ყავისა და რძის ლიქიორები

ყავისა და რძის ლიქიორები.

რძის ლიქიორი.

არაყი – 1 ბოთლი
ნაღები – 170 მლ
კვერცხის გული – 2 ც
შაქარი – 10 ჩ/კ
აურიეთ ერთმანეთში წყალი და ნაღები, დაუმატეთ კვერცხის გული, შაქარი, ვანილის შაქარი მწიკვით, კარგად მოურიეთ, გადაიტანეთ ბოთლში და გააჩერეთ არანაკლებ 1 კვირისა.


რძის ლიქიორი

გრანულირებული შაქარი – 75 მგ
ლიმნის ან ფორთოხლის ქერქი – 6 0გ
არაყი – 1 ლ
რძე – 1 ლ
მოამზადეთ არყის, რძის, წყლისა და წვრილად დაჭრილი ლიმნის ან ფორთოხლის ქერქის ნარევი. წამოადუღეთ. 750გ შაქრითა და 400მლ წყლით მიღებული სიროფი აადუღეთ და ორივე მასა ჩაასხით 5ლ მოცულობის ქილაში, მჭიდროდ გაახვიეთ ქაღალდში და გააჩერეთ 8 დღე თბილ ადგილას, შეანჯღრიეთ ყოველდღე.
შემდეგ ლიქიორი დადგით ბნელ ადგილას 6-8 კვირა.
ამ დროის განმავლობაში სრულად გაიწმინდება და იქნება მომზადებისთვის მზა. გაფილტრეთ ლიქიორი და ჩაასხით ბოთლებში.


ყავისა და რძის ლიქიორები – რძისა და კვერცხის გულის ლიქიორი

შაქრის ფხვნილი (პუდრა) – 150 გ
ვანილის ჩხირი – 1 ც
კვერცხის გული – 3 ც
არაყი – 150 მლ
რძე – 100 მლ
ვანილის ჩხირი გააჩერეთ არაყში 8 დღე. კვერცხის გული და შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ 6წთ-ის განმავლობაში, დაუმატეთ ადუღებული, გაცივებული რძე და შეურიეთ არაყს ვანილის გარეშე.
ლიქიორი ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი და გამოიყენეთ 1-2 თვის შემდეგ.


ყავის ლიქიორი

არაყი – 2 ბოთლი
ნატურალური ყავა – 50 გ
შაქარი – 250 გ
დაფქულ ყავას დაასხით 1 ჭიქა წყალი და აადუღეთ. ნახარში დააყოვნეთ 24 სთ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. გადაწურეთ დიდ თასში, დაასხით არაყი, დაუმატეთ შაქარი, შეაცხელეთ ვიდრე შაქარი არ გაიხსნება.
შემდეგ ლიქიორი გაფილტრეთ მარლაში სრულ გამჭვირვალობამდე. ლიქიორი ბოთლებში გააჩერეთ რამოდენიმე დღე, უფრო მეტ არომატს შეიძენს, თუმცა მისი გამოყენება შეგიძლიათ მომზადების შემდეგ მაშინვე.


ყავის ლიქიორი

ყავისა და რძის ლიქიორებიყავის მარცვლები – 200 გ
ვანილი – 2 გ
სპირტი – 1 ლ
რძე – 0.5 ლ
წყალი – 0.25 ლ
შაქარი – 2 კგ
ყავის ახლადმოხალული მარცვლები დააქუცმაცეთ რაც შეიძლება წვრილად, დაუმატეთ ვანილი, დაასხით სპირტი და გააჩერეთ 10 დღე, ყოველდღიურად შეანჯღრიეთ.
ნარევი გადაწურეთ, დაასხით ოდნავ წყალი, შეანჯღრიეთ, ცოტა ხანს გააჩერეთ, გადაწურეთ, გაიმეორეთ 2-3-ჯერ.
წყლით, შაქრითა და რძით მოამზადეთ ხსნარი, შეგიძლიათ შეაცხელოთ, მაგრამ არ წამოადუღოთ.
ჩაასხით ყავის ნაყენში, აურიეთ, გააჩერეთ 4-5 დღე, გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი.


ყავის ლიქიორი

გრანულირებული შაქარი – 2.5 ჭიქა
ყავა – 50 გ
ლიმნის წვენი – 1 ჩ/კ
კონიაკი – 600 მლ
წყალი – 3 ჭიქა
მოადუღეთ ყავა 1.5 ჭიქა წყლით. ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ყავის ნახარში გააჩერეთ 24სთ.
მოამზადეთ შაქრის სიროფი (2.5 ჭიქა შაქრითა და 1.5 ჭიქა წყლით), დაუმატეთ ლიმნის წვენი, ყავის გაფილტრული ნახარში და კონიაკი, ლიქიორი ჩაასხით ბოთლში და გააჩერეთ 2-3 კვირა.


ყავისა და რძის ლიქიორები – ყავის ვენეციური ლიქიორი

გრანულირებული შაქარი – 1 კგ
ყავა – 100 გ (ყავის ხსნარი 250 მლ)
ვანილი – 1 ჩხირი
არაყი – 0.5 ლ
წყალი – 750 მლ
ვანილის ჩხირი გააჩერეთ არაყში 8 დღე. მოამზადეთ სიროფი (1კგ შაქრითა და 750მლ წყლით) და მოაცილეთ ქაფი. ახლად მოხალული დაფქული შავი ყავით მოადუღეთ მაგარი ხსნარი.
როდესაც სიროფი და ყავა სრულად გაცივდება, აურიეთ ერთმანეთში და ჩაასხით არაყში.
ვანილი ამოიღეთ, ლიქიორი კარგად შეანჯღრიეთ, ჩაასხით ბოთლებში და საცობი მჭიდროდ გაუკეთეთ.
დასამწიფებლად გააჩერეთ 2-3 თვე.


გადასვლა >> ლიქიორები