მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს ძვირიანი ობიექტების გაყიდვისას სერვისული თანხლება

მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს ძვირიანი ობიექტების გაყიდვისას სერვისული თანხლება

ძვირიანი საწარმოო- სამეურნეო ობიექტების გაყიდვა რთულია , თუკი იგი ვიწრო წრეში არ იყიდება, რომელიც ამ ობიექტის ყველა ასპექტსა და დარგის ინფრასტრუქტურას კარგად იცნობს.

გარედან , მყიდველის მოზიდვა და მისი დარწმუნება, რომ ობიექტის ყიდვა მომგებიანი იქნება საკმაოდ რთული , ხანგძლივი და ძვირადღირებული პროცესია.
ეს პროცესი მინიმუმ შემდეგი კომპონენტებისაგან შედგება:

1)  გასაყიდი ობიექტის რეტროსპექტივის , ამჟამინდელი მდგომარეობისა და პერსპექტივის შესწავლა და აღწერა.
ეს ბიზნეს-გეგმის ერთ-ერთი სახეა  , მაგრამ უფრო რთული და დეტალიზებული. ობიექტის გასაყიდად აღწერისას საჭიროა მთელი რიგი საკითხების დეტალური შესწავლა, რომლებიც სხვა შემთხვევებში ზედაპირულად განიხილება. როგორც წესი, ამგვარ ბიზნეს-გეგმას თან ახლავს დიდძალი ვიზუალური და კოკუმენტალური მასალა.

2) მოკლე ანოტაციების , სარეკლამო ტექსტების , ვიზუალური მასალის მომზადება
ეს მასალა მზადდება შესაბამის საინფორმაციო სივრცეში გასავრცელებლად. ცალკე თემაა ამ სივრცის განსაზღვრა, ანუ სად ვეძებთ მყიდველს.

ფორმულირება „ვეძებ ყველგან“ არარეალურია, რადგან ძებნას რესურსი ჭირდება და
„ყველგან ძებნის“ რესურსი საეჭვოა გქონდეთ.
გასათვალისწინებელია ენობრივი ასპექტი . ინფორმაცია პოტენციურ მყიდველს სასურველია მის მშობლიურ ენაზე მიაწოდოთ.

3) მესამე ეტაპი არის ინფორმაციის გავრცელება გასაყიდი ობიექტის შესახებ.
ცხადია, მნიშვნელოვანია სპეციალიზებული სოციალური ქსელები, მაგრამ ეს ხშირად არაა საკმარისი. აუცილებებლი ხდება გამოფენებზე, კონფერენციებზე მონაწილეობა-წარდგინება, ტელევიზიის , ექსპერტების ბროკერების ჩართვა

4) მეოთხე ეტაპი უკვე მოლაპარაკებების წარმოებაა
ესეც რთული პროცესია, მაგრამ ჯობია იგი უშუალოდ თქვენ წარმართოთ.

ჩვენ გთავაზობთ
ეტაპობრივად , თანხლებას ყველა ამ ეტაპზე . მოგვწერეთ Viber 577 27 27 41

მევენახეობა-მეღვინეობის ობექტების ყიდვა-გაყიდვა