ნაყენი / ნაყენები

ნაყენი (ნაყენები). ზოგადი მიმოხილვა.

ნაყენი (ნაყენი) – ნატურალური ალკოჰოლური სასმელია, რომელსაც ამზადებენ სხვადასხვა ნაყოფების, კურკების, სანელებლების, სურნელოვანი და საკურნალო ბალახების არაყთან ან სპირტთან შერევით,  ასევე მათ გარეშეც (დუღილსთვის მხოლოდ შაქრით სარგებლობენ). ის შესანიშნავად ინახავს იმ ნაყოფების არომატს, რომლისგანაც არის მომზადებული.
ახალ ან გამომშრალ ნაყოფებსა და მცენარეებს აყოვნებენ სპირტში მანამ, ვიდრე ეთერზეთები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები არ გადავა სპირტში.
დაყოვნების ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 6 კვირამდე; აუცილებლობის დროს ეს პერიოდი შეიძლება შემცირდეს 7-10 დღემდე ტემპერატურის 50°С-60°С-მდე მომატების ხარჯზე.  ნაყენი შეიცავს 30%-მდე შაქარს (სპირტის 45%-იანი სიმძლავრის დროს); ნაკლებად ტკბილია, მაგრამ უფრო ძლიერი ვიდრე ნაყენი; აქვს სასიამოვნო გემო და წარმოადგენს როგორც ალკოჰოლურ სასმელს, ასევე სამკურნალო ელექსირს.
რეკომენდებულია შენახვა ბნელ, ცივ ადგილას მუქი ფერის მჭიდროდ დახურულ ბოთლებში.

რაც შეეხება ალკოჰოლის გარეშე მომზადებულს – ნატურალურ ნაკლებალკოჰოლურ ნაყენებს ამზადებენ არც თუ ისე რთული ტექნოლოგიით: ბოცაში ყრიან მწიფე კენკრას (ისე, რომ ფარავდეს მოცულობის 4/5-ს) მწვანილების მინარევების გარეშე (ფოთლები და ღეროები), ზემოდან აყრიან შაქარს ავსებამდე. ბოცა იფარება მარლით ან ტილოთი და დგამენ მზეზე 3-5 დღე, პერიოდულად ანჯღრევენ.
დუღილის დაწყების შემდეგ ბოცა მზიანი ადგილიდან გადააქვთ ბნელ ადგილას და აჩერებენ 1.5-2.5 თვე.
მომზადების მეთოდის მიხედვით სხვადასხვა კენკრისა და ნაყოფებისთვის დამწიფების პერიოდი შეადგენს 1-დან 6 თვემდე.
ნაყენი (ნაყენები) – ასხვავებენ სწრაფად დამწიფებად, საშუალოდ დამწიფებად და გვიან დამწიფებად ნაყენებს.
სწრაფად დამწიფებადი ნალივკები – მარწყვის, ჟოლოს, მაყვლის – მწიფდება 1 თვის განმავლობაში.
საშუალოდ დამწიფებადი ნალივკები – ალუბლის, ქლიავის, მოცხარის, წითელი მოცვის, ძახველის – მწიფდება 1.5-2.5 თვის განმავლობაში.
გვიან დამწიფებადი ნალივკები – ვაშლის, ხურტკმელის, გარგარის, მსხლის – მწიფდება 3-6 თვის განმავლობაში.


ნაყენების მომზადების რეცეპტებინაყენი (ნაყენები)

  1. კურკოვანების ნაყენები
  2. კენკროვანების ნაყენები
  3. კაკლოვანების ნაყენები
  4. ხილის ნაყენები
  5. ციტრუსების ნაყენები
  6. ბალახების ნაყენები
  7. ვარდის ნაყენები
  8. თაფლის ნაყენები
  9. ბოსტნეულის ნაყენები

ბმული  საიტები:
ფურშეტი
ქორწილი
კულინარია 
თეთრი მშრალი ღვინოები