💡 განათავსეთ თქვენი ღვინო ღვინის საერთაშორისო აპლიკაციებში 597 08 07 00

❖ ღვინის საერთაშორისო აპლიკაციები კარგი საშუალებაა ღვინის პოპულარიზებისათვის.

ლიკა შაიაშვილი

❖ ინტერვიუ ღვინის სადეგუსტაციო  დარბაზ „ოდოს სივრცე“   მენეჯერთან ლიკა შაიაშვილთან .

❖ ღვინის სადეგუსტაციო  ოდოს სივრცე , ძველ თბილისში , გამორჩეულ ადგილზე მდებარეობს. სახლის რემონტის დროს აღმოჩენილი არტ მასალების მიხედვით, აქ ანალოგიური დანიშნულების ობიექტი 17 საუკუნეშიც არსებობდა.საუკეთესო ადგილი , საუკეთესო ღვინოები . გამოცდილი ექსპერტი ღვინის ტურიზმის სფეროში – მომხიბლავი ლიკა შაიაშვილი დაუვიწყარ გარემოსა და მოგონებებს უქმნის სტუმრებს.

ქალბატონო ლიკა ! ძირითადად ვინ სტუმრობს თქვენს სადეგუსტაციო დარბაზს ?

ძალიან კარგი ადგილმდებარეობის გამო, ჩვენი ძირითადი სტუმრები  უცხოელი სტუმრები არიან. ბევრს მათგანს აინტერესებს არა მარტო ყიდვა, არამედ ინფორმაციის მიღებაც ქართული ღვინისა და კონკრეტული მარნების შესახებ. როგორც წესი, გვეძლევა სხვადასხვა ფირმის ღვინოების პრეზენტირების საშუალება.
ძირითადი სტუმრები არიან რუსეთი, უკრაინა, ბელორისია და პოლონეთი აგრეთვე სეზონზე ხშირია სტუმრები ევროპის ქვეყნებიდან.

ვივინო ოდოს სივრცეში

რა ინფორმაციას აწვდით სტუმრებს?

ძირითადად აინტერესებთ Amber wine და ჩვენ დეგუსტაციაზე სტუმარს ვაწვდით ინფორმაციას საქართველოს რეგიონების შესახებ (სად რომელი ყურძნის ჯიში მოდის) ტექნოლოგიათა სხვაობა ევროპულსა და ქვევრს შორის, საინტერესო ფორმატით ქართული ტექნოლოგიის და ღვინის ისტორია ასევე გარდა მშრალი ღვინოებისა ნახევრად ტკბილს , როგორ ვიღებთ და რა სხვაობაა.

არიან თუ არა სტუმართა შორის დისტრიბუტორები ?

რაც შეეხება დისტრიბუციას – სავარაუდოდ არიან დისტრიბუტორთა წარმომადგენლებიც, სომალიებიც, ღვინის ბროკერებიც, მაგრამ ისინი, ბუნებრივია არ გამართავენ სადეგუსტაციო დარბაზთან მოლაპარაკებებს – ეს სცილდება ჩვენს კომპეტენციას აქ მხოლოდ ღვინოს ეცნობიან. .ღვინის გაყიდვაში ვფიქრობ მთავარია სწორედ და საინტერესოდ მიაწოდო ინფორმაცია მომხმარებელს.
სადისტრიბუციო მოლაპარაკეკები მე არ მქონია,  თუმცა ასევე მქონია შემთხვევები როდესაც რესტორნების მფლობელები დაინტერესებულან.
დეგუსტაციის შემდეგ ბევრს გამოუთქვამს სურვილი ქართული ღვინის მიწოდების საკუთარ ქვეყანაში და თუ ქართული ღვინის სააპლიკაციო  IT-სივრცე კარგად აეწყობა , მათი ეს სურვილი მათი ქვეყნის დისტრიბუტორებამდე .

როგორია ქართული მცირე მარნების ღვინის ხარისხი ?

ღვინის ხარისხს რაც შეეხება მე ვამაყობ ჩვენი მცირე მარნების პროდუქციით . ისინი   ნამდვილად ქმნიან ხარისხს და ობიექტურად გვაძლევენ საშუალებას ვიამაყოთ .

რამდენად მოქმედებს ღვინის საერთაშორისო აპლიკაციებში შეტანა მის გაყიდვებზე?

სპეციალური სტატისტიკა ჩვენ არ გვიწარმოებია, მაგრამ მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ მოქმედებს .
სტუმრების ძირითადად რა პრობლემასაც აწყდებიან ეს არის ის რომ ძნელია საქარველოში ჩამოსულმა ადამიანმა  ვიზუალით განარჩიოს ღვინო და ძალიან ხშირად აპლიკაციით ამოწმებენ.
სწორედ, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა არჩილ შენგელიას პროექტ „ვახვინოსთან“ და ქართულ მარნებს ვეხმარებით შეიტანოს ღვინო იმ საერთაშორისო აპლიკაციაში, რომელიც მისი მარკეტინგიდან გამომდინარე მაქსიმალურ მოგებას მოუტანს.
საქართველოში არ არის ბევრი აპლიკანტი . აქედან გამიმდინარე კარგად შემუშავებული და გამართული აპლიკაციის შემთხვევაში მომხმარებელს ექნება საშუალება გაიცნოს ღვინო,შეარჩიოს მისი გემოვნებით და ადგილზე დააგემოვნოს. ეს რა თქმა უნდა კარგი საშუალებაა ქართული ღვინის ცნობადობისთვის რაც აქტიურად უწყობს ხელს გაყიდვას (რეალიზაციას).

ადგილზე ყიდით ღვინოს ?

ჩვენს მაღაზიაში მომხმარებელს ეძლევა საშუალება შეარჩიოს ღვინო როგორც ძვირიანი , რეზერვებიდან –  ასევე დაბალ ბიუჯეტიანი (რისი არჩევანის საშუალება ეძლევა)

აპლიკაციაში შეტანა რთული პროცესია?

ჩვენი სადეგუსტაციო დარბაზი ეცნობა ღვინოს, წერს ტექტებს აპლიკაციით გასავრცელებლად  და შემდგომ ეტაპზე ახორციელებს გამოხმაურებების მენეჯმენტს .
უშუალოდ აპლიკაციებში შეტანას და შემდგომ  წინწაწევას ახდენს პროექტი „ვახვინო“. რამდენადაც ვიცი , ეს რთული , დროში გავრცობილი პროცესია , და სასურველია უშუალოდ ამ საქმის სპეციალისტმა შეასრულოს.” ვახვინოს” ყავს კარგი სპეციალისტები , რომლებიც მრავალ ქვეყანაში მუშაობენ ამ საკითხებზე. 

რას ეტყოდით ქართველ მეღვინეებს აპლიკაციაებში შეტანასთან დაკავშირებით?

ღვინო- პროფესიულად უნდა შეიტანოთ აპლიკაციებში და უზრუნველყოთ მისი თანხლება. ეს გაგიხსნით ბაზრის ახალ სეგმენტებსა და უკვე ათვისებულ სეგმენტებზე გაზრდის თქვენი
პროდუქციის გაყიდვებს.

ოდოს სივრცე

ამ სტატუსს ბევრი მარანი გამოეხმაურა. ქვემოთ გთავაზობთ პასუხებს ყველაზე ხშირ შეკითხვებზე

რა პლიუსია , რატომაა საჭირო ღვინის შეტანა აპლიკაციებში ?

გაიზრდება თქვენი ღვინის გაყიდვები
აპლიკაციები აკვირდებიან ღვინოს და ითვლიან რეიტინგებს. მყიდველები ღვინის არჩევისას სწორედ ამ რეიტინგებით ხელმძღვანელობენ , უმეტესობა ვერ ახერხებს ღვინის ნიუანსებში გარკვევას და რეიტინგს ეყრდნობა.
✔ მაღაზიები და დისტრიბუტორები უფრო თამამად მიიღებენ თქვენს ღვინოს
✔დღეს აპლიკაციებით სარგებლობს ღვინის ყველა  მყიდველი.
✔ინფორმაცია თქვენი ღვინის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ასეულ მილიონობით მომხმარებლისათვის .


რა აპლიკაციები არსებობს ?

არსებობს ასეულობით ღვინის აპლიკაცია . მაგალითად:
Vivino
Imwino
Decanter: Know Your Wine
Wine be Mine
VinoCell
Yes We Wine
WineRatings + by Wine Spectator
When Wine
SimpleWine
Winee

Plonk
Wine Spectator
Delectable Wines
ღვინო და ალკოჰოლური სასმელები ამაზონზე 
პირველი ამოცანაა სწორად შეარჩიოთ ამ ეტაპზე თქვენთვის საჭირო აპლიკაცია . ამაში ჩვენ დაგეხმარებით- შევარჩევთ ამ ეტაპზე თქვენთვის ყველაზე პერსპექტიულ  აპლიკაციას.

რა განსაზღვრავს მომსახურების ფასს ?

ჩვენი მომსახურების ფასს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, რადგან მთლიანად აპლიკაციებში წინწაწევა ღვინის რთული პროცესია.
დაწყება საჭიროა მინიმალური პაკეტიდან, რომლის ღირებულება რუსულ ენოვან ვერსიებისათვის 300 ლარია. სხვა ენებისათვის უფრო ძვირია .
იგი შექმნის ბაზას მომავალი განვითარებისათვის ამ მიმართულებით და თანდათან შეგიძლიათ გააფართოოთ აპლიკაციებში აქტივობა .

რა სამუშაოებს მოიცავს სტანდარტული პაკეტი ?

①  თქვენთვის ამ ეტაპზე საჭირო აპლიკაციის შერჩევა .
თავიდან საჭიროა იმ ქვეყნის აპლიკაცია, რომლის მოქალაქეები ყიდულობენ ღვინოს.

②  ღვინის შესახებ მარკეტინგულად სწორი ინფორმაციის დაწერა
ტექსტი დაიწერება მოკლე, მარკეტინგულად გამართული, სწორი საძიებო სიტყვებით აპლიკაციის ენაზე.
ამგვარი ტექსტების დაწერას თავისი (სიხშირული) წესები აქვს. დამატებითი ინფორმაციები , რაც გსურთ მიაწოდოთ მკითხველს, გატანილ იქნება საიტებზე და ფეის-გვერდებზე .
ყველა ინტერნეტ- მისამართი გეცნობებათ თქვენ

③  აღწერის ტექსტის აპლიკაციაში დადება

დაწერილი ტექსტები განთავსდება აპლიკაციაში . ექნება ღვინის სურათი, რომელიც უნდა მოგვაწოდოთ.
სად დევს ინფორმაცია გეცნობებათ თქვენ.

④  აპლიკაციაში წინწაწევის დაწყება

აპლიკაციაში მილიონობით ჩანაწერია. თქვენმა ღვინომ უნდა მიიღოს მაღალი რეიტინგი და წინ გამოჩნდეს ძიებებში . ამისათვის ჩატარდება  შემდეგი ღონისძიებები :

4. 1. თქვენს ღვინოზე გადმოვა არა ნაკლებ 5  ბექლინკისა.
მაგ. თუ თქვენი ღვინო არის ქისი, რამდენიმე სტატიიდან, რომლებიც სხვადასხვა ფეის-გვერდებზეა განთავსებული , სიტყვა „ქისი“ გადმოვა თქვენს ჩანაწერზე. ეს ხელს შეუწყობს ბევრს შემომსვლელს და რეიტიგის ზრდას

4.2 შეიქმნება თქვენი ღვინის სპეციალური სარეკლამო ფეის-გვერდი , რომელიც მხარს დაუჭერს აპლიკაციას.
გვერდს გავაკეთებთ ჩვენ სათანადო ტექნოლოგიით  და გადმოგცემთ თქვენ . შემდგომში მისი მართვა (მომავალში ინფორმაციის შეტანა) შეგეძლებათ თქვენი ფეის-აკაუნტიდან .

⑤ აპლიკაციის შემდგომი  თანხლება
 
იმისათვის, რომ თქვენი ღვინის შესახებ ინფორმაცია მუდმივად წინა პლანზე იყოს
საჭიროა :
— პერიოდულად, სხვადასხვა ტელეფონებიდან, სხვადასხვა ფეის-გვერდებიდან და
     ქვეყნებიდან ადამიანებმა დაწერონ ღვინის შესახებ თავიანთი გამოხმაურებები,
     როგორც აპლიკაციის ქვემოთ, ასევე – სხვადასხვა სტატიებსა და სტატუსებში.

თუ საშუალება გაქვთ, თქვენს  ნაცნობებს სხვადასხვა ქვეყნებში შეგიძლიათ პერიოდულად თხოვოთ დაწერონ ამგვარი გამოხმაურებები , ნაწილის მომხმარებლები დაწერენ .

ჩვენც გავავრცელებთ ინფორმაციას და სხვადასხვა ქვეყნებიდან ექსპერტები შემოგთავაზებენ თავიანთ სამსახურს.
ასევე – გაცნობებთ  და „ოდოს სივრცის“ მრავალრიცხოვანი ღონისძიებების შესახებ. მუდმივად შეგეძლებათ შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები ღონისძიებები (დეგუსტაციები, ფესტივალები , საექსპერტო შეხვედრები და ა.შ. )

ყველა მარანს , საერთაშორისო აპლიკაციებში ღვინის განსათავსებლად , შეუძლია მოგვმართოს :
თბილისი. სამღებროს 21 https://maps.app.goo.gl/ugZuh5N6yJfgMzgp8
ტელეფონი –  597080700 , +995591544477
FB- https://www.facebook.com/lika.shaiashvili?mibextid=ZbWKwL
https://www.facebook.com/profile.php?id=100083388968082
https://www.instagram.com/tbilhome_wine_space?utm_source=ig_web_button_share_sheet&igsh=ZDNlZDc0MzIxNw
სატელიტი საიტი – https://alco.medgeo.net/

ღვინის საერთაშორისო აპლიკაციებში განთავსების საკითზე იხილეთ არჩილ შენგელიას სტატუსი >
https://alco.medgeo.net/%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-viber-577-272741/