კურკოვანების ლიქიორები.
ალუბლის ლიქიორი.
ალუბალი – 3 კგ
შაქარი – 2 კგ
არაყი – 2 ბოთლი
მწიფე ალუბალი კურკის გარეშე ჩაყარეთ ბოთლში. უკეთესი არომატისთვის დაუმატეთ ერთი მუჭა დატეხილი ალუბლის კურკები. პიკანტური გემოს მოყვარულებს შეუძლიათ დაამატონ დარიჩინი და ფორთოხლის ქერქი.
შემდეგ მოაყარეთ 1 კგ შაქარი და ბოთლში ჩაასხით 1 ბოთლი არაყი. ნარევი დააყოვნეთ 6 კვირა.
შემდეგ ალუბლის ლიქიორი გადაწურეთ და დაუმატეთ კიდევ 1 კგ შაქარი და 1 ბოთლი არაყი.
ოდნავ შეაცხელეთ, რათა შაქარი გაიხსნას.
ამის შემდეგ გაფილტრეთ მარლაში სრულ გამჭვირვალობამდე და ჩაასხით ბოთლებში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე.
ლიქიორი „ალუბლის არომატი“
გრანულირებული შაქარი – 400გ
მშრალი, წითელი ღვინო – 0.5ლ
რომი – 250მლ
ალუბლის ესენცია – 10მლ
მშრალ, წითელ ნატურალურ ღვინოს დაუმატეთ რომი, ვანილინი და შაქარი.
სითხე კარგად შეანჯღრიეთ მანამდე, ვიდრე შაქარი მთლიანად არ გაიხსნება. შემდეგ ლიქიორი გაფილტრეთ გასაფილტრ ქაღალდში.
ლიქიორის არომატიზება მოახდინეთ ალუბლის ესენციით, რომელიც მიანიჭებს მას განსაკუთრებით სასიამოვნო გემოს.
ალუბლის არომატის ლიქიორი
გრანულირებული შაქარი – 0.5 კგ
ალუბალი – 1 კგ
მიხაკი – 3-4 ც
ვანილინი – 1 პაკეტი
დარიჩინი – 1 ც პატარა ნაჭერი
მუსკატის კაკალი – 1 ც
ალუბლის ფოთლები – 2-3 ც
არაყი – 750 მლ
მწიფე ალუბალს მოაცილეთ ყუნწები და კურკები, ჩაყარეთ ფართოყელიან ბოთლში და დააყარეთ შაქარი. დაუმატეთ მიხაკი, ვანილინი, დარიჩინის ნაჭერი, მუსკატის კაკალი, ალუბლის ფოთოლი. გააჩერეთ მზეზე 8-10 დღე, შემდეგ დაუმატეთ ძლიერი არაყი.
4-5 კვირის შემდეგ გაფილტრეთ და ჩაასხით ბოთლებში.
შეგიძლიათ ალუბლის ლიქიორის მომზადება არომატისთვის მხოლოდ დარიჩინის, მიხაკის და ალუბლის დაქუცმაცებული კურკების დამატებით.
ლიქიორი „ტერი ალუბალი“
გრანულირებული შაქარი – 250 გ
ალუბლის დაქუცმაცებული კურკები – 10 ც
რომი – 300 მლ
მშრალი, ნატურალური ღვინო; თეთრი ნატურალური ღვინო – 100 მლ
ვანილი – ½ ჩხირი
წყალი – 100 მლ
ბოთლში ჩაყარეთ ალუბლის დაქუცმაცებული კურკები, დაასხით რომი, მშრალი ნატურალური ღვინო, თეთრი ნატურალური ღვინო, სიროფი (100მლ წყლითა და 250გ შაქრით მომზადებული) და ჩადეთ ვანილი.
რეზინის საცობით დახშული ბოთლი გააჩერეთ ბნელ ადგილას 6 კვირა და ხშირად შეანჯღრიეთ.
შემდეგ გაფილტრეთ გასაფილტრ ქაღალდში და ჩაასხით ბოთლებში.
კურკოვანების ლიქიორები. ალუჩას სადესერტო ლიქიორი
შაქრის სიროფი 66% – 5 ლ
ალიჩის დასპირტული წვენი (ახალი ალიჩა – 2.7 კგ)
ლიმონის მჟავა
ვანილინი – 0.1 გ
საღებავი – 3.5 გ
ტარტრაზინი – 0.1 გ
წყალი – 2-2.5 ლ
ალიჩის დასპირტულ წვენს შეურიეთ სიროფი, ლიმონის მჟავა (ლიქიორის მჟავიანობის 0.45გ/100მლ-მდე მისაყვანად), დაუმატეთ ვანილინი, ტარტრაზინი და საღებავი. შემდეგ სასმელი გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში და გაუკეთეთ საცობი. მიღებული სასმელი არის მოყვითალო-ოქროსფერი, ტკბილ-მჟავე, ალიჩის არომატით, სიმაგრე – არა უმეტეს 25%-სა.
გადასვლა >> ლიქიორები