ინტერვიუ ვივინოს დამაარსებელთან / დაიჯესტი

ინტერვიუ ვივინოს დამაარსებელთან ჰენრი ზახარიასენთან. მან შექმნა მობილური ტელეფონების პროგრამა Vivino, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ეტიკეტით დაადგინოს ღვინის სახეობა და მომხმარებელს გააცნოს მისი რეიტინგი და სხვა, საინტერესო ინფორმაციები მის შესახებ .
დღესისათვის  Vivino-ს ბაზაში გადმოტვირთულია 9 მილიონამდე სხვადასხვა ღვინის შესახებ ინფორმაცია
ვივინოს აპლიკაციას  პროგრამას 31 მილიონამდე ადამიანი მოიხმარს.
 ანალოგიური პროგრამები მანამდეც არსებობდა . ცხადია დღესავ არსებობს , ბევრად მდიდარი ინვესტორებითაც  და ბუნებრივია დავინტერესდით რატომ გახდა ვივინო ასე პოპულარული ასე ასე სწრაფად.  ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოვიძიეთ და შევაჯამეთ დამფუძნებელთან ინტერვიუები, რომლეიც სხვადასხვა მედია-წყაროებში არის გაფანტული.

ვივინოს დამფუძნებელი

ვივინო უცებ არ გამხდარა პოპულარული – ეს ლეგენდაა

ვივინო შეიქმნა 2010 წელს. 14 წელია გასული და არ შეიძლება იტქვას იგი იცებ გახდა ასე პოპულარული. თავიდანვე მოსაწონი აღმოჩნდა მომხმარებლისათვის, მაგრამ პოპულარული ხდებოდა თანდათან.

საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდით – თვლის დამფუძნებელი ?

იგი თვლის, რომ სწორ დროს სწორ ადილზე აღმოჩნდა. ციტატა მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან  „პირველი iPhone გამოვიდა 2007 წელს, ერთი წლის შემდეგ კი გაიხსნა App Story, კამერები ტელეფონებში უწყვეტად იხვეწებოდა . ჩვენ რომ დაგვეწყო ეს ყველაფერი ორი წლით ადრე, მაშინ ძალიან ადრე იქნებოდა. მოგვიანებით კი სერვისს სხვები შექმნიდნენ .

წარმატება მოვიდა ნელ-ნელა

მობილური ვერსია შეიქმნა 2011 წელს. მანამდე იყოს სუსტი საიტი რამდენიმე ათასი მომხმარებლით. მობილური ვერსიის შექმნის დასაწყისში არ იყოს მომხმარებელთა მნიშვნელოვანი მატება. პროგრამა თანდათან იხვეწებოდა, მაგრამ რეზულტატზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა  რეცენზიების და ღვინის  რაოდენობამ

საუკეთესო რეკლამა თვით ადამიანებია

დამფუძნებელი თვლის, რომ საუკეთესო რეკლამა თვით ხალხია. ასევე აღნიშნავს, რომ მათ დაეხმარა რადიო 

თუ პროდუქტი კარგია , ინვესტორების ძიება არც ისე რთულია

ციტატა : „ რაც მართლაც ყველაზე ძნელია, ეს იყო შეგვექმნა ისეთი პროდუქტი რომელსაც გამოიყენებდა მართლაც ბევრი ადამიანი. თუ ამგვარი იდეა არის და ეს პროდუქტი საინტერესოა, ინვესტორების ძებნა არც ისე ძნელია. თუმცა კარგი ინვესტორები თვითონ მოდიან, რადგანაც ისინი ზრუნავენ საკუთარ ინდუსტრიაზე.“

მონეტიზაციის რა მოდელი აქვს Vivino-ს?

ძირითადი შემოსავალს იძლევა ღვინის გაყიდვა. ამჟამად ეს სისტემა მუშაობს : საფრანგეთი, იტალია, ბელგია და სხვა ევროპულ ქვეყნებში, აშშ და ჰონკონგი. მანდ შეიძლება იყიდო ღვინო პირდაპირ ტელეფონიდან- ეს მარტივი და მოსახერხებელია

Vivino-ს პერსპექტივები ?

დამფუძლებელი წერს – პერსპექტივის მხრივ ჩვენ ვფიქრობთ ჩინეთზე, მაგრამ ამ სავაჭრო ბაზარზე ბევრი ფიქრობს. დიდი ალბათობით ჩვენ მანდ შევალთ, მაგრამ ჯერ მოვსინჯავთ ჰონკონგში.

რას იტყვით უარყოფით გამოხმაურებებზე ვივიონოში ?

„ ეს არავითარი პრობლემა არაა. მითხარით, სად აძლევენ შეფასებას ადამიანები რესტორანს? დავუშვათ TripAdvisor-ში. მათ მართლაც დიდი პრობლემა აქვთ უკმაყოფილო ადამინებითა და შეფასებების მხრივ, როდესაც ხალხი აძლევს ერთ ან ხუთ ვარსკვლავს რესტორანს. მაგრამ ღვინოსთან დაკავშირებით მსგავსი რამ არ ხდება, ღვინოს მხრივ ადამიანები არ გიჟდებიან შეფასებასთან დაკავშირებით, აქ ძირითადად არაა უკმაყოფილო ადამიანი. ამაშია განსხვავება.“

ზოგიერთი სასტუმრო ქირაობს ადამიანებს რომ კარგი გამოხმაურება დაუწერონ. და ღვინის ბრენდრბი ასე შვებიან – ერთ ერთ ინტერვიუში ასეთი შეკითხვა დაუსვეს ?

-ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ მსგავს შემთხვევებს მაგრამ მსგავს მომხმარებელს ვბლოკავთ. თუ ღვინოს რეიტინგი <<3.6>>, და ვიღაცა მას უსვამს შეფასებას 5, ეს იმ წამსვე გამოიყურება საეჭვოდ და  ტექნიკურადაც ძნელია ღვინის რეიტინგის აწევა, რადგანაც ყველა მადგანს მილიონობით შეფასება აქვს. ანუ საჭიროა კიდევ რამოდენიმე ათასი შეფასება, ამისათის კი რამოდენიმე ასი ადამაინის დაგჭირდება. ამასთანავე ჩვენ გვხვდება ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ მხოლოდ ერთ ღვინოს. 

საინტერესო შეკითხვა დაუსვეს – თქვენი აზრით რას იტყვით ღვინის ვაჭრობაზე მომავალში?

-ღვინო გაიყიდება ონლაინ. მაგრამ ბევრი ცდება რომ ონლაინ გაყიდვა ღვინის გადაუსწრებს პირადად გაყიდვებს. ადამიანები იყიდიან ღვინოს ონლაინ , მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ამის გაკეთება ონლაინ ბევრად კომფორტული იქნება.