მეღვინეობა გურიაში
მეღვინეობა გურიაში ამონარიდი: შალვა ავალიანი. ღვინის ტექნოლოგია. მესამე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა. მევენახეობა-მეღვინეობით გურია ცნობილია ძველთაგან. კარგი ხარისხის პროდუქციის მიღებას აქაც იგივე ფაქტორები განაპირობებს, როგორც სამეგრელოში: ატმოსფერული ნალექების ზომიერება, მერგელებზე (ტკბილნარზე) განვითარებული ნეშომპალა-კორბონატული ნიადაგები. პროფ. მ. რამიშვილი გურიას შემდეგ მიკრორაიონებად ჰყოფს: ხევისწყლის ხეობაში კოხნარ-საჭამიასერის მიკრორაიონი (ჩოხატაურის რაიონი). ბახვისწყლის ხეობაში (მახარაძის რაიონი) ასკანა-ბახვის მიკრორაიონში შემავალი სოფლები:
