კვერცხის ლიქიორები

კვერცხის ლიქიორები.

კვერცხის ლიქიორი.

კვერცხის გული – 8 ც
შაქარი – 0.5 კგ
ვანილინი
სქელი ნაღები – 1 ჭიქა
რძე – 0.5 ლ
სპირტი – 200 მლ
კვერცხის გული არიეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ ვანილინი, ნაღები, რძე და სპირტი.
ყველაფერი ეს კარგად ათქვიფეთ სათქვეფით ან მიქსერით.
ჩაასხით ბოთლებში. საცობი გაუკეთეთ. ლიქიორი მწიფდება 2 თვის განმავლობაში.


კვერცხის ლიქიორები – კვერცხის ლიქიორი „კო-კო“

კვერცხის გული – 8 ც
შაქარი – 400 გ
რძე – 1 ლ
ვანილის შაქარი – 4 პაკეტი
კონიაკი – 1 ლ (ან 60%-იანი სპირტი, 50 გ კაკლის მემბრანა და 50 გ ალუბლის ყუნწი)
ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი, დაუმატეთ ვანილის შაქარი, მოურიეთ და თანდათან ჩაასხით თბილი რძე და კონიაკი.
ლიქიორი გაფილტრეთ 2-3 ფენიან მარლაში, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი.
შეინახეთ ცივ ადგილას. გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.
სპირტის გამოყენების შემთხვევაში, მას აყოვნებენ მემბრანებით და ყუნწებით 1 თვე.


კვერცხის ლიქიორებიკვერცხის ლიქიორი

შაქრის ფხვნილი (პუდრა) – 300 გ
ვანილინი – 2-3 პაკეტი
კვერცხის გული – 3 ც
რძე – 0.5 ლ
ღვინის სიროფი – 100 მლ
ხის კოვზით გასრისეთ კვერცხის გული, დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და გააგრძელეთ სრესა კიდევ 30 წთ.
ჩაასხით თბილი რძე და კარგად აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ არაყი და ვანილინი.
ლიქიორი გაფილტრეთ მარლაში და ჩაასხით ბოთლებში, მზად არის გამოყენებისთვის.


გადასვლა >> ლიქიორები