ძვირადღირებული საკოლექციო ღვინოების 7 ძირითადი მახასიათებელი

ძვირადღირებული ღვინოები

არჩილ შენგელია
სტატიას წარმოგიდგენთ მარანი  „გენი“

სად იყიდება ყველაზე ძვირადღირებული ღვინოები?

საკოლექციო ღვინოების უმეტესობა იყიდება ლონდონის, ნიუ-იორკისა და ჰონგ-კონგის აუქციონებზე. ყველაზე პოპულარული ლოტებია – ბურგუნდიისა და ბორდოს ღვინოები. როგორც წესი, ყველაზე მიმზიდველი პოზიციებისთვის ბრძოლაში მონაწილეობენ მეღვინეები, კერძო კოლექციონერები და საინვესტიციო ფირმები, რომლებიც გამოტანილ ლოტებს აფასებენ როგორც ფინანსების მომგებიანი ინვესტირების ობიექტებს.

ძვირადღირებული ღვინოები

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ღვინის ბოთლი გაიყიდა 2000 წელს, ნაპას ხეობაში გამართულ ყოველწლიურ საქველმოქმედო ღვინის აუქციონზე. ეს იყო 6ლ-იანი ბოთლი – Napa Valley Screaming Eagle Cabernet Sauvignon – 500 000$.

ყველაზე ძვირადღირებული ღვინოები ეგზოტიკურობით არ გამოირჩევიან. ისინი იბადებიან კლასიკურ სამეღვინეო რეგიონებში. კოლექციონერები უპირატესობას ანიჭებენ კაპიტალის იმ რეგიონების ღვინოებში დაბანდებას, სადაც არის კლასიფიკაციის სისტემები, მაგ: Premier Cru Classe ბორდოში.

ძვირადღირებული საკოლექციო ღვინოების 7 ძირითადი მახასიათებელია:

  1. მათ აწარმოებენ რამოდენიმე სამეღვინეო რეგიონში – ბურგუნდია, ბორდო, შამპანი, ნაპას ხეობა, მოზელის ხეობა
  2. მათ უმრავლესობას აყოვნებენ ფრანგული მუხის ახალ კასრებში
  3. ასეთი ღვინის შენახვის პოტენციალი შეიძლება აღემატებოდეს 30 წელს
  4. საკოლექციო ღვინოები წარმოადგენენ აქციებს
  5. ხშირად ცდილობენ მათ გაყალბებას
  6. ყველაზე მეტად კოლექციონერების ყურადღებას იპყრობს ღვინის მხოლოდ 6 სახეობა
  7. ხარისხის მატება ყოველთვის არ არის ფასის ზრდის პირდაპირპროპორციული.

რა ხდის ღვინოს დიდებულს?

განსაკუთრებული ყურძენი. ვაზის გაზრდის ადგილისა და ასაკის მიხედვით ღვინო შეიძლება ღირდეს რამდენიმე ათასი დოლარი.
ჩვეულებრივ საკოლექციო ღვინოებს აწარმოებენ ძველი ვაზებისგან შეკრებილი ყურძნით, თუმცა ზოგიერთი ვენახი 10 წლის ასაკშიც იძლევა შესანიშნავი ღვინის მიღების საშუალებას.
მუხის კასრები – მაღალი ხარისხის მქონე ღვინოებს ძველებურად აყოვნებენ მუხის კასრებში. სამარკო ღვინოების მომზადებისთვის საუკეთესო არჩევანია – თეთრი ფრანგული მუხა (ლათ. Quercus petraea ან კლდის მუხა).

დრო – ხშირად პოტენციურად დიდებული წითელი ღვინოების დალევა შეუძლებელია, როცა ისინი ახალგაზრები არიან.
ისინი მხოლოდ მუხის კასრში დაძველების პროცესში „მშვიდდებიან“, თავისუფლდებიან უხეში ტანინებისგან და ზედმეტი მჟავიანობისგან. ზოგიერთ მეღვინეობაში ღვინოს ბოთლებში აყოვნებენ 15 წლამდე, ანუ მათ მარნებში მუდმივად ინახება უამრავი ბოთლი.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში სამარკო ღვინის დაყოვნებისთვის იდეალური პირობების უზრუნველყოფა – ძვირადღირებული საქმიანობაა, რაც ეკონომიკის კანონების თანახმად პირდაპირ მოქმედებს საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზე.
ინდივიდუალობა – ყველა ძვირადღირებულ ღვინოს აქვს თავისი ისტორია, რომელიც მას ხდის ჭეშმარიტად უნიკალურს. მაგალითად, Trockenbeerenauslese Riesling გერმანიასა და ავსტრიაში იწარმოება მხოლოდ იმ წლებში, როდესაც ხერხდება განსაკუთრებული ყურძნის გაზრდა, რაც ხდება 5-10 წელიწადში ერთხელ.