ბალახების ლიქიორები

ბალახების ლიქიორები.

ანწლის ლიქიორი ჩეხურად.

გრანულირებული შაქარი – 0.5 კგ
ანწლის წვენი – 1 კგ
მიხაკი – 3-4 ც
არაყი – 1 ლ
რომი – 100მლ
დარიჩინი – 1 ც პატარა ნაჭერი
ლიმნის ქერქი – 1 ჩ/კ
ანწლის წვენი აადუღეთ სანელებლებთან და შაქართან ერთად დაახლოებით 15წთ.
გააჩერეთ 24სთ, გაფილტრეთ და შეურიეთ არაყი. შეინახეთ ბოთლებში ცივ და ბნელ ადგილას.


პიტნის ლიქიორი

ფართოყელიან ბოცაში ჩაყარეთ პიტნის 4 ც გვირგვინი, დაასხით 2 ბოთლი არაყი, მჭიდროთ დააცეთ თავი და გააჩერეთ 2 კვირა.
შემდეგ არაყი გადაწურეთ, დაუმატეთ 200 გ შაქარი, გააცხელეთ შაქრის გალღობამდე, გააცივეთ და ჩაასხით ბოთლებში.


ბალახების ლიქიორები – ძირას (კვლიავის) ლიქიორი

გრანულირებული შაქარი – 300 გ
ძირა – 2 ს/კ
არაყი – 300 მლ
წყალი – 750 მლ
ბოთლში ჩაყარეთ ძირა, დაასხით არაყი, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ ბნელ ადგილას 12 დღე.
შემდეგ ნარევი გაფილტრეთ და შეურიეთ შაქრის სიროფი (მომზადებული 750მლ წყლითა და 300გ შაქრით).
ლიქიორი მზადაა გამოყენებისთვის.


ძირასა (კვლიავი) და ქინძის ლიქიორი

გრანულირებული შაქარი – 2.5 კგ
არაყი – 2.1 ლ
ძირა (ჩვეულებრივი, ნაყოფი) – 100 გ
ქინძის თესლი – 30 გ
ფორთოხლის ქერქი – 30 გ
ლიმონის მჟავა – 0.6 გ
მოამზადეთ სპირტის არომატული ნაყენი ძირას, ქინძის და ფორთოხლის ქერქის საფუძველზე, აურიეთ შაქარში, დაუმატეთ ლიმონის მჟავა.
შემდეგ გააჩერეთ ბოცა ოთახის ტემპერატურაზე კრისტალების წარმოქმნამდე.
კრისტალიზაციის დამთავრების შემდეგ სითხე ფილტრის საშუალებით გადაიტანეთ ბოთლებში და საცობი მჭიდროდ მოარგეთ.
მიღებული სასმელი არის უფერო, ტკბილი, ოდნავ მწარე; აქვს ძირას არომატი ქინძისა და ფორთოხლის ოდნავ შესამჩნევი სურნელით.


ბალახების ლიქიორები – მელისას (ბარამბო) ლიქიორი

ბალახების ლიქიორებიშაქრის სიროფი – 4 კგ შაქრისა და 2 ლ წყლის გაანგარიშებით
სპირტი – 4 ლ
მიხაკი – 2 გ
მუსკატის კაკალი – 2 გ
დარიჩინი – 3 გ
მელისა (ბარამბო) – 25 გ
პიტნა – 25 გ
ილი – 50 გ
არნიკას ყვავილები – 8 გ
ინგრედიენტები დააქუცმაცეთ, შემდეგ 2 დღე გააჩერეთ 85%-იან სპირტში.
გამოხადეთ მხოლოდ წყლის დამატების შემდეგ.
დაუმატეთ შაქრის ცივი სიროფი. ყვითლად შეფერვის შემდეგ სასმელი გაფილტრეთ.


ვანილის ლიქიორი

შაქრის სიროფი – 2.5 კგ
ვანილი – 45 გ
დარიჩინი – 45 გ
მიხაკი – 3 ც
არაყი – 2.5 ლ
წყალი – 1.2 ლ
ვანილს დაასხით არაყი და წყალი.
დაუმატეთ გარეცხილი, მაგრამ არა დაქუცმაცებული დარიჩინი და მიხაკი.
გააჩერეთ მზის ქვეშ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ, შეურიეთ შაქრის სიროფი (მომზადებული 600 მლ წყლითა და 2.5კგ შაქრით).


გადასვლა >> ლიქიორები