ლუდის, რომის, პუნშის ლიქიორები

ლუდის, რომის, პუნშის ლიქიორები.

ლუდის ლიქიორი.

ლუდი – 1 ბოთლი
შაქარი – 500 გ
ხსნადი ყავა – 4 ჩ/კ (შეიძლება დაფქულის გამოყენებაც)
არაყი – 1 ბოთლი
ვანილი – მწიკვით
ლუდი ჩაასხით თასში, დაუმატეთ შაქარი, ყავა, სანელებლები, გააცხელეთ შაქრის სრულ გახსნამდე, ჩაასხით არაყი, აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. თუ ყავა იყო ნატურალური გაფილტრეთ მარლაში და ჩაასხით ბოთლებში. შეგიძლიათ მაშინვე გამოიყენოთ, თუმცა უმჯობესია გააჩეროთ 24 სთ.


პუნშის ლიქიორი

აიღეთ 800 გ შაქარი, დაჭერით 5 ც ლიმნისა და 1 ც ფორთოხლის ცედრა წვრილად, გამოწურეთ მათგან წვენი, შაქარს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, აადუღეთ ორჯერ, გააცივეთ, ამ სიროფში ჩაასხით ლიმნისა და ფორთოხლისგან გამოწურული წვენი, დაუმატეთ შაქარი და გააჩერეთ სრულ გალღობამდე.
შემდეგ ჩაასხით 1 ბოთლი რომი, 2 ჭიქა ხერესი და 2 ჭიქა მაღალი ხარისხის არაყი.
კარგად აურიეთ და გაცერით ოთხად დაკეცილ ქაღალდში, რათა ლიქიორი იყოს აბსოლუტურად სუფთა.
ჩაასხით ბოთლებში, დაახურეთ თავზე.
როდესაც პუნში დაგჭირდებათ ჩაასხით ჭიქაში და გემოვნებისამებრ დაუმატეთ ადუღებული წყალი ან ჩაი.


ლუდის, რომის, პუნშის ლიქიორები – ფრანგული რომის ლიქიორი-სიროფი

გრანულირებული შაქარი – 1 ჭიქა
რომი – ½ ჭიქა
წყალი – 1.5 ჭიქა
ძლიერ ცეცხლზე ადუღეთ შაქრიანი წყალი სქელი სიროფის წარმოქმნამდე. ამისთვის დაგჭირდებათ 4-7 წთ. გადმოდგით ცეცხლიდან. დაუმატეთ რომი.


ლუდის რომის პუნშის ლიქიორებიშაქრის ლიქიორი

გრანულირებული შაქარი -2.5 კგ
სანელებლები ან ხილ-კენკროვანი ესენციები – გემოვნებისამებრ
არაყი – 2.5 ლ
წყალი – 1.25 ლ
წყლითა და შაქრით მოამზადეთ სიროფი, მოაშორეთ ქაფი.
როდესაც გაცივდება, ნელ-ნელა ჩაასხით რომელიმე სანელებლით, კენკრის ან ხილის ესენციებით შეზავებული არაყი, თან მოურიეთ.
შემდეგ გადაწურეთ, დადგით თბილ ადგილას რამოდენიმე კვირა, რათა მიიღოთ ნაყენი.
ფრთხილად ჩაასხით ბოთლებში. მზა ლიქიორი შეგიძლიათ მაშინვე გამოიყენოთ.


გადასვლა >> ლიქიორები