კენკროვანების ნაყენები

კენკროვანების ნაყენები.

მარწყვის ნაყენი.

არაყი – 1.1 ლ
მარწყვი – 1 კგ
შაქარი – 400-600 გ
ბოცა აუცილებლად მთლიანად შეავსეთ ახალი, გადამუშავებული კენკრით, დაასხით არაყი. გააჩერეთ მზეზე 1 თვე. შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი და გაფისეთ.
ბოცაში დარჩენილ კენკრას დააყარეთ გრანულირებული შაქარი, გააჩერეთ მზეზე ვიდრე შაქარი არ გალღვება, გადაწურეთ წვენი. კვლავ დააყარეთ შაქარი, ისევ გადაწურეთ და ასე გააგრძელეთ, ვიდრე კენკრა არ მიიღებს „გამომშრალ“ სახეს.
ეს ტკბილი წვენი შეგიძლიათ  დაატკბოთ სურვილისამებრ ან გაუმასპინძლდეთ ლიქიორის სახით. წვენის მისაღებად გამომშრალ კენკრას აუცილებლად დაასხით ადუღებული წყალი, გააჩერეთ 2-3 კვირა.


მაყვლის ნაყენი

მაყვალი – 7 კგ
შაქარი – 2.5 კგ
მაყვალი გარეცხეთ, გააშრეთ, ჩაყარეთ ბოცაში, ბოლომდე აავსეთ შაქრით, ყელს შემოახვიეთ ქსოვილი და გააჩერეთ მზეზე 5-7 დღე, პერიოდულად შეანჯღრიეთ.
დუღილის დაწყების შემდეგ გაუკეთეთ წყლის საკეტი და ბოცა გადაიტანეთ ბნელ ადგილას 30-40 დღე. დუღილის დამთავრების შემდეგ ნაყენი გადაწურეთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ ნალივკის თითოეულ ლიტრზე 50 გ შაქრისა და სპირტის დამატება.
ნაყენი ჩაასხით ბოცაში, გაუკეთეთ საცობი და შეინახეთ ცივ, ბნელ ადგილას.


მაყვლის ნაყენი

მაყვლის დასპირტული წვენი (მაყვალი 2.5 კგ) – 2 ლ
შაქრის სიროფი – 1.4 ლ
ვანილინი – 0.05 გ
ლიმონის მჟავა – 3 გ
წყალი
მაყვლის დასპირტული წვენი (ექსტრაქტირებული ნივთიერებების შემცველობა-არა უმეტეს 200 გ) დაატკბეთ 66%-იანი შაქრის სიროფით, დაუმატეთ ვანილი, შემდეგ ლიმონის მჟავა (მჟავიანობის 0.4/100 მლ-ის მისაღებად).
მიღებული ნაყენი არის მუქი-წითელი ფერის, მომჟავო-ტკბილი, მაყვლის არომატით, სიმძლავრე არა უმეტეს 20%.


ჟოლოსა და შავი მოცხარის ნალივკის ძველი რეცეპტი

არაყი – 0.5 ლ
კენკრის წვენი – 1 ლ
შაქარი – 100-300 გ
თიხის ქოთანში ჩაყარეთ კენკრა, კერძოდ: ჟოლო, ალუბალი ან შავი მოცხარი; დაასხით არაყი, თავზე შემოახვიეთ ქაღალდი, რომელსაც რამოდენიმე ადგილას გახვრეტთ ჩანგლით; შედგით ღუმელში და გააჩერეთ კენკრის მოხარშვამდე, რასაც მიხვდებით ყავისფერი შეფერილობით.
ალუბალი გახდება ისეთი რბილი, რომ მსუბუქი ზეწოლითაც გამოეცლება. კენკრა გადაიტანეთ საცერზე, დაელოდეთ წვენი გამოიყოს თასში, მაგრამ ხელით არ დააწვეთ, მხოლოდ ფრთხილად შეანჯღრიეთ საცერი. მზა წვენი დაატკბეთ გემოვნებისამებრ და აურიეთ არაყში.


კენკროვანების ნაყენები – ჟოლოს ნაყენი

არაყი – 1.25 ლ
ჟოლო – 4 კგ
შაქარი – 300 გ
წყალი – 300 მლ
მწიფე, გადარჩეული ჟოლო ჩაყარეთ მინის ქილაში. დაასხით არაყი ისე, რომ თითქმის ფარავდეს კენკრას, გააჩერეთ მზეზე, 2-3 კვირის შემდეგ გადაწურეთ არაყი.
მოამზადეთ შაქრის სიროფი და ცხელ სიროფში ჩაასხით ცოტა არაყი, მოურიეთ კოვზით, შემდეგ გადაწურეთ ბამბით, ჩაასხით ბოცაში ყელამდე, გაუკეთეთ საცობი, გააჩერეთ თბილ ადგილას რამოდენიმე კვირით, შემდეგ ნაყენი გადაწურეთ ფრთხილად და ჩაასხით ბოთლებში.


ჟოლოსა და ხურტკმელის ნაყენი

ბოცის ნახევარი აავსეთ ხურტკმელით და დაასხით 70%-იანი სპირტი, რათა ნაყოფი მთლიანად დაიფაროს. გააჩერეთ 1 თვე, შემდეგ დაუმატეთ ჟოლო (1 კგ ხურტკმელზე 200-250 გ-ის გაანგარიშებით) და დააყოვნეთ 1 კვირა. შემდეგ გადაწურეთ, მოაცილეთ ქაფი და ჩაასხით ბოთლებში.
შაქარი შეგიძლიათ დაუმატოთ გემოვნებისამებრ.


წითელი მოცხარის პუდინგი

მოცხარი ჩაყარეთ თიხის ქოთანში ან ემალირებულ ქვაბში, დაასხით სახლის ღვინო და გააჩერეთ ზომიერად ცხელ ღუმელში 14-15 სთ (შეგიძლიათ შესვენებებით).
ნაყენი გადაწურეთ, შაქარი დაუმატეთ გემოვნებისამებრ და ჩაასხით ბოთლებში.


კენკროვანების ნაყენები – შავი მოცხარის ნაყენი

მოცხარი – 3 კგ
შაქარი – 1 კგ
სპირტი – 250 მლ (70%-იანი)
მოცხარი გარეცხეთ, გააშრეთ, ბოცაში ჩაყარეთ შაქართან ერთად ფენებად, გააჩერეთ 3-4 დღე მზეზე, პერიოდულად შეანჯღრიეთ.
დუღილის დაწყების შემდეგ დააყენეთ წყლის საკეტი (ან პოლიეთილენის პაკეტი რეზინის ქვეშ) და გააჩერეთ ბნელ ადგილას 1.5 თვე.
დუღილის დასრულების შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ და დაუმატეთ სპირტი (1 ლ ნაყენზე 50-70 გ-ის გაანგარიშებით), ჩაასხით ბოთლებში და გაუკეთეთ საცობი.


„სპოტიკაჩი“

არაყი – 750 მლ
შავი მოცხარი – 1 კგ
შაქარი – 1 კგ
წყალი – 3.5 ჭიქა
შავი მოცხარი გადაარჩიეთ, კარგად გარეცხეთ, დააწყვეთ ხელსახოცზე და გააშრეთ, ჩააწყვეთ ემალირებულ თასში და დაჭყლიტეთ, გადაიტანეთ საწურში, რათა წვენი გამოიყოს.
შაქრითა და წყლით მოხარშეთ სქელი სიროფი, მუდმივად მოაშორეთ ქაფი.
მზა სიროფში ჩაასხით შავი მოცხარის წვენი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ, გადმოიტანეთ ცეცხლიდან, ჩაასხით არაყი, კარგად აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე, არ მიიყვანოთ დუღილამდე, მუდმივად ურიეთ, აცადეთ ნაყენს შედედდეს.
ამის შემდეგ „სპოტიკაჩი“ გააცივეთ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი და შეინახეთ მშრალ, ცივ ადგილას.


კვრინჩხის ნაყენი („ტერნოვკა“)

არაყი – 2.25 ლ
კვრინჩხი – 2.5 კგ
შაქარი – 1.25 კგ
მწიფე კვრინჩხი მოათავსეთ 8ლ-იან ბოცაში და ბოლომდე შეავსეთ შაქრით.
შემოახვიეთ მარლა და გააჩერეთ მზეზე 6 კვირა.
როდესაც კვრინჩხი ადუღდება, ჩაასხით მასში 250 მლ არაყი და გააჩერეთ 4 თვე, შემდეგ ნაყენი გადაწურეთ, ჩაასხით კიდევ 2 ლ არაყი. ყველაფერი ეს გადაიტანეთ ემალირებულ ქვაბში, აადუღეთ, გააცივეთ, ჩაასხით ბოთლებში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე, დაბეჭდეთ პარაფინით, ჩადეთ ყუთში, დააყარეთ მშრალი ქვიშა და გააჩერეთ მშრალ, ცივ ადგილას.
ნაყენი მოხმარებისთვის მზად იქნება 6 თვის შემდეგ.


ძველი ნაყენი შოთხვისგან

არაყი
შოთხვი
შაქარი
შეაგროვეთ კარგად დამწიფებული შოთხვი, დაყარეთ ზეწარზე, გააჩერეთ 3 დღე, გადაიტანეთ საცერში ან დაფაზე, შედგით ღუმელში (ისე, რომ არ გამოცხვეს, არამედ მხოლოდ გამოშრეს), შემდეგ გამოიტანეთ, კარგად დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ ბოცაში ყელამდე, დაასხით არაყი, გააჩერეთ 6 კვირა.
შემდეგ გადაწურეთ, დაატკბეთ გემოვნებისამებრ.
ეს ნაყენი არის ძალიან გემრიელი და რთულია მისი ალუბლის ნალივკისგან (დაქუცმაცებული კურკებით) განსხვავება.
როდესაც ნაყენს გადაწურავთ კენკრის წვენი შგიძლიათ გამოწუროთ დატკბობის გარეშე.


ცირცელის ნაყენი

ეს ნაყენი მზადდება კონიაკის ან არყის საფუძველზე.
ცირცელის კენკრა შეაგროვეთ შემოდგომის პირველი ყინვის შემდეგ, გაასუფთავეთ ღეროებისგან და ჩაყარეთ ბოთლებში (შეავსეთ სიმაღლის 2/3).
დაასხით კონიაკი ან არაყი, გაუკეთეთ საცობი და გააჩერეთ ბნელ ადგილას არანაკლებ 3 კვირისა, ვიდრე სასმელი არ შეიძენს მუქ-ყავისფერ შეფერილობას და ცირცლის მკვეთრ არომატს. შემდეგ გადაწურეთ. შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ ბოთლებში.
არ საჭიროებს მუქ ჭურჭელს. ბუკეტის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მეთოდს: 2-3 კვირიანი დაყოვნების კონიაკის ან არყის პირველი ნაყენი გადაწურეთ, კენკრას კი კვლავ დაასხით იმავე რაოდენობის კონიაკი ან არაყი. 3 კვირის შემდეგ გადაწურეთ და აურიეთ პირველად გაფილტრულ ნაყენს.


კენკროვანების ნაყენები – ცირცელის ნაყენი

ცირცელი – 5 კგ
შაქარი – 4 კგ
არაყი – 1 ლ
ოდნავ გაყინული კენკრა გარეცხეთ ცხელი წყლით, მოაშორეთ ყუნწები, ჩაყარეთ ბოცაში, ბოლომდე შეავსეთ შაქრით, ყელს შემოახვიეთ ქსოვილი და გააჩერეთ თბილ ადგილას 1.5 თვე. დუღილის დამთავრების შემდეგ ჩაასხით არაყი და გააჩერეთ კიდევ 3 თვე. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ, გემოვნებისამებრ დაუმატეთ არაყი, ჩაასხით ბოთლებში და გაუკეთეთ საცობი.


კენკროვანების ნაყენები – ნაკლებალკოჰოლური ნაყენი

ბოცაში ჩაყარეთ 7 კგ კენკრა (ჟოლო, მოცხარი, ალუბალი უკურკოდ ან ნებისმიერი სხვა), დააყარეთ 3 კგ შაქარი, ბოცის ყელი შეახვიეთ ქსოვილით და დადგით მზეზე 3-5 დღე, პერიოდულად შეანჯღრიეთ.
დუღილის დაწყების შემდეგ უკეთებენ წყლის ჩამკეტს (ან  პოლიეთილენის პაკეტს რეზინის ქვეშ) და აჩერებენ ბნელ ადგილას 30-40 დღე დუღილის დამთავრებამდე.
შემდეგ ნაყენის ფილტრავენ, ასხამენ ბოთლებში, უკეთებენ საცობს. ინახავენ ცივ, ბნელ ადგილას. შეიძლება ნაკლებალკოჰოლური შერეული ნალივკების მომზადებაც: კენკრისა და ნაყოფის დამწიფების მიხედვით ბოცაში ათავსებენ მათ და ზემოდან აყრიან შაქარს (1 კგ კენკრაზე 300-400 გ შაქრის დაანგარიშებით). სურვილისამებრ, ბოლოს უმატებენ ლიმნის ან ფორთოხლის ახლადდაწურულ წვენს და ამზადებენ „სანგრიას“ ტიპის სასმელს.


მონასტრის ნაყენი – მზადდება ნებისმიერი მწიფე, წვნიანი კენკრისგან

10 ლ-იან ბოცაში ჩაყარეთ მწიფე კენკრა ყელამდე და დაასხით არაყი შევსებამდე. შემდეგ მსუბუქად გაუკეთეთ საცობი, შემოახვიეთ ზემოდან ორად გაკეცილი ტილო და მისი ბოლოები დაამაგრეთ ყელის ირგვლივ ზონრით.
საცობის მჭიდროდ გაკეთება არ არის რეკომენდებული, რადგანაც კენკრის დუღილის დროს შეიძლება გასკდეს. ზაფხულში ბოცა დადგით მზეზე, ზამთარში კი – თბილ ადგილას (რადიატორთან). კენკრის ასეთი ნაყენი უნდა დაყოვნდეს არანაკლებ 1 წლისა, უკიდურეს შემთხვევაში – 8 თვე. თვეში ერთხელ ბოცა კარგად შეანჯღრიეთ.
8 თვის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ წვრილი საცერის გამოყენებით სხვა ჭურჭელში. კენკროვანი მასა გაწურეთ ტილოს ტომრით. წვენი ჩაასხით იმავე ბოცაში, სადაც ნაყენია.
ამის შემდეგ შეგიძლიათ მზა ნაყენი გადაანაწილოთ ბოთლებში და გააკეთეთ ეს შემდეგნაირად:
სპილენძის თასი ამოფინეთ შაქრით, დაასხით ნაყენი, დადგით დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით ნარევი მიიყვანეთ ცხელ მდგომარეობამდე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ. ამავდროულად სხვა ჭურჭელში გქონდეთ 3-ჯერ მეტი ნაყენი, ვიდრე შაქართანაა შერეული. მასში ჩაასხით ცხელი ხსნარი და კარგად აურიეთ.
შაქარი დაუმატეთ შემდეგი პროპორციით: ალუბლის, ჟოლოს, მარწყვის ნალივკისთვის განკუთვნილ 1 ბოთლზე (0.5 ლ) 200 გ შაქარი; შავი მოცხარისა და  ცირცელის ნალივკისთვის – 300 გ. არც თუ ისე ტკბილი ნალივკისა და სიროფის შერევის შემდეგ ნაყენი გაწმინდეთ. ამისათვის სუფთა ბოცაში ჩადეთ დიდი ძაბრი, რომელშიც ფილტრის სახით მოათავსეთ ფლანელი. გადაწურვის შემდეგ ნაყენი ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი და დადგით საკუჭნაოში. ეს ნაყენი შეგიძლიათ გააჩეროთ ნებისმიერ ადგილას, სიცივეშიც, სითბოშიც – არ ფუჭდება და ძალიან გემრიელია.


მსუბუქი ნაყენი – უმჯობესია იყოს ჟოლოსი, შავი მოცხარის ან ხურტკმელის

10 ლ-იან ბოცაში ჩაასხით 7 ლ წყალი, ჩაყარეთ 3 კგ წვნიანი კენკრა, დაუმატეთ არაყი, კარგად შეანჯღრიეთ, საცობი გაუკეთეთ მსუბუქად, შემოახვიეთ ტილო და ბოლოები დაამაგრეთ ზონრით და გააჩერეთ ფანჯრის რაფაზე 15 დღე. ბოცა ყოველდღე შეანჯღრიეთ.
მეორე კვირის ბოლოს კენკრა ბოცაში გადაადგილდება ქვემოდან ზემოთ და ზემოდან ქვემოთ. ეს ნიშნავს, რომ ნაყენი მზადაა. შემდეგ უნდა გადაწუროთ რამოდენიმე ფენიან მარლაში მეორე ბოცაში, გააჩერეთ რამოდენიმე დღე და ჩაასხით ბოთლებში, აუცილებელია მარლით კიდევ ერთხელ გადაწურვა.
ნალივკის შესანახი ბოთლი აუცილებლად უნდა იყოს შამპანურის ან სიდრის ან მათი მსგავსი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვერ გაუძლოს შიდა წნევას. ბოთლში ნაყენი ბოლომდე არ ჩაასხათ.
საცობს შემოავლეთ თოკი ან გაკვანძეთ მსუბუქი მავთულით, როგორც კეთდება ეს სიდრის ბოთლის შემთხვევაში. ბოთლი მოათავსეთ მშრალ ქვიშაში თავით ქვემოთ, ცივ ადგილას, უმჯობესია სარდაფში. ამ მდგომარეობაში გააჩერეთ 1.5-2 თვე, რის შემდეგაც შეგიძლიათ მიულოცოთ.
თუ რომელიმე ბოთლი გასკდება, ეს არის საუკეთესო ნიშანი, რომ ნაყენი საბოლოოდ მზადაა.
მსუბუქი ნაყენი დიდხანს არ ინახება – არა უმეტეს 4-5 თვისა.
საუკეთესო დრო მისი გამოყენებისთვის არის აღდგომა და ახალი წელი.


კენკროვანების ნაყენები – ნაყენი „სანადირო“ ღვიის კენკრით

მაგარი არაყი – 1 ლ
ღვიის კენკრა – 30-40 გ
დაფქული შავი წიწაკა – 2 გ
კამის თესლი – 50 გ
სუფრის მარილი – 10-12 გ
პირშუშხა – 40 გ
ეს არის ძალიან მკვეთრი, ძლიერი ნაყენი მწარე გემოთი და სუნით.
დააყოვნეთ თბილ ადგილას 2 კვირა, შიგთავსი პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გაფილტრეთ.


შავი მოცხარის ფოთლების ნაყენი

ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნაყენია, რომლისთვისაც იყენებენ შავი მოცხარის ახალგაზრდა ფოთლებს (უფრო ძველი ფოთლებიც, რომლებსაც აგროვებენ ზაფხულის დასაწყისში, საკმაოდ კარგ პროდუქტს იძლევა) და კვირტებს.
მოამზადეთ და შეინახეთ მუქ ბოთლებში.
ფოთლები და კვირტები შეაგროვეთ მშრალ ამინდში; უმჯობესია დააწყოთ საცერზე, გაავლეთ წყალი მტვრის მოსაცილებლად, შემდეგ დაყარეთ ქსოვილზე და ოდნავ გააშრეთ.
შემდეგ ჩაყარეთ კარგად გარეცხილ ბოთლებში თითქმის ყელამდე, ჩაასხით არაყი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და გააჩერეთ თბილ ოთახში 24 სთ.
შემდეგ გაფილტრეთ მინის ძაბრით, რომელიც ამოფენილი იქნება გასაფილტრი ქაღალდით ან ბამბით.
ბამბის გაწურვა არ ღირს, რადგან შეიძლება ნაყენში მოხვდეს ნარჩენები და მოგიწევთ ხელახლა გაფილტვრა.
ამ მეთოდით ნაყენი ინარჩუნებს ახალი ფოთლის არომატს.
ზუსტად ასევე მზადდება მაგ: აბზინდას, პიტნის ნაყენი.


კოწახურის ფოთლების ნაყენი

არაყი – 1 ლ
კოწახურის ფოთლები – 200 გ

კოწახურის წვრილად დაჭრილი ფოთლები ჩაყარეთ ბოცაში, დაასხით არაყი, გაუკეთეთ საცობი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 7 დღე.
1 კვირის შემდეგ ნაყენი კარგად გაფილტრეთ გამჭვირვალობამდე. გამოიყენეთ ცოტა რაოდენობით.
ხალხურ მედიცინაში ეს ნაყენი გამოიყენება როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება საშვილოსნოდან სისხლდენის დროს – დოზა: 30 წვეთი 3-ჯერ დღეში, 2-3 კვირის განმავლობაში.


ხურტკმელის ნაყენი

ხურტკმელი – 2 კგ
არაყი – 2 ლ
ჭვავის პური – 2-3 ნატეხი
მურაბის სიროფი
ხურტკმელი ჩაყარეთ ბოცაში, დაასხით წყალი. პურს წაუსვით სქელი მურაბა, გააშრეთ საცერზე და მოათავსეთ ბოცაში. თავზე დაახურეთ მჭიდროდ და გააჩერეთ ბნელ, ცივ ადგილას 4 თვე.


კენკროვანების ნაყენები – ხურტკმელის ნაყენი

კენკროვანების ნაყენებიხურტკმელი – 1 კგ
ღვინო – 0.6 ლ
არაყი – 0.6 ლ
შაქარი – 300 გ
ხურტკმელი გარეცხეთ, მოაცილეთ ყუნწები, ჩაყარეთ ბოცაში და დაასხით არაყი.
გააჩერეთ 2 კვირა, გადაწურეთ და დარჩენილ ნაყოფს დაასხით 18%-20%-იანი სიმაგრის ღვინო (უმჯობესია იყოს სახლის – ვაშლის ან კომშის), გააჩერეთ 2 კვირა, გადაწურეთ, გააცხელეთ, გახსენით მასში შაქარი და შეურიეთ პირველ ნაყენს.
კარგად აურიეთ, გააჩერეთ 5-6 დღე, გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი.


გადასვლა >> ნაყენები