ხილის ლიქიორები

ხილის ლიქიორები.

ვაშლის ან მსხლის ლიქიორი.

ვაშლი ან მსხალი – 1.5 კგ
სპირტი – 1.5 ლ
ნუში – 2-3 ც (მათ შორის 1 ც მწარე)
დარიჩინი – 1/2 ჩ/კ
მიხაკი – 5-6 ც
შაქარი – 1 კგ
წყალი – 1.5 ლ
გასუფთავებული და წვრილად დაჭრილი ვაშლი ან მსხალი ჩაყარეთ ბოცაში, დაასხით სპირტი, დაუმატეთ დაქუცმაცებული ნუში, დარიჩინი, მიხაკი.
გააჩერეთ 10 დღე, შეანჯღრიეთ ყოველდღე. ლიქიორი გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში და გაუკეთეთ საცობი. ლიქიორი მწიფდება 4-6 თვის განმავლობაში.


ხილის ლიქიორები – მსხლის ან ვაშლის ლიქიორი

გრანულირებული შაქარი – 750 გ
წვენი – 1 ლ
შაქრის სიროფი – 750 გ შაქრითა და 3 ჭიქა წყლით მომზადებული
არაყი – 1 ლ
წყალი – 1 ლ
არომატული სახეობის მსხალი ან ვაშლი გარეცხეთ, გახეხეთ მსხვილად და მოათავსეთ ფართოყელიან ბოთლში.
დაასხით არაყი და გააჩერეთ მზეზე 4-5 კვირა.
მიღებული წვენი გადაწურეთ, დაუმატეთ შაქრის სიროფი. 1 კვირის შემდეგ მზა ლიქიორი გაფილტრეთ გასაფილტრ ქაღალდში.


ხილის ლიქიორები – კომშის ლიქიორი

ხილის ლიქიორებიგრანულირებული შაქარი – 2 კგ
აივა – 1.5 კგ
მიხაკი – 10 ც
დარიჩინი – ცოტა
არაყი – 2 ლ
წყალი – 0.5 ლ
გარეცხეთ კომში და გახეხეთ მსხვილად.
დაასხით ცოტა წყალი და ადუღეთ დარბილებამდე.
წვენი გადაწურეთ ორად გაკეცილ მარლაში და დაუმატეთ არაყი, შაქარი, მიხაკი და დარიჩინი.
ჩაასხით ლიქიორი ბოთლებში და გააჩერეთ 6-7 კვირა მზეზე, შემდეგ კვლავ გადაწურეთ.


გადასვლა >> ლიქიორები