ქვევრის ღვინის  ბრენდი -ს ლოიალობა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში

ქვევრის ღვინის  ბრენდი -ს ლოიალობა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში

ბრენდინგი არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რომელიც განაპირობებს თუ რა სახის ღვინოს ირჩევს მომხმარებელი

 ბრენდინგი არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რომელიც განაპირობებს თუ რა სახის ღვინოს ირჩევს მომხმარებელი. რაც არ უნდა იყოს არჩევის დროს, ეს იქნება სახლში, მაღაზიაში თუ რესტორანში , კლიენტი ირჩევს არა გემოს არამედ ვიზუალისა და მწარმოებლის მიერ მიწოდებული მოკლე ინფორმაციით, რაც ჩანს ეტიკეტსა და ბოთლზე.

მაშ ასე რამდენიმე წარმატების მომტანი ფორმულა:

  • ბოთლის ვიზუალი: ღვინის მწარმოებლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ბოთლის ეტიკეტს და გამოიყენონ ის როგორც მიმზიდველი წინადადება მომხმარებლისთვის. ეს არ უნდა იყოს უბრალოდ წარწერა ან ლოგო, ამით უნდა გადასცემდეს ღვინის წარმომავლობის მოკლე მესიჯს, რაც ადვილად მიიზიდავს მათ ყურადღებას.
  • ბრენდირებული ონლაინ  აქტივობები:  ყველა  სოციალურ  სივრცეში,  ეს  იქნება

ვებგვერდი, სოციალური ქსელი თუ რაიმე რეკლამა, ყველგან გზავნილი უნდა იყოს ერთი შინაარსისა და დიზაინის, რათა ადვილი დასამახსოვრებელი იყოს და მომხმარებელმა სცეს პატივი კომპანიის გზავნილს.

  • შენი ღვინის ისტორია: ბრენდს უპირველესად ჭირდება საინტერესო  მომგებიანი

ისტორია თუ სად მზადდება ღვინო, ყურძნის ჯიში, ლოკაცია, ვენახის ასაკი და ა.შ. რათა შეიქმნას ინფორმაციის ჯაჭვი ეს იქნება ინფორმაცია ეტიკეტზე, რეკლამაში თუ თვით სომელიეს მონათხრობი დახლთან.

ქვევრის ღვინის რეკლამირება, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს მოუყვე მსოფლიოს რომ ის არის ნატურალური პროდუქტი და მასში თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის ბევრი კომპონენტი, როგორიცაა მზე, ყურძენი, ნიადაგი ხალხი, და ქვევრის ღვინის დამზადების ის უნიკალური ტრადიციები რაც ხდის მას მიმზიდველს, გამორჩეულს, ეკოლოგიურად სუფთა, და ჯამრთელობისათვის მარგ ღვინოდ.

მარანი საუკუნეების მანძილზე

რადგან დისერტაცია მიზნად ისახავდა ინოვაციური მიდგომების შემუშავებას ქვევრის ღვინის მარკეტინგში ევროპის ბაზრებისთვის, ამიტომ

საჭიროდ მივიჩნიეთ განგვესაზღვრა ქვევრის ღვინის ამჟამინდელი ცნობადობა ევროპის ქვეყნებში.

პირველი კვლევა ჩატარდა პოლონეთში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 45-მა რესპოდენტმა, 21-65 წლის ასაკის პოლონელებმა, ქალაქ კრაკოვის მაცხოვრებლებმა. მისი შედეგები კი შემდეგნაირია:

როგორც კვლევამ აჩვენა, უძველესი ღვინოების და ღვინის ტრადიციული მეთოდებისადმი პოლონელ მომხმარებლებს დადებითი დამოკიდებულება აქვთ, თუმცაღა ქვევრის ღვინის ცნობადობა მაინც დაბალია. ნათელია, რომ პოლონელი მომხმარებლები დიდ ინტერესს იჩენენ ავთენტური და ტრადიციული მეთოდებით დაყენებული ღვინოების მიმართ. გამოკითხულთა ერთმა მეხუთედმა გვითხრა რომ მათ დაუგემოვნებიათ ქვევრის ღვინოები. თუმცა მომხმარებლებს ესაჭიროებათ ცოდნის გაღრმავება უძველესი ღვინოების შესახებ, განსაკუთრებით კი პოლონელებს ჭირდებათ ქვევრის ღვინოების შესახებ მეტის ცოდნა. გამოკითხულთა 56% თვლის რომ ციფრულ მარკეტინგს დიდი გავლენა აქვს ღვინის მომხმარებლებზე და საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვინის ინდუსტრიაში.

კვლევამ ცხადყო, რომ პოლონელი მომხმარებლები ინსპირირებული იყვნენ ქვევრის ღვინის გამორჩეული გემოთი და მისი უნიკალური, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით. როდესაც ჩვენ რესპოდენტებს ვკითხეთ თუ რა მიაჩნდათ ქვევრის ღვინის რეკლამირებისთვის საუკეთესო საშუალებად, მათ გვითხრეს, რომ სატელევიზიო პროგრამების და სოციალური მედიის საშუალებით მისი რეკლამირება იქნებოდა ეფექტური. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ღვინის ტურიზმი და დეგუსტაციები არის საუკეთესო საშუალება ღვინოების დასამახსოვრებლად და შესაყვარებლად, შესაბამისად, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ღვინის მარნებში დაგემოვნებული ღვინოების საშუალებით ქვევრის ღვინოების ცნობადობა მკვეთრად იზრდება.

თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური მედიის გამოყენება უძველესი ქართული ღვინოების რეკლამირებისთვის კარგად შეგვიძლია დავინახოთ დისერტაციაში მოტანილ მაგალითზე. როგორც კვლევამ დაგვანახა,

თუ კომპანია ან რამდენიმე ღვინის კომპანიის გაერთიანება გამოიყენებს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიებს, ისინი ადვილად შეძლებენ მიიზიდონ ევროპელი მომხმარებლების ყურადღება და გაზარდონ ქვევრი ღვინოების გაყიდვები.

2018 წელს, ნიდერლანდებში, ჩვენს მიერ კიდევ ერთი კვლევა იქნა ჩატარებული რათა შეგვეფასებინა ქართული ღვინოების ცნობადობა. რესპოდენტები იყვნენ ჰოლანდიელები, რომლებიც ამსტერდამში ცხოვრობდნენ. გამოკითხულთა უმრავლესობა იყო ღვინის მომხმარებლები, რომლებიც ალკოჰოლის მაღაზიებთან გამოვკითხეთ, მათი ასაკი 21-60 წლებს შორის მერყეობდა. რესპოდენტების რაოდენობა იყო 87 ადამიანი, კვლევის შეზღუდვას წარმოადგენდა ის ფაქტი რომ იგი ჩატარდა ერთი კვირის ვადაში. შეიძლება დავასკვნათ, რომ კვლევა ჩატარდა წარმატებულად, რადგან თითოეულმა რესპოდენტის გამოთქვა სურვილი და ინტერესი მონაწილეობა მიეღო კვლევაში. რესპოდენტებისაგან მიღებული ინფორმაცია დაგვეხმარა გარკვეული დასკვნების გაკეთებაში. როგორც კვლევა აჩვენა, ქართული ღვინოების ცნობადობა ჰოლანდიელ მომხმარებლებს შორის ძალზე დაბალია და ნიდერლანდების ღვინის ბაზარი შეიძლება ჩაითვალოს როგორც ახალი ბაზარი ქვევრის ღვინოებისთვის. ამ შეფასებების შემდეგ გადავწყვიტეთ ზოგადად ბაზრის თავისებურებების და ტენდენციების შესწავლა რათა შეგვემუშავებინა სწორი მარკეტინგული რეკომენდაციები ქართული ღვინის კომპანიებისთვის.

ჰოლანდიაში, ღვინის მოხმარების ტენდენციები ბოლო ხანებში საკმაოდ შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა მომხმარებელთა ქცევა და დამოკიდებულება. ისინი მზად არიან გადაიხადონ დიდი თანხა ექსკლუზიურ პროდუქტში, რომელიც მათ გამოარჩევს და მათ სტატუსს გაუსვამს ხაზს. აქედან გამომდინარე, ჰოლანდიელი მომხმარებელი მზადაა იყიდოს განსაკუთრებული და გამორჩეული პროდუქტი თუნდაც უფრო მაღალ ფასად. კვლევამ აჩვენა, რომ ჰოლანდიის ღვინის ბაზარი მზადაა ახალი ტრენდებისთვის. ღვინო საკმაოდ პოპულარული პროდუქტია ამსტერდამში, ამიტომ ახალი ღვინოებისთვის გამოწვევაა ამ ბაზარზე თავის დამკვიდრება. ჩვენი რეკომენდაციით, ქართული ღვინის რამდენიმე კომპანია უნდა გაერთიანდეს და ერთობლივად გახსნას ღვინის მაღაზია ამსტერდამის რომელიმე პოპულარულ უბანში. მაღაზიის ინტერიერი სრულად ქართულ მოტივებზე იქნება აწყობილი, სადაც შესვლისთანავე შეიგრძნობ ქართულ კულტურას, ტრადიციებს, დატკბები                                                 საქართველოს ულამაზესი ხედებით    და ღვინის ისტორიას გაეცნობი. ჩვენ ვფიქრობთ მთავარი პროდუქტი ამ მაღაზიაში ქვევრის ღვინო უნდა იყოს როგორც უნიკალური პროდუქტი, 8000 წლიანი ისტორიის მატარებელი და რომელსაც  დღემდე ანალოგი არ ყავს. მომხმარებელთა მეტად დასაინტერესებლად ვფიქრობთ ეფექტური იქნება ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მაღაზიის თანამშრომლები, რომლებიც ქართული მუსიკის ფონზე შესთავაზებენ მომხმარებელს დააგემოვნონ ქართული ღვინო.

ამ და სხვა მარკეტინგული სტრატეგიების გამოყენებით ( რომელიც დისერტაციაში ჩვენს მიერ არის შეთავაზებული), ვფიქრობთ ქვევრის ღვინოს ექნება შანსი გახდეს ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი და კარგად გაყიდვადი პროდუქტი ამსტერდამში.

ჩვენ ვფლობთ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ქართული ღვინის შესახებ, რომელსაც შეუძლია დიდი როლი ითამაშოს ღვინის გაყიდვების გაზრდაში. არქეოლოგიურად დადასტურებული ფაქტი, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, შესაძლოა გახდეს ქვევრის ღვინოების წარმატების გასაღები ახალ ბაზრებზე. ქვევრის ღვინო არის გამორჩეული, უნიკალური დამზადების ტექნოლოგიით მიღებული პროდუქტი, რომელიც რამდენადმე განსხვავდება ჰოლანდიის ბაზარზე არსებული ღვინოებისგან. ამ მახასიათებლის ხაზგასმით, ქვევრის ღვინოების მიმართ ინტერესის გამოწვევა იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც ქართულმა ღვინის კომპანიებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ის არის, რომ მათ დიდი ყურადღება ინდა მიაქციონ ღვინის მაღალხარისხიანობას. რადგანაც, ახალი ექსკლუზიური პროდუქტი ვერ დაიმკვიდრებს თავს ახალ ბაზარზე თუ ის არ იქნება უმაღლესი ხარისხის მქონე ღვინო.

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინონ ქართული ღვინის კომპანიებმა ჰოლანდიის ბაზარზე შესასვლელად, ეხება ბოთლის და ეტიკეტის დიზაინს. ჩვენი შეთავაზება არის ღვინის და ხელოვნების შერწყმა და ეტიკეტზე წარმოდგენა. ჰოლანდიელების ხელოვნებისადმი დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, მათთვის საკმაოდ მიმზიდველი იქნება ღვინის ბოთლები ქართველი ხელოვანების ნახატებით. მსოფლიო პრაქტიკაში უამრავი წარმატებული მაგალითი არსებობს ხელოვნების და ღვინის კოლაბორაციასთან დაკავშირებული.

მაგალითად შატო მონ როტშილდი დიდი ხანია ღვინის ეტიკეტებზე იყენებს ცნობილი მხატვრების ნახატებს, როგორიცაა, სალვადორ დალი, პაბლო პიკასო, ხუან მირო და აშ. თუ ჩვენ არ გვყავს პიკასო, გვყავს ფიროსმანი, თუ დალი არ არის ქართველი, მაშინ ქართველი შესანიშნავი მხატვარია რუსუდან ფეტვიაშვილი. ამ სტრატეგიის დანერგვით, არა მხოლოდ ღვინის ბოთლისადმი გაიზრდება ინტერესი, არამედ ამით ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას მოვახდენთ და საერთო ჯამში ქვეყნის მიმართ გავზრდით ინტერესს და პოტენციური ტურისტების მოზიდვას შევუწყობთ ხელს.
რომ შევაჯამოთ, ნიდერლანდების ბაზარი ქართული ღვინოებისთვის შესაძლოა ერთერთ საუკეთესო ბაზრად იქცეს. ქართულმა ღვინის კომპანიებმა, საქართველოს მთავრობასთან ერთად ბევრი უნდა იმუშაონ, ჩაატარონ კვლევები სხვადასხვა ბაზრებზე რათა შეძლონ სწორი სტრატეგიების არჩევა, რაც შემდგომში წარმატების გარანტი გახდება.

წყარო : რუსუდან ბერიაშვილი. მარკეტინგი სადოქტორო  დისერტაციის ავტორეფერატი.თბილისი, 2020 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი