უალკოჰოლო ღვინოები

უალკოჰოლო ღვინოები უფრო და უფრო პოპულარული ხდება

არჩილ შენგელია
სტატიას წარმოგიდგენთ მარანი  „გენი“

როგორც ESM (Europian Stability Mechanism – ევროპული სტაბილურობის მექანიზმი) იტყობინება, 2027 წლისთვის უალკოჰოლო ღვინის მსოფლიო ბაზრის მოცულობა მიაღწევს 10 მილიარდ დოლარს. ეს მონაცემები მიიღეს კომპანია Fact.MR-ის კვლევების შედეგად, რომელიც ახდენს ბაზრის ანალიტიკას.

უალკოჰოლო ღვინოები

2019 წ-დან 2027 წ-მდე პერიოდში სექტორში აღნიშნული იქნება ზრდის საშუალოწლიური ტემპი – 7%. ეს დაკავშირებული იმასთან, რომ მომხმარებლები მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას და არჩევენ შესაბამის სასმელს.
კვლევის თანახმად, უალკოჰოლო ღვინის კატეგორია იზიდავს მყიდველებს სხვადასხვა გემოსა და არომატის გამო.
ნაშრომის დასკვნაში აღნიშნულია – „უალკოჰოლო ღვინისა და სხვა სასმელების მოხმარება თანდათან ხდება ერთ-ერთი ძირითადი ტენდენცია, რომელიც აყალიბებს სასმელების ინდუსტრიას“.

უალკოჰოლო ღვინოები. უალკოჰოლო ღვინის სფეროში ლიდერობს ევროპა და ფლობს მთლიანი ბაზრის 2/5. იტალიასა და საფრანგეთში უალკოჰოლო ღვინის ყველაზე მაღალი მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე – 35 ლ-ზე მეტი ერთ ადამიანზე წელიწადში.
ზრდის პერსპექტივის თვალსაზრისით ჩრდილოეთ ამერიკა გახდება ყველაზე სწრაფადმზარდი რეგიონი უალკჰოლო ღვინის ბაზრისთვის.
მოსალოდნელი ზრდის საშუალოწლიური ტემპი იქნება 8%.
ღვინის ასორტიმენტის გაფართოებამ შეიძლება მიიზიდოს მოსახლეობის ისეთი ფენები, როგორიცაა სპორტსმენები და ხანდაზმული ასაკის ადამიანები.
დაბალი და ნულოვანი დაბეგვრის პოლიტიკის შემთხვევაშიც კი (რომელიც ბევრ ბაზარზე გამოიყენება უალკოჰოლო სასმელების მიმართ), მწარმოებლები შეძლებენ გაზრდილი მოგების მიღებას.