ღვინის კრუიზი

ღვინის კრუიზი – „ახალი ტრენდი“.

ღვინის კრუიზი სრულიად ახალი პროდუქტი და მომსახურებაა, რომელიც გულისხმობს ბორტზე ღვინის დეგუსტაციას/დაჭაშნიკებას, სანაპიროზე საუკეთესო ღვინოების დაგემოვნებას, გურმანებს, რომლებსაც ვახშამზე საუცხოო ღვინოების დეგუსტაციას უწყობენ.
ამგვარი კრუიზი საუკეთესო საშუალებაა მსოფლიოს მეღვინეობის ქვეყნებისა და ქალაქების გასაცნობად.
ის აერთიანებს ღვინის სასტუმროებს/შატოებს, ღვინის მარნებს, გოლფის კურორტებს, ღვინის სპის კურორტებს, ადგილობრივ რესტორნებს და ასე შემდეგ.
სეგმენტი და კატეგორია სტუმრების მაღალია, ვინაიდან მომსახურება მოიცავს ძვირადღირებული კრუიზით დაწყებული დამთავრებული უმაღლესი და უძვირფასესი ღვინოების დეგუსტაციით.
ძირითაადად ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში მთავარ მეღვინეობის კერებში სტუმრობენ, ასევე სხვა კონტინენტებისკენ (ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, ამერიკის და სხვა).

ღვინის კრუიზი

ღვინის ყველაზე ძვირადღირებული კრუიზი

ღვინის კრუიზებიდან ყველაზე ძვირადღირებული კრუიზი გახლავთ ცნობილი „სილვერსეა“ 1990 წელს იტალიაში აშენდა, რომელიც სთავაზობს სტუმრებს ულტრა-ოლ ინკლუზივს და მაღალი დონის მომსახურებას. ერთი ღამის ღირებულება ერთ კაცზე 7000$ , მის ბორტზე 50 ღვინის კომპანიის დასახელებას შეხვდებით. მისი ძირითადი მარშრუტი ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი და ავსტრალიაა.
„ზღვის სიზმარის იახტის კლუბი“, ერთი ღამის ღირებულება ერთ ადამიანზე 30000 $ ღირს, ძირითადად კი იტალიასა და საფრანგეთის ღვინის კურორტებს სტუმრობს.
საქართველოში ძნელია ასეთი მაღალი დონის მომსახურება გაწიო, რადგან ჯერ კიდევ ბევრი პრობლემის წინაშე ვართ და საშუალო სეგმენტის დაკმაყოფილებასაც ძლივს ვახერხებთ.
ამიტომაც საჭიროა პირველ რიგში მომსახურების და ღვინის ხარისხის გაუმჯობესება.
ამ ორი ძირითადი პრობლემის აღმოფხვრის მერე და სხვა პრობლემების მოგვარების შემდგომ ეტაპზე შეგვეძლება სამომავლოდ ღვინის კრუიზებსაც ვუმასპინძლოთ.

ციცი ცაცკრიალაშვილი. ღვინის ტურიზმი მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებისა დაა ხალი რესურსების გამოვლენის  შესაძლებლობა. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა. კავკასიის საერთაშორისო ა უნივერსიტეტი. თბილისი, 2019


ღვინის ტურიზმი