართან 
.
2019 წლის მოსავლის გენის ღვინო დაჯილდოებულია ვერცხლის მედლით.
ონ ლაინ –  https://8000vintages.ge/qvevri/qvevriwiteli/geni-budeshuri-saperavi-2019-discount/

 ისტორია

ბუდეშური საფერავი პირველად აღწერილია ივრისპირა სოფლებში 1895 წ. ს. ქვარიანის მიერ .
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში კარგადაა შესწავლილი.
ხალხური მედიცინა მას და მისგან დამზადებულ წამლებს დაჭრილებისა და ფილტვით ავადმყოფთა სამკურნალოდ იყენებდა.

გამოყენებული წყაროები  :
  1. https://catalog.elkana.org.ge/index.php?pageid=61&postid=428
  2. . ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.საქართველოს ამპელოგრაფია.1960 წელი
  3. https://khasaia.wordpress.com/2015/04/11/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91-2/

პოსტი სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 ,

Share this...
Share on facebook
Facebook
English English Georgian Georgian