ვარდის ლიქიორები

ვარდის ლიქიორები.

ვარდის ლიქიორი.

1 კგ ვარდის ფურცლებისთვის – 1 ლ არაყი, 2 კგ შაქარი, 800 მლ წყალი, საკვები საღებავი.
შეაგროვეთ ვარდის ახლად აყვავებული ბუტონები, მოაჭერით თეთრი ბოლოები და ჩაყარეთ ბოცაში, დაასხით არაყი ისე, რომ თითქმის ფარავდეს ფურცლებს.
გააჩერეთ მზეზე 3 დღე, შემდეგ გადაწურეთ და გაიმეორეთ ეს პროცედურა 3-ჯერ.
ფერის მისანიჭებლად ჩაასხით საკვები საღებავი.
ნაყენი გააზავეთ შაქრითა და წყლით მომზადებული (თანაფარდობა 1:1) სიროფით, ჩაასხით ბოთლებში და თავზე დაახურეთ.


ვარდის ლიქიორი

გრანულირებული შაქარი – გემოვნებისამებრ
შაქრის სიროფი – 1 ლ
ვარდის ლიქიორებივარდის მურაბა – 1 კგ
1 ც ლიმნის წვენი
არაყი – 0.5 ლ
თეთრი ღვინო – 750 მლ
მოამზადეთ შაქრის სიროფი, რომელიც არ უნდა იყოს ძალიან სქელი და არც თხელი, დაუმატეთ ვარდის მურაბა და დადგით ცეცხლზე.
ხარშეთ სიროფის სრულ შესქელებამდე.
ჩაწურეთ ლიმნის წვენი და ორჯერ წამოადუღეთ.
გაცივების შემდეგ სიროფს დაასხით არაყი და ერთი ბოთლი თეთრი ღვინო.
გააჩერეთ დიდხანს.
შაქარი დაუმატეთ გემოვნებისამებრ.
ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი და შეინახეთ ქვიშაში.


გადასვლა >> ლიქიორები

Share this...
Share on facebook
Facebook
English English Georgian Georgian