კაკლოვანების ლიქიორები

კაკლოვანების ლიქიორები.

მწვანე კაკლის და თხილის გულის ლიქიორი.

გრანულირებული შაქარი – 0.5 კგ
მწვანე კაკალი – 5 ც
ახალი თხილის გული – 20 ც
დარიჩინი – ½ პაკეტი
არაყი – 0.5 ლ
მწვანე კაკალსა და თხილის გულს დაასხით არაყი, დაუმატეთ დარიჩინი. ნარევი დააყოვნეთ 40 დღე, შემდეგ დაუმატეთ შაქარი. როდესაც შაქარი გაიხსნება, გაფილტრეთ ლიქიორი გასაფილტრი ქაღალდით.


კაკლოვანების ლიქიორები – კაკლის ლიქიორი ჩეხურად

ნიგოზი – 30-40 ც, ახალი(ნედლი) მწვანე კაკალი
სპირტი – 1 ლ
დარიჩინი – ცოტა
მიხაკი – 3-4 კვირტი
20%-30%-იანი შაქრის სიროფი – 6 ლ
რძიანი ცვილისებური სიმწიფის კაკლები გაჭერით 4 ნაწილად, გადაიტანეთ ბოთლში, დაასხით სპირტი, დაუმატეთ მიხაკი და დარიჩინი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 1 თვე.
შემდეგ სპირტი გადაასხით, გაფილტრეთ, გემოვნებისამებრ გააზავეთ შაქრიანი სიროფით.


კაკლოვანების ლიქიორებიკაკლოვანების ლიქიორები – ნუშის ლიქიორი

შაქრის სიროფი – 125 გ
კონიაკი – 0.5 ლ
ნუში – 15 ც
ნუშის გულები ჩაყარეთ სანაყში და დაასხით ადუღებული წყალი, შემოაცალეთ კანი, შემდეგ კარგად დააქუცმაცეთ, ზემოდან დაასხით კონიაკი, დაუმატეთ ფორთოხლის ახალი ან მშრალი ქერქის რამოდენიმე ნაჭერი.
30 დღის შემდეგ სითხე გადაწურეთ ბოცაში, დაუმატეთ შაქრის სიროფი.
მიღებულ ლიქიორს აქვს ორიგინალური არომატი და გემო.


გადასვლა >> ლიქიორები