ციტრუსების ლიქიორები

ციტრუსების ლიქიორები.

ფორთოხლის ლიქიორი.

5 ფორთოხლის ცედრა
არაყი – 2 ლ
შაქარი – 400 გ
წვრილად დაჭერით ფორთოხლის ცედრა, ჩაყარეთ ბოთლში, დაასხით არაყი და გააჩერეთ თბილ ადგილზე (მაგ: გამათბობელთან) ან თუ ლიქიორს ამზადებთ ზაფხულში – ფანჯარაზე. დააყოვნეთ 3 კვირა.
შემდეგ არაყი გადაწურეთ.
თასში შაქრითა და 1 ჭიქა ნაყენით მოამზადეთ სიროფი.
როდესაც ადუღდება, ოდნავ გააცივეთ და ჩაასხიღ დარჩენილი არაყი.
მზა ლიქიორი ჩაასხით ბოთლებში და გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ დაახურეთ თავზე და შეინახეთ გრილ ადგილას.


ციტრუსების ლიქიორებიციტრუსების ლიქიორები – ფორთოხლის ლიქიორი

შაქრის ფხვნილი (პუდრა) – 1 კგ
ფორთოხლის ახალი ქერქი – 250გ (ან ფორთოხლის გამომშრალი ქერქი – 150 გ)
მიხაკი – 4-5 გვირგვინი
დარიჩინი – 1 ჩხირი
წყალი – 2 ჭიქა
არაყი – 1 ლ
ფორთოხლის ახალ ან გამომშრალ ქერქს, მიხაკსა და დარიჩინს დაასხით არაყი.
ნარევი გააჩერეთ მზის ქვეშ ან თბილ ადგილას 10-15 დღე, შემდეგ გადაწურეთ და 1ლ სითხეს დაუმატეთ სქელი სიროფი (მომზადებული 750გ შაქრითა და 1.5 ჭიქა წყლით).
მიღებული ლიქიორი ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი. გააჩერეთ 8-10 დღე.


გადასვლა >> ლიქიორები