მსოფლიოს ტოპ-10 ყურძნის საუკეთესო სორტი მეღვინეობისთვის

ყურძნის საუკეთესო სორტი მეღვინეობისთვის

არჩილ შენგელია
სტატიას წარმოგიდგენთ მარანი  „გენი“

მსოფლიოს ტოპ-10 ყურძნის საუკეთესო სორტი მეღვინეობისთვის

ყურძნის ყველაზე პოპულარული სორტები მეღვინეობისთვის, რა არის მათი ღირსებები და არიან თუ არა მართლაც კარგები, რომ დაიმსახურეს მსოფლიო აღიარება.

ყურძნის საუკეთესო სორტი მეღვინეობისთვის

OIV-ის (International Organization of Vine and Wine, ყურძნისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია) მონაცემებით მსოფლიოს ყურძნის პლანტაციების მესამედი წარმოდგენილია ყურძნის მხოლოდ 13 სორტით, რომელთაგან 10 არის ტექნიკური (საღვინე). ამის მიზეზი არ არის არჩევანის არქონა, მსოფლიოში ხომ ყურძნის დაახლოებით 10 000 სორტია აღრიცხული. თუმცა, მწარმოებლებს აქვთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი მისდიონ ცნობილ სორტებს:

  • ღვინის წარმატებული გაყიდვა

ცნობილი და პოპულარული სორტების ღვინის გაყიდვა ადვილია, ე.ი მასობრივი მყიდველი ცდილობს შეიძინოს მისთვის ნაცნობი პროდუქტი და არ აქვს სურვილი შეისწავლოს და დაიმახსოვროს დიდი რაოდენობის სორტების დასახელება. ცნობილია საკმაო შემთხვევები, როდესაც არაკეთილსინდისიერი  მწარმოებლები ნაკლებად ცნობილ, მაგრამ თვისებებით მსოფლიოში აღიარებული სორტის მსგავს პროდუქტს ყიდიან ძვირადღირებული მარკის დასახელებით; ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ ღვინო იყოს ცუდი ხარისხის.

  • შედარებით მაღალი და სტაბილური მოსავლიანობა

მწარმოებლისთვის ეს არის ყურძნის სორტის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები. ის ხომ ცდილობს მიიღოს სტაბილური მოგება ყოველ წელს და არ ჰქონდეს დანაკარგები წარუმატებელ წლებში. წაქეზებულმა მომხმარებელმა და მწარმოებელმა იციან ყურძნის თავისებურება – მაღალი მოსავლიანობა უკუპროპორციულად მოქმედებს გემოს ხარისხზე; ასეთ შემთხვევაში კეთილსინდისიერი მწარმოებლის ამოცანაა ძლიერად არ გაიტაცოს რაოდენობამ. ასევე ცნობილია, რომ გემოს უმაღლესი ხარისხის მქონე ყურძნის ძველი ჯიშები შედარებით ნაკლებ მოსავლიანია. ერთი სორტის შემთხვევაშიც კი, ბუჩქის ასაკის გაზრდით იკლებს მოსავლიანობა და უმჯობესდება გემოს ხარისხი.

  • დაავადებებისა და მავნებელბის წინაარმდეგ მდგრადობა

ყველასთვის ცნობილია, რომ მეღვინეობისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის გემოს ფლობენ ყურძნის ევროპული და აზიური სორტები (vitis vinifera), რომლებიც თავიანთი ბუნებით არ არიან მდგრადი ამერიკის კონტინენტიდან შემოტანილი ველური ყურძნის დაავადებებისა და მავნებლებისადმი. ამერიკიდან ევროპაში შემოტანილი დაავადებებითა და მავნებლებით გამოწვეული ეპიდემიების გამო რეგიონში გადაშენდა უამრავი ძველი სორტები; მწარმოებლები იძულებულნი გახდნენ აერჩიათ დაავადებების მიმართ შედარებით გამძლე სორტები. ბევრმა ნაკლებად გამძლე, მაგრამ გემოს ხარისხის მიხედვით ძალიან ფასეულმა სორტებმა ვერ შეძლეს გავრცელება.

  • პლასტიკურობა გაზრდის დროს

აქაც უპირატესობა მიენიჭა სორტებს, რომლებიც კარგად ეგუებოდნენ და ერთნაირად კარგად გრძნობდნენ თავს სხვადასხვა კლიმატურ ზონებში და ნიადაგებზე, ამასთანავე იძლეოდნენ დაახლოებით ერთნარად კარგი გემოს მქონე ნაყოფს. სორტებმა, რომლებიც სელექციის დროს შეეგუენ მხოლოდ განსაზღვრულ მკაცრ პირობებს – განიცადეს ძალიან პატარა გავრცელება; თუმცა, რჩებიან ძალიან ფასეულ, მაღალი გემოვნებითი ხარისხის მქონეებად, მაგალითად: ნებიოლო, რომლისგანაც პიემონტეში (იტალიის ჩრდილოეთში) ამზადებენ შესანიშნავ და ძვირადღირებულ ღვინოს – „ვოროლო“.

ამგვარად გავიგეთ, რომ სორტები – მეღვინეობის მსოფლიო ლიდერები წარმოადგენენ ერთგვარ კომპრომისს მოხერხებულობას, პროდუქტიულობასა და მოთხოვნად ხარისხს შორის; თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათგან არ მიიღება ნამდვილად შესანიშნავი ღვინო, რომლის მისაღებად ბევრი რამ არის დამოკიდებული მწარმოებლის ოსტატობასა და კეთილსინდისიერებაზე.

ბოლო დროს, ზოგიერთ მწარმოებელსა და მეღვინეს შორის აღინიშნება ტენდენცია – ისინი ეძებენ ყურძნის ავტოქთონურ (აბორიგენულ), ძველ ან დავიწყებულ ჯიშებს, რომლებიც არიან გადაშენების პირას, თუმცა ფლობენ განსაკუთრებულ გემოვნებით თვისებებს და თავისებურ არომატს.

ზოგიერთ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ამუშავებენ  (სხვა ქვეყნებთან შედარებით) ყურძნის განსხვავებულ ჯიშებს – მაგალითად, იტალიაში იმდენად ბევრი ჯიში იზრდება, რომ მათ შორის ყველაზე გავრცელებული სორტი – სანჯოვეზე მოიცავს ვენახების საერთო ფართობის დაახლოებით 8%. მეორე უკიდურესობაშია ახალი ზელანდია, სადაც ერთი სორტი – სოვინიონ ბლანი იკავებს ყურძნის პლანტაციების 60%-ს. საფრანგეთში უფრო მეტად გავრცელებული სორტია – მერლო, იკავებს ყურძნის პლანტაციების 14%-ს. აშშ-ში უფრო მეტად გავრცელებული 2 ჯიშია – შარდონე და კაბერნე სოვინიონი, რომლებიც მოიცავენ ვენახების ფართობის 19%-ს.

ტოპ -10

  • კაბერნე-სოვინიონი – 340 000 ჰა

კაბერნე-სოვინიონი

  • მერლო – 266 000ჰა

მერლო

  • ტემპრანილო – 231 000ჰა

ტემპრანილო

  • აირენი – 218 000ჰა

აირენი

  • შარდონე – 211 000ჰა

შარდონე

  • შირეზი (სირა) – 190 000ჰა

შირეზი (სირა)

  • გრენაში ნუარი – 163 000ჰა

გრენაში ნუარი

  • სოვინიონ-ბლანი – 121 000ჰა

სოვინიონ-ბლანი

  • პინო ნუარი – 115 000ჰა

პინო ნუარი

  • ტრებიანო (უნი-ბლანი) – 111 000ჰა

ტრებიანო (უნი-ბლანი)