ღვინის 10 ყველაზე დიდი კოლექცია

ღვინის 10 ყველაზე დიდი კოლექცია

არჩილ შენგელია
სტატიას წარმოგიდგენთ მარანი  „გენი“

ღვინის 10 ყველაზე დიდი კოლექცია. ღვინის ყველაზე ძვირადღირებული ბოთლი მის ახალ მფლობელს დაუჯდა 500 00 დოლარი. თუმცა, ძვირფასი ღვინის ბედი სევდიანია – მას არასოდეს ჩამოასხამენ ბოკლებში, ის იქნება მხოლოდ ინვესტირების საგანი. სხვა ბედი ელის ღვინის კოლექციებს. მათ შორის ყველაზე დიდიც კი დროდადრო იცვლება. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ღვინის ყველაზე დიდი კოლექციების „ცოცხალ ისტორიას“.

კოლექცია Milestii mici

ღვინის 10 ყველაზე დიდი კოლექცია

ღვინის ყველაზე დიდი კოლექცია მდებარეობს მოლდოვაში, სოფელში – მილეშტი-მიჩი. მარნები აქ განფენილია 250 კილომეტრზე, რომლის ნახევარიც მუდმივად დაკავებულია. საწყობის მარაგი შედგება 2 000 000 ღვინის ბოთლისგან, რომელთა უმეტესობაც – წითელია. ყველაზე ძვირადღირებული ღვინო აწარმოეს გასული ასწლეულის 70-იან წლებში და მათი ღირებულება დაახლოებით არის – 500 ევრო ერთი ბოთლი. მილეშტი-მიჩის მყიდველებს შორის არიან – იაპონელები, ჩინელები, ამერიკელები და ევროპის რიგი ქვეყნების მაცხოვრებლები. სხვათა შორის, „ყველაზე-ყველაზე“ კოლექციის სტატუსი დამტკიცებულია გინესის რეკორდების წიგნში ჩანაწერით.

ღვინის კოლექცია „კრიკოვა“

ღვინის 10 ყველაზე დიდი კოლექცია

„კრიკოვას“ ღვინის კოლექცია ითვლის მილიონ ბოთლზე მეტს – არა მხოლოდ მოლდავურ, ასევე უნიკალურ ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ ღვინოებს, ასევე მრავალი სხვა ქვეყნის მეღვინეობის ნიმუშებს. დამტკიცებულია, რომ კრიკოვას სარდაფებში ინახება ღვინო ჰერმან გერინგის კოლექციიდან, რომელიც იქ მოხვდა დიდი სამამულო ომის შემდეგ. ღვინის ყველაზე პირველი ნიმუში თარიღდება 1902 წლით.

კოლექცია Bern’s Steakhouse

500 000 ბოთლით Bern’s Steakhouse ხდება ჩვენი შეჯიბრის ბრინჯაოს მედალოსანი. ამასთანავე, ღვინის სორტების რაოდენობა აჭარბებს 6 800-ს, რომელთა უმრავლესობაც (80%) – წითელი ღვინოა. გარდა ამისა, ეს არის შამპანურის, უფრო სწორად კი ცქრიალა ღვინის ყველაზე დიდი კოლექცია. აქ შემოგთავაზებენ 200-ზე მეტი სორტის არჩევანს.

კოლექცია Graycliff Hotel

ღვინის 10 ყველაზე დიდი კოლექცია

კოლექცია Graycliff Hotel ითვლის მსოფლიოს 15 ქვეყნის 250 000-ზე მეტ ბოთლ ღვინოს. ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ბოთლს წარმოადგენს Rudesheimer Apostelwein, რომლის ასაკი დაახლოებით 300 წელია, ღირებულება კი შეადგენს რამდენიმე ათეულ ათას დოლარს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ღვინოს არ ყიდიან, არამედ ძღვნად მიართმევენ თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვან პირებს, რესტორნის სტუმრებს აქვთ განუმეორებელი შესაძლებლობა თავი იგრძნონ სუპერ დონის პერსონად – V.I.P.

კოლექცია Bodega 1860

ღვინის 10 ყველაზე დიდი კოლექცია

განლაგებულია ღვინის ქალაქში (Ciudad del Vino), რომელიც აშენებულია მარკიზ დე რისკალის სარდაფებთან (Marques de Riscal). აქ ინახება 129 000 ბოთლი შესანიშნავი ღვინო, რომელთაგან უძველესი არის 1862 წლის. თუმცა, ის რაც Bodega 1860-ს გამოარჩევს ღვინის სხვა ნაკრებებისგან არის – ჭეშმარიტად საკოლექციო ხასიათი. ძველი ღვინოები აქ არ წარმოადგენენ ვაჭრობის საგნებს, და თუ ეწვევით ადგილობრივ რესტორანს, ყველაზე ძველი ღვინო რომლის დაგემოვნებასაც შეძლებთ იქნება დათარიღებული 1945 წლით.

კოლექცია Restaurant latour

ნიუ-ჯერსიში მდებარე რესტორნის კოლექცია ითვლის 100 000 ბოთლ უნიკალურ ღვინოს, რომელთა შორის ყველაზე ძველი ჩამოსხმულია 1890 წელს. ღვინის მარაგების „ჯანმრთელობის“  შენარჩუნებას ხელს უწყობს ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მქონე ლაბორატორია.
ამ გზით ღვინის კოლექციის მფლობელებს შეუძლიათ გარანტირებულად უზრუნველყონ თითოეული ბოთლის ხარისხი მისი გახსნის აუცილებლობის გარეშე.

ტოფიკ კოუერის კოლექცია

ღვინის ეს კერძო კოლექცია ეკუთვნის ტოფიკ კოუერს, დეველოპერს აშშ-დან. მფლობელი ცოტ-ცოტა ღვინოს ყიდის, ამიტომ კოლექციის ზომის ზუსტი განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.მიუხედავად ამისა, გაყიდვები ალბათ არ აღემატება რამდენიმე ბოთლს წელიწადში, ამიტომ მისი მარანი კიდევ დიდხანს დარჩება ყველაზე დიდ კერძო ნაკრებად. ამ მომენტისთვის მასში ითვლიან 65 000-მდე ბოთლს.

კოლექცია Tour d’Argent

ღვინის 10 ყველაზე დიდი კოლექცია

მას შემდეგ, რაც 2009 წელს გასაყიდად წარადგინეს 19 000 ბოთლი, Tour d’Argent-ის კოლექცია შემცირდა 15 000 ეგზემპლარამდე.
მიუხედავად ამისა, ამან ხელი არ შეუშალა დარჩენილიყო საფრანგეთში პირველ და მსოფლიოში მეშვიდე პოზიციაზე. Tour d’Argent – უძველესი რესტორანია, რომლის „საღვინე“ ისტორია გრძელდება 1552 წლიდან, არ შეწყვეტილა არცერთი წლით და ითვლება მოყვარულების მექად.
რესტორნის ღვინის მთლიანი ბარათი მოიცავს 1000 დასახელებას და იწონის 9კგ-ს.

ლესლი რადდის კოლექცია

ლესლი რადდის ღვინის კოლექცია, რომელიც განკუთვნილია მისივე რესტორნისთვის – Press, ითვლის 10 000 ბოთლს. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა სორტი ადგილობრივია, კალიფორნიის ნაპას მინდვრებზე გაზრდილი ყურძნისგანაა – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ღვინის წარმოებისთვის.

ჩარლი ტროტერის კოლექცია

ამერიკელი შეფ-მზარეულების მეფე ფლობს შთამბეჭდავ კოლექციას, რომელიც შედგება საკოლექციო ღვინის 4 000 ბოთლისგან.
სხვათა შორის, ბოთლების რაოდენობა არ იძლევა წარმოდგენას, თუ რამდენად ძვირფასია კოლექცია, რადგან მათ შორის ბევრი – არასტანდარტული ზომისაა.
ბონუსის სახით უნდა აღინიშნოს ობრი მაკკლენდონის კოლექცია.
ეს არის საინტერესო, მუდმივად შევსებადი და გაყიდვადი კოლექცია, რომელიც საშუალოდ ითვლის 2 000 შესანიშნავ ღვინოს.
დროდადრო ტარდება ობრი მაკკლენდონის ღვინის აუქციონები, რაც მას აძლევს შანსს ისევ და ისევ დაკავდეს ღვინის შეგროვებით – საკმაოდ ღირსეული საქმიანობაა მილიონერისთვის.