მეღვინეობა ლეჩხუმში

მეღვინეობა ლეჩხუმში

ამონარიდი: შალვა ავალიანი. ღვინის ტექნოლოგია. მესამე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა.

მეღვინეობა  აქ  განვითარებულია  რიონის,  ლაჯანურისა  და  ცხენისწყლის  ხეობებში.
ლეჩხუმის   მეღვინეობამ   ძირითადად   მიიღო   ბუნებრივი   ნახევრადტკბილი   ღვინოების განხრა.
ასე,    მაგ.:    ქართული    ღვინო    #19    სამტრესტი    ცოლიკოურისგან    ამზადებდა სტვიშის   მიკრორაიონში   (რიონისხეობა)   შემავალი   სოფლებით:   დერჩი,   ტვიში,   ორხვი, ზოგიში,      ალპანა,      ქორეინიში,      ამავე      მიკრორაიონში      მზადდება      ოჯალეშისგან ქართული   ღვინო   #24.
ზუბ-ოყურეში-ისუნდერის   მიკრორაიონში   (ცხენისწყლისხეობა) მოკალათდა   წითელყურძნიანი   ვაზის   ჯიში   უსახელოური,   რომლისაგანაც   სამტრესტი აყენებდა      ქართულ ღვინოს      –      #21,      ყველა ეს ღვინო      #19,      21,      24      ბუნებრივი ნახევრადტკბილი   ტიპისაა.
ქართული   ღვინო   #21   უმაღლესი   ხარისხისაა.
იგი   მეტად ჰარმონიულია,     პიგმენტით     მდიდარი     და     სხეულიანი;     ხონის     ბაზარზე     ძველად მანდარიას  ღვინის  სახელწოდებით  გამოდიოდა.
ჩოლიკოური  და  ოჯალეში  ტვიშსა  და უსახელოური   ზუბ-ოყურეშში   თითქმის   ყოველწლიურად   დაუდუღარი   რჩება.   სიტკბო ჰარმონულად   არის   შეხამებული   სხვა   კომპონენტებთან.
ჩO2   სასიამოვნოდ   ჩხვლეტს ენას,    ასეთი    სპეციფიკურობა    ეკოლოგიურ    პირობებს    უნდა    მივაწეროთ.    შემდგომი უმეტესად   მშრალი   და   მზიანი   იცის,   ყურძენი   მეტი   შაქრის   დაგროვებას   ახერხებს.; დუღილის  დროს  სიცივეები  უსწრებს.
ორბელის     მიკრორაიონში     (ლაჯანურის     ხეობა)     შემავალ     სოფლებში     (ორბელი, ლაჯანა,    ლაცორია)    დგება    ძირითადად    მშრალი    ღვინოები.
წითელ    ჯიშებიდან    აქ გავრცელებულია  ა  ლ  ე  ქ  ს  ა  ნ  დ  რ  ო  უ  ლ  ი  და  ო  ჯ  ა  ლ  ე  შ  ი,  თეთრებიდან     ც ო   ლ   ი   კ   ო   უ   რ   ი   და   ც   ხ   ვ   ე   დ   ი   ა   ნ   ი   ს         თ   ე   თ   რ   ა.
ამ   მიკრორაიონში როგორღაც      თავისებური      აგროტექნიკა      დამკვიდრდა.
ნაკვეთის      მაქსიმალურად  დატვირთვის   მიზნით   ოჯალეში   ოლიხნარზეა   (გრძელ   სარზე)   გაშენებული.   ვენახში სიმინდი   და   ლობიო   ითესება.
ნიადაგის   ზედაპირიდან   მტევნების   დაშორების   გამო ყურძენი    ვერ    ახერხებს    საკმაო    რაოდენობით    შაქრის    დაგროვებას    და    ცხადია, ღვინოც   უფრო   თხელი   გამოდის   (10-10,50).
დაბლარის   დანერგვით   აქაც   შესაძლებელი იქნება  ბუნებრივი  ნახევრადტკბილი  ღვინის  მიღება.

მეღვინეობა ლეჩხუმში