მსოფლიოს ყველაზე ლამაზი 35 ვენახი

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი 35 ვენახი

არჩილ შენგელია
სტატიას წარმოგიდგენთ მარანი  „გენი“

მეღვინეობა – ნამდვილი ხელოვნებაა, რომლითაც დაკავებულნი არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვენახები, რომლებისგანაც იღებენ ღვინოს, ქმნიან ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ლანდშაფტს მსოფლიოში.
იტალიისა და საფრანგეთის ძველი ვენახებიდან დაწყებული არგენტინის, კანადის, ავსტრალიისა და აშშ-ს თანამედროვე ვენახებით დამთავრებული – ეს არის ზუსტად ის, რისი ნახვაც აუცილებელია.
გთავაზობთ დატკბეთ მსოფლიოს ულამაზესი ვენახების ფოტოების ნაკრებით.

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი 35 ვენახი

ლოს-ალამოსი, სანტა-ბარბარა (CHUCK ABBE)


სენ-ემილიონი, საფრანგეთი (WOODMO)


შამპანი

ტრინი, შამპანი, საფრანგეთი (VERONIQUE COUTIE)


პორერა, კატალონია, ესპანეთი (SBA73)


ლავო, შვეიცარია (HOCKENSMITH PHOTOGRAPHY)


Kund Estate

Kund Estate, კალიფორნია, აშშ (TOM MOYER PHOTOGRAPHY)


ერმონვილი, საფრანგეთი (VINCENT BRASSINNE)


ბრუნეოლა დი მონტალსინო, ტოსკანა, იტალია (RICSEN)


ბალფი, უნგრეთი (THOMAS LIESER)


მარგარეტ-რივერი, ავსტრალია (CALZEAN)


რას წარმოადგენს ვენახი?

ვენახი არის საღვინე ყურძნის ჯიშების პლანტაცია, რომელსაც უპირატესად ზრდიან მეღვინეობისთვის; აგრეთვე ქიშმიშის, სუფრის ყურძნისა და უალკოჰოლო ყურძნის წვენის წარმოებისთვის. მეცნიერებას, რომელიც უვლის ვაზს და სწავლობს მეღვინეობას ეწოდება მევენახეობა. ჩვეულებრივ, მეღვინეობას ახასიათებს თავისი ტერუარი, ჭეშმარიტად ფრანგული ცნება, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „ადგილის გრძნობა“, რომელიც ნიშნავს ვაზის პლანტაციის სპეციფიკურ გეოგრაფიულ და გეოლოგიურ მახასიათებლებს.

ჰუნავირი, ელზასი, საფრანგეთი (MARTIEN UITERWEERD)


მორის კერი, კალიფორნია, აშშ (LASZLO M.)


ბადენ ვიუტემბერგი, გერმანია (CLAUDE05)


ვენახი მდინარე ტედოზე, პორტუგალია (AL GATOR)


ვენახი ჩელანის ტბაზე, ვაშინგტონი, აშშ (ANDY SIMONDS)


მეღვინეობის ისტორია

ღვინის წარმოების შესახებ პირველი დასაბუთება თარიღდება ძვ.წ-ით 6000-5000 წლით. მეღვინეობის ტექნოლოგია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ძველ საბერძნეთში, თუმცა მხოლოდ რომის იმპერიის დასასრულს გახდა მევენახეობა ისეთი, როგორსაც ვიცნობთ დღეისათვის.

შუა საუკუნეების ევროპაში ეკლესია მხარს უჭერდა ღვინოს, რომელიც აუცილებელი იყო საეკლესიო მსახურებისთვის. შუა საუკუნეების არასტაბილურობის პერიოდში მონასტრები ინახავდნენ და ავითარებდნენ მევენახეობის ტექნოლოგიებს. ისინი ფლობდნენ რესურსებს, საშუალებებსა და ცოდნას –  ამიტომ დაინტერესებულნი იყვნენ თავიანთი ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაში.

ევროპული ვენახები ძირითადად შედგებოდა Vitis vinifera-ს სხვადასხვა ჯიშებით. მიუხედავად ამისა, მე-19 საუკუნის ბოლოს უამრავი ჯიში პრაქტიკულად გაანადგურა ფილოქსერამ, რომელიც შემთხვევით შემოვიდა ევროპაში ჩრდილოეთ ამერიკიდან. ძირძველი ამერიკელების ვენახში შედის ისეთი ჯიში, როგორიცაა Vitis Labrusca (გამძლეა ბუგრის მიმართ).

მიშენი, კალიფორნია, აშშ (-DSH-)


ჰანდორფი, ავსტრალია (ANDY RASHEED OF EYE FOOG PHOTOGRAPHY)


ოქროსფერი ბორცვების ვენახები, შვეიცარია (PIZZODISEVO)


ნაპას მინდვრების ვენახები, კალიფორნია, აშშ (JOSH MAZGELIS)


ვერზენაი, საფრანგეთი (VINCENT BRASSINNE)


თანამედროვე მეღვინეობა

ვენახების ეფექტურობის მომატების ძიებამ შექმნა სისტემებისა და ტექნოლოგიების მრავალფეროვნება. თანამედროვე სამყაროს გაცილებით ნაყოფიერი მიწების გამო, ყურადღება გაამახვილეს ვაზის მეტად ენერგიული ზრდისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, რამაც შესაძლებელი გახადა ღვინის წარმოების განვითარება თანამედროვე ქვეყნებში, მაგ: კანადაში. დღეისათვის მატულობს ინტერესი ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე ყურძნის განვითარების მიმართ. მევენახეობაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ბიოდინამიკა. ბოლო წლებში წვეთოვანი მორწყვის გამოყენებამ მოგვცა ყურძნის იმ ადგილებში დარგვის საშუალება, სადაც ადრე ეს წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. ირიგაციის სრულყოფის შედეგად მოსავალი გახდა უფრო მდგრადი.

ვენახი ჩელანის ტბაზე, ვაშინგტონი, აშშ (ANDY SIMONDS)


კოლიო, იტალია (TERRY)


ნაპას მინდვრების ვენახები, კალიფორნია, აშშ (TURBULENTFLOW)


პენგროუვი, კალიფორნია (AL THE WOP)


ბადენ ვიუტემბერგი, გერმანია (EDDYBOX43)


ტერუარი

სიტყვა „ტერუარი“ წარმოიშვა სიტყვისგან „ტერე“ – მიწა. თავდაპირველად ეს იყო ჭეშმარიტად ფრანგული ტერმინი, რომელიც ეხებოდა ღვინოს, ყავას, ჩაის და გამოიყენებოდა ისეთი სპეციალური მახასიათებლების აღსანიშნად, როგორიცაა განსაზღვრული ტერიტორიის გეოგრაფია, გეოლოგია და კლიმატი, რითაც დაჯილდოებულია იშვიათი სახეები. სასოფლო-სამეურნეო მიწები ერთსა და იმავე რეგიონში ინაწილებენ გრუნტს, ამინდის პირობებს და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს, ამასთანავე თითოეულ მათგანს შეაქვს მნიშვნელოვანი წილი მომავალი მოსავლის მიღებაში.

ამ სიტყვას ასევე აქვს საკმაოდ აბსტრაქტული თარგმანიც – „ადგილის გრძნობა“, რომელიც გამოხატავს იმ ხარისხიან მახასიათებლებს და დადებით ეფექტებს, რასაც ანიჭებს გარემო პროდუქციის წარმოებას. ნაწერში ტერუარს ხშირად გამოყოფენ დახრილად იმის აღსანიშნად, რომ სიტყვა ფრანგულიდან არის ნასესხები.

ამ სიტყვას საფუძვლად უდევს ის მოსაზრება, რომ მიწა, რომელზეც იზრდება ყურძენი ანიჭებს მას რეგიონისთვის დამახასიათებელ უნიკალურ თვისებებს. ტერუარის ცნების გავლენა და საზღვრები რჩება დისკუსიის თემად ღვინის ინდუსტრიაში.

დრეიკი, კალიფორნია (GLEN HAYLEY)


პალავა, ჩეხეთი (VASEK KADLEC)


არტესა, კალიფორნია (JIM G)


კირ-იანი, საბერძნეთი (ROBERT WALLACE)


დეფოსი, უნგრეთი (TOMMY LYNCH)


თრეინ თრაქი, ავსტრალია (ZAPPED)


მერსო, საფრანგეთი (AYUSH BHANDARI)


კელოუნა, კანადა (SPYHOPGL)


ნაპას მინდვრების ვენახები, კალიფორნია, აშშ(TURBULENTFLOW)


შტუტგარტის ვენახები, გერმანია (FLORIAN FLERLAGE)