კაკლოვანების ნაყენები

კაკლოვანების ნაყენები.

კაკლის ნაყენი.

არაყი – 1 ლ
კაკალი – 2-3 ც
შაქარი – 300 გ
მოუმწიფებელი კაკალი, რომელსაც არ აქვს ჩამოყალიბებული სქელი ნაჭუჭი, ჩაყარეთ მინის ბოცაში, ჩაასხით არაყი და გააჩერეთ დახურულ მდგომარეობაში 1 თვე, ვიდრე სითხე არ მიიღებს მუქ-ყავისფერ შეფერილობას.
შემდეგ გადაწურეთ სხვა ბოთლში, კაკალს კი დააყარეთ შაქარი და კვლავ დააყოვნეთ 2-3 კვირა, ვიდრე შაქარი მთლიანად არ გაიხსნება.
ამგვარად მიღებული სიროფი აურიეთ ნაყენს (პირველს) და ჩაასხით ბოთლებში.


კაკლოვანების ნაყენები – კაკლის ნაჭუჭების ნაყენი

არაყი
კაკლის ნაჭუჭები
შაქარი – გემოვნებისამებრ
გატეხეთ კაკლები, გული ამოიღეთ, ნაჭუჭი კი ჩაყარეთ 3ლ-იან ბოცაში (შეავსეთ 2/3), შემდეგ კი არყით შეავსეთ 1/3. 2-3 თვის შემდეგ დაატკბეთ შაქრით.


კაკლოვანების ნაყენები – პიტნის, ანისულისა და კაკლის ნაყენი

არაყი – 2 ლ
პიტნა – 40 გ
ანისული – 40 გ
კაკალი – 40 გ
არაყში ჩადევით პიტნა, ანისული, კაკალი, გააჩერეთ 12 დღე თბილ ადგილას. შემდეგ გადააწურეთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ. დარჩენილ სქელ მასაში შეგიძლიათ კვლავ ჩაასხათ არყის პროპორციის ნახევარი და დააყოვნეთ 1 თვე სითბოში.


კაკლის ნაყენი

არაყი – 0.5 ლ
ახალი კაკალი – 400 გ
თაფლი – 1 ს/კ
ახალი კაკალი წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ მაღალი ხარისხის არაყში. გამოყენებამდე შეურიეთ თაფლი.


კაკლის უღელის ნაყენი

არაყი – 1 ლ
ფუტკრის რძე – 2 ს/კ
კაკლის უღელი
წყალი – 0.5 ლ
კაკლის უღლები ჩაყარეთ არაყში და გააჩერეთ 2-3 დღე. შემდეგ შეურიეთ გაცივებული ანადუღარი წყალი და თაფლი.


კაკლის ნაყენი (სამკურნალო)

კაკლოვანების ნაყენებიხარისხიანი არაყი – 0.5 ლ
კაკალი – 2.5 ჭიქა
ლიმონი – 5 ც
ალოეს ფოთოლი – 750 გ
თაფლი – 1 კგ
ნაღების კარაქი – 1 კგ
კაკალი, ლიმონი ქერქით (მაგრამ უკურკოდ), ალოეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპში, აურიეთ ერთმანეთში. შეინახეთ ბნელ და ცივ ადგილას.
ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების დროს მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 ს/კ, 10-15 დღე. ექიმის რეკომენდაციით მკურნალობის კურსი გაიმეორეთ 2 კვირის შემდეგ.


გადასვლა >> ნაყენები