ყურძნის მსოფლიო ბაზრის ტენდენციები

ყურძნის მსოფლიო ბაზრის ტენდენციები 2019-2024 წწ.

არჩილ შენგელია
სტატიას წარმოგიდგენთ მარანი  „გენი“

ბაზრის მიმოხილვა

2018 წელს ყურძნის ბაზარმა შეადგინა 167.90 მილიარდი დოლარი და პროგნოზების მიხედვით მიაღწევს 254.29 მილიარდ დოლარს 2024 წლისთვის.

ყურძნის მწარმოებელი ძირითადი ქვეყნები არიან იტალია, საფრანგეთი, აშშ, ესპანეთი და ჩინეთი. იტალია იყო ყურძნის მწარმოებელი ყველაზე მსხვილი ქვეყანა, რომლის წარმოების წლიურმა მოცულობამ 2016 წელს შეადგინა 8.2 მილიონი ტონა.


მთელს მსოფლიოში ყურძნის წარმოების მიხედვით ევროპა წარმოადგენს უმსხვილეს რეგიონს, რომელზეც მოდის წარმოების საერთო მოცულობის 45%. ყურძნის იმპორტიორი ძირითადი ქვეყნებია – აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი.

საერთაშორისო ბაზარზე ყურძნის ძირითადი ექსპორტიორები არიან ჩილე, აშშ და იტალია. 2018 წელს სამმა უმსხვილესმა იმპორტიორმა ქვეყანამ – დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ერთად მოახდინეს მთელს მსოფლიოში გაყიდვადი ყურძნის დაახლოებით 25%-ის იმპორტირება. ევროპის რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა ეწევა სუფრის ყურძნის იმპორტირებას, მაშინ როდესაც ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მაგ: იტალია, აქვთ უზარმაზარი ფართობები ღვინის წარმოებისთვის საჭირო ვენახებისთვის. მსოფლიოში ცნობილი საუკეთესო ღვინოების უმრავლესობა იწარმოება ევროპულ ქვეყნებში.

მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი ქვეყნები

20 წამყვანი სასოფლო-სამეურნეო საქონლიდან ყურძენი წარმოადგენს ერთ-ერთს, რომელიც მოჰყავთ მთელს მსოფლიოში. ის გამოიყენება ახალი სახით როგორც სუფრის ყურძენი ან გადამუშავდება ღვინოდ, ქიშმიშად (გამომშრალი ყურძენი), მურაბად, ჟელედ, წვენად და ა.შ.

ღვინო – არის ყველაზე ძვირადღირებული გადამუშავებული ყურძნის პროდუქტი.

ბაზრის საკვანძო ტენდენციები

ამერიკის შეერთებული შტატები – ყურძნის უმსხვილესი იმპორტიორი

მსოფლიოში ყურძნის უმსხვილეს იმპორტიორს წარმოადგენს აშშ, მასზე მოდის მთლიანი იმპორტის 16.4%. ძირითადი ქვეყნები საიდანაც ის ახდენს იმპორტს არის – ჩილე, მექსიკა და პერუ, რაც საერთო ჯამში შეადგენს ყურძნის ამერიკული იმპორტის დაახლოებით 99%-ს.

აშშ-ში ქვეყნის შიგნით წარმოებულ ღვინოებზე მოთხოვნა იზრდება და აჭარბებს წარმოებულ რაოდენობას. თითქმის 50 შტატი აწარმოებს ღვინოს, თუმცა მეღვინეობის დიდი ნაწილი მოდის კალიფორნიასა და ვაშინგტონზე.

იმ დროს, როდესაც ყურძნის შიდა წარმოება ორიენტირებულია სამეღვინეო წარმოების მომარაგებისკენ, იმპორტი განკუთვნილია სუფრის მიზნებისთვის.

აშშ-ში ყურძნის იმპორტის ტენდენციები 2014-2018 წწ. (მილიონი დოლარი) 

მსოფლიოში მეღვიენობის სფეროს ზრდა ყურძნის ბაზრის ზრდის ხარჯზე

ყურძენს იყენებენ ღვინის წარმოებისთვის და ღვინოზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად ასევე იმატებს ყურძენზე მოთხოვნაც. ღვინის მსოფლიო ბაზარი 2018 წელს შეფასებული იყო 297.35 მილიარდ დოლარად და როგორც მოსალოდნელია მიაღწევს 415 მილიარდ დოლარს 2024 წლისთვის. პროგნოზირებად პერიოდში (2019-2024 წწ.) CAGR იქნება 5.94%.

ღვინის მსოფლიო ბაზარი 2018წ და 2024 წ (მილიარდი დოლარი)