იაპონელებმა დაშალეს ღვინის მსოფლიო ბაზარი

ღვინის მსოფლიო ბაზარი

არჩილ შენგელია
სტატიას წარმოგიდგენთ მარანი  „გენი“

მეღვინეები იწყებენ პროტესტის გამოხატვას იაპონელების გამოგონების წინააღმდეგ, რომლებიც ფაქტიურად შლიან ღვინის მსოფლიო ბაზარს. „გამოგონებებით ცნობილმა იაპონელებმა ისწავლეს მრავალწლიანი დაყოვნების ღვინის წარმოება რამოდენიმე წუთში“ – იუწყებიან საინფორმაციო საშუალებები.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხელოვნურად დაძველებული ღვინო ისეთივე ძვირადღირებულია, როგორც ბუნებრივად დაყოვნებული – ბოთლის ფასმა შეიძლება მიაღწიოს 5000 დოლარს; ორიგინალისა და ყალბის ერთმანეთისგან გარჩევა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ღვინის მსოფლიო ბაზარი

თავდაპირველად სპეციალური მანქანები შეიქმნა ელექტროლიზის გზით სისხლის გასაწმენდად, თუმცა გაუმჯობესების შემდეგ აპარატებმა შეიძინეს ღვინის გემოსა და არომატის შეცვლის უნარი. ექსპერიმენტატორ ჰიროსი ტანაკს 15 წამში შეუძლია ყველაზე იაფფასიანი ახალგაზრდა ღვინის გადაქცევა მრავალწლიანი დაყოვნების სასმელად.
ამერიკისა და ევროპის პატარა სამეღვინეო კომპანიები უფრო და უფრო აქტიურად უკვეთავენ ჰ.ტანაკის მოწყობილობას, რომლის კომერციული გამოყენებაც დაიწყო ამ წლის იანვარში.

ელექტროლიზის გზით შესაძლებელია დაახლოებით 4 ლ ღვინის გადამუშავება წუთში. ამიტომ, ზოგიერთმა მწარმოებელმა დაიწყო ფიქრი, რომ რამოდენიმე კასრი ღვინო დააძველოს უშუალოდ ბოთლებში ჩამოსხმამდე.

იაპონელი გამომგონებელი აპირებს გამოიგონოს მოწყობილობა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება რესტორანში იაფფასიანი სუფრის ღვინოებისთვის მომხმარებლის სურვილის შესაბამისი გემოსა და ბუკეტის გასაუმჯობესბელად რამოდენიმე წუთში.
ღვინოებთან დაკავშირებული ექსპერიმენტები დაიწყო დაახლოებით 30 წლის წინ.