კურკოვანების ნაყენები

კურკოვანების ნაყენები.

ალუბლის ნაყენი.

ალუბალი – 3 კგ
შაქარი – 1 კგ
არაყი – 1 ლ
ბოცაში ჩაყარეთ ალუბალი და დააყარეთ შაქარი. შემოახვიეთ ბოცას მარლა და გააჩერეთ მზეზე 6 კვირა, რათა მოხდეს ალუბლის ფერმენტაცია. შემდეგ დაუმატეთ ალუბლის წვენი, გადაწურეთ ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი და გააჩერეთ ცივ ადგილას.
ალუბალს, რომელიც დარჩება ბოცაში, დაასხით არაყი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 2 თვე ოთახის ტემპერატურაზე.
შეურიეთ მეორე ნაყენის, გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი. 5-6 თვის შემდეგ შეგიძლიათ სასმელის გამოყენება.


კურკოვანების ნაყენები – წითელი მოცვისა და ალუბლის ნაყენი

კონიაკი – 150 მლ
არაყი – 2 ლ
წითელი მოცვი – 3.5 კგ
ალუბალი – 600 გ
შაქრის სიროფი – 2.5 ლ
ლიმონის მჟავა
ბოცაში ჩაყარეთ ახალი წითელი მოცვი და ალუბალი, დაასხით რჩეული კონიაკი, არაყი და გააჩერეთ.
შემდეგ დაატკბეთ 66%-იანი შაქრის სიროფით, დაუმატეთ ლიმონის მჟავა (ნაყენის მჟავიანობა მიიყვანეთ 0.5გ/100მლ-მდე).
მიღებული ტყის ნაყენი მომჟავო-ტკბილია, სასიამოვნო მსუბუქი სიმწარით, აქვს წითელი მოცვისა და ალუბლის რთული არომატი და მოწითალო-ყავისფერი შეფერილობა.


კურკოვანების ნაყენები – ალუბლის ნაყენი

არაყი – 0.5 ლ
ალუბლის წვენი შაქრით – 250 მლ
წყალი – 250 მლ
ალუბალს მოაშორეთ ყუნწები, გარეცხეთ, ჩაყარეთ ფართოყელიან ბოცაში, დააყარეთ შაქარი ბოლომდე, დააფარეთ მარლა, ყელზე შემოახვიეთ და გააჩერეთ მზეზე 30-49 დღე.
მიღებულ ალუბლის წვენს (1კგ ალუბალზე 0.7კგ შაქარი) შეურიეთ ადუღებული წყალი და არაყი.


კურკოვანების ნაყენები – ალუბლის ყუნწების ნაყენი

არაყი – 1 ლ
ალუბლის ყუნწები – 250 გ
შაქარი – 100 გ
ყუნწები გარეცხეთ, გააშრეთ, ჩაყარეთ ფართოყელიან ბოცაში, დაასხით შაქრის სიროფი, აურიეთ, ბოცის ყელს შემოახვიეთ მარლა და გააჩერეთ ოთახში 30 დღე.
შემდეგ ბოცაში ჩაასხით არაყი, აურიეთ, გააჩერეთ 2 დღე, გადაწურეთ მარლის გამოყენებით.


ალუბლის ნაყენი

შავი ალუბალი გამოაშრეთ მზეზე.
ჩაყარეთ ბოცაში; შეანჯღრიეთ, რათა ალუბალი კარგად გადანაწილდეს და დაასხით არაყი ისე, რომ ნაყოფი მთლიანად დაიფაროს.
გააჩერეთ 12-14 დღე, გადაწურეთ, ნაყოფს კი კვლავ დაასხით არაყი და დააყოვნეთ 2 კვირა, გადაწურეთ და მესამედ დაასხით არაყი. გააჩერეთ 2 თვე, შეურიეთ 2-ჯერ გადაწურული სითხე, დაუმატეთ შაქარი გემოვნებისამებრ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი და შეინახეთ იმდენი დროით, რაც დასჭირდება.


ალუბლის ნაყენი პოლონურად

ალუბალი – 1 კგ
შაქარი – 800 გ
არაყი – 200 მლ

ქილაში ჩაყარეთ უკურკო ალუბალი და დააყარეთ შაქარი, 2-3 დღის შემდეგ ჩაასხით არაყი.
ქილას შემოახვიეთ მარლა ან ქსოვილი და გააჩერეთ თბილ ადგილას 1.5-2 თვე.
გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი.


ალუბლის ნაყენი ფრანგულად

კარგად დამწიფებულ ალუბალს ფრთხილად გამოაცალეთ კურკები, ყუნწები დაუტოვეთ, დაამოკლეთ 1 სმ-ით.
მომზადებული კენკრა გადაიტანეთ სტერილურ ქილებში, სახურავი მოარგეთ და ქილები რამოდენიმე წუთით მოათავსეთ ადუღებულ წყალში.
შემდეგ გააცივეთ და კენკრას დაასხით არაყი ისე, რომ თითქმის დაფაროს, დაუმატეთ შაქარი გემოვნებისამებრ, დარიჩინის ნატეხი, მიხაკის რამოდენიმე ბუტონი ან ლიმნის (ფორთოხლის) ქერქი.


კურკოვანების ნაყენები – ნაყენი „გამომცხვარი ალუბალი“

არაყი
ალუბალი
შაქარი
მწიფე, უკურკო ალუბალი გაანაწილეთ დაფაზე და მოათავსეთ ღუმელში, რათა ალუბალი ოდნავ დანაოჭდეს, მაგრამ არ გამოშრეს.
გააცივეთ, ჩაყარეთ და აავსეთ კასრი ან ბოცა. როდესაც ჭურჭელი მთლიანად აივსება, ჩაასხით არაყი, გააჩერეთ ცივ სარდაფში 10 დღე.
შემდეგ სითხე მთლიანად ჩაასხით ცალკე ბოცაში, კენკრას კი დაასხით არაყი მეორეჯერ, გააჩერეთ 2 კვირა, გადაწურეთ სითხე, კენკრას არაყი მესამედ დაასხით და დააყოვნეთ 7 კვირა.
შემდეგ 3-ჯერ გადანაწური ნაყენი აურიეთ ერთმანეთში, დაატკბეთ გემოვნებისამებრ, გაუკეთეთ საცობი მჭიდროდ და შეინახეთ სარდაფში.


ალუბლის ნაყენი (ძველი რეცეპტი)

არაყი
ალუბალი
შაქარი – სურვილისამებრ
დააქუცმაცეთ ალუბალი კურკიანად, ჩაყარეთ ბოცაში და დაასხით არაყი.
შემდეგ გადაწურეთ ნარევი, ბოცაში ჩაყარეთ ახალი ალუბალი და დაასხით ფილტრატი ისე, რომ ფარავდეს ნაყოფს.
ნალივკის მზაობა განისაზღვრება სისქითა და გემოს მიხედვით; თუ სირჩაში ჩამოსხმის დროს მიეკვრება კედელს სიროფის მსგავსად – ე.ი მზადაა. შეგიძლიათ დაატკბოთ სურვილისამებრ.


ქლიავის ნაყენი

მწიფე, ტკბილი ქლიავი გარეცხეთ, გააშრეთ, ამოაცალეთ კურკები, ჩაყარეთ ბოცაში (შეავსეთ 80%), დაასხით არაყი (ისე, რომ დაიფაროს ნაყოფი), გააჩერეთ ბნელ ადგილას 1 თვე.
იმისათვის, რომ ინგრედიენტები და ჰაერი კარგად შეერიოს ერთმანეთს, ყოველკვირეულად გადაწურეთ და სითხე უკანვე ჩაასხით ბოცაში.
შემდეგ გაფილტრეთ, დაუმატეთ შაქარი (1ლ ნაყენზე 200გ-ის გაანგარიშებით) და დააყოვნეთ 1 კვირა. გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი.


სლივოვიცა

გადამწიფებული, ოდნავ გამომშრალი ქლიავი (უმჯობესია უნგრული), ჩაყარეთ ბოცაში (შეავსეთ 80%-90%), დაასხით წყალი და გააჩერეთ 1.5 თვე, შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და თავზე დაახურეთ.
ქლიავს დააყარეთ შაქრის სიროფი (300 გ შაქარი 1 ლ წყალზე გაანგარიშებით; 1 ლ ნაყენს სჭირდება 400 მლ სიროფი).
ნარევი დააყოვნეთ 1 კვირა, გაფილტრეთ, შეურიეთ ადრე გადაწურული ნაყენი, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი და გააჩერეთ კიდევ 3-6 კვირა.


შავი ქლიავის ნაყენი

შავი ქლიავი გარეცხეთ, ამოაცალეთ კურკები, წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ბოცაში, დაასხით სპირტი და არაყი (600 გ ქლიავზე 0.5 ლ სპირტისა და 2ლ არყის გაანგარიშებით), გააჩერეთ 1.5 თვე, პერიოდულად შეანჯღრიეთ. ნაყენი გადაწურეთ და თავზე დაახურეთ.
ქლიავს დაასხით გადაწურული ნაყენის რაოდენობის ტოლი წყალი, გააჩერეთ  3 დღე, გადაწურეთ, შეურიეთ ადრე გადაწურულ ნაყენს და გააჩერეთ სრულ დალექვამდე, შემდეგ გაფილტრეთ, დაუმატეთ შაქარი გემოვნებისამებრ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი.
დაყოვნების დროის შესაბამისად ნალივკის ხარისხი უმჯობესდება.


გარგრის ნაყენი

ვაშლები დაჭერით, კურკებიდან ამოაცალეთ ბირთვები და დააქუცმაცეთ ისინი.
გარგარი და დაქუცმაცებული ბირთვები ჩაყარეთ ბოცაში (შეავსეთ ¾), დაასხით არაყი (დაფარეთ ნაყოფი), დაუმატეთ 7-8 ც მიხაკი და დაფშვნილი დარიჩინი, გააჩერეთ მზეზე 2-3 კვირა, შეანჯღრიეთ ყოველდღე.
შემდეგ გადაწურეთ, დაუმატეთ შაქარი გემოვნებისამებრ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი.
დარჩენილ კენკრას შეგიძლიათ დააყაროთ შაქარი (1:1) ან მოასხით თაფლი, ჭურჭელს თავზე დაახურეთ და გააჩერეთ ცივ, ბნელ ადგილას 1 წელი.
შემდეგ ნაყენი გადაწურეთ. ის იქნება სქელი, არომატული და არც ისე ძლიერი.


ატმის კურკების ნაყენი

არაყი – 1-1.5 ლ
ატმის კურკები – ½ ბოთლი
შაქარი – 400 გ
წყალი – 200 მლ
ატმის კურკები დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ ბოცაში ბოლომდე, ჩაასხით არაყი, გააჩერეთ მზეზე 4-5 კვირა, შემდეგ გადაწურეთ და დაატკბეთ.
იმისათვის, რომ ნაყენი იყოს მსუბუქი, ჯერ აუცილებლად მოამზადეთ შაქრის სქელი სიროფი, ჩაასხით მასში ადუღებული წყალი და წამოაცხელეთ შესქელებამდე, შემდეგ გადაწურეთ.


გარგრის ნაყენიკურკოვანების ნაყენები

გარგარი – 2 კგ
შაქარი – 250 გ
დარიჩინი
მიხაკი -5-6 ც
არაყი – 1 ლ
გარგრის რბილობი დაჭერით, კურკა კი დააქუცმაცეთ სანაყში, ჩააყარეთ ბოცაში.
დაუმატეთ შაქარი, მიხაკი და დარიჩინი (დანის წვერით), დაასხით არაყი და გააჩერეთ 1 თვე.
შემდეგ გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი და გააჩერეთ ბნელ, ცივ ადგილას.


გადასვლა >> ნაყენები