კაკაოსა და შოკოლადის ლიქიორები

კაკაოსა და შოკოლადის ლიქიორები.

კაკაოს ლიქიორი.

კაკაოსა და შოკოლადის ლიქიორებიშაქრის სიროფი – 900 გ
არაყი – 800 მლ
კაკაოს ფხვნილი – 100 გ
ვანილი
პასტერიზებული რძე – 300 მლ
ლიმნის წვენი – 2-3 წვეთი
წყალი – 4 ს/კ
კაკაოს ფხვნილსა და ვანილს დაასხით არაყი და გააჩერეთ დახურულ ბოცაში 4-5 დღე, ხშირად შეანჯღრიეთ.
წყლით, შაქრით, რძითა და ლიმნის წვენით მოამზადეთ სიროფი და სამფენიანი მარლის ან გასაფილტრი ქაღალდის საშუალებით გადაწურეთ არაყში, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 14 დღე ბნელ ადგილას, შიგთავსი პერიოდულად შეანჯღრიეთ.
მე-15 დღეს კვლავ გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ კიდევ 2 კვირა.
შემდეგ ისევ გაფილტრეთ და ჩაასხით ბოთლებში.
ლიქიორი მზადაა გამოყენებისთვის.


შოკოლადის ლიქიორი

შავი შოკოლადი – 300 გ
არაყი – 1 ლ
შაქარი – 0.5 კგ
წყალი – 1 ჭიქა
დააქუცმაცეთ შოკოლადი, დაასხით არაყი, გააჩერეთ 1 კვირა, შეანჯღრიეთ ყოველდღე.
შაქრითა და წყლით მოამზადეთ სიროფი, დაუმატეთ შოკოლადის ნაყენს, გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი.


შოკოლადის ლიქიორი

შაქრის სიროფი – 100 გ
შოკოლადი – 150 გ
არაყი – ½ ლ
მდნარი შოკოლადი და შოკოლადის ფხვნილი აურიეთ არაყში, გააჩერეთ ცივ ადგილას 1 კვირა.
მოამზადეთ შაქრის სიროფი და შეურიეთ არაყში გახსნილ შოკოლადს, გაფილტრეთ.


გადასვლა >> ლიქიორები

Share this...
Share on facebook
Facebook
English English Georgian Georgian