ქართული ღვინის ადგილი მსოფლიოში

ქართული ღვინის ადგილი მსოფლიოში.

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის ღვინის სკოლის დამფუძნებელი და მმართველი შალვა ხეცურიანის აზრით, საჭიროა განისაზღვროს საქართველოს ადგილი მსოფლიო ღვინის სეგმენტში. ამისთვის კი ის სამ სეგმენტზე საუბრობს, ეს სეგმენტებია (იხ. სქემა 1.):

 

 მსოფლიო ღვინის ინდუსტრიის სეგმენტები

  1. 🠶 “პირველი სეგმენტი – „ძველი სამყაროს ქვეყნები “: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, პორტუგალია… ამ სეგმენტს ახასიათებს დიდი ნდობა, ტრადიციები, საერთაშორისო და რეგიონული ჯიშების ეფექტური შერწყმა და ძალიან კარგი ცნობადობა არა მარტო აპელასიონების, კონკრეტული მწარმოებლების დონეზეც კი.
  2. 🠶 მეორე სეგმენტი-“ ახალი სამყარო” : აშშ, კანადა, არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ზელანდია… ის ქვეყნები, რომელთაც კომერციულ მეღვინეობაში XX საუკუნეში მიაღწიეს წარმატებას, ბევრმა მათგანმა – სულ რაღაც 20-30 წლის წინ. ისინი საერთაშორისო ჯიშებს ანიჭებენ უპირატესობას და ძველ სამყაროსთან შედარებით იაფად ყიდიან ღვინოს, რადგანაც მათ აპელასიონებსა და მწარმოებლებს არ აქვთ ისეთი ხანგრძლივი ისტორია, როგორც მაგალითად საფრანგეთს.
  3. 🠶 მესამე სეგმენტი- „რეგიონული მეღვინეობის, ამ დარგისთვის ცოტა ეგზოტიკური ქვეყნები“: უზბეკეთი, სომხეთი, უკრაინა, ისრაელი… მათი ღვინო მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ან მეზობელ ქვეყანებში იყიდება.

ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო დღეს მესამე სეგმენტში უფროა, ამ დროს, საქართველოს როგორც ძველი, ასევე ახალი სამყაროს ნიშნები აქვს.
ძველ სამყაროსთან მას გეოგრაფიული სიახლოვე და მდიდარი წარსული აერთიანებს, ახალთან – სიახლე, ნაკლები ცნობადობა ევროპულ ღვინოსთან შედარებით და ის, რომ მეტი ძალისხმევა სჭირდება ახალი ბაზრების ასათვისებლად”5
ჩემი აზრით, გამოიკვეთა საქართველო, როგორც ძველი ასევე ახალი სამყაროს ქვეყანა, მნიშვნელოვანია სწორი გეზის აღება მეღვინეობის, ტურიზმის, მარკეტინგის სპეციალისტებთან ერთად, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორის ერთიანი ძალებით მრგვალ მაგიდასთან დასხდომა და საუბარი საქართველოს სწორი ბაზრის ჩამოსაყალიბებლად, ქვეყნის იმიჯის დაგეგმვა და მომავლის პერსპექტივების ანალიზი თუ რომელ სეგმენტში გვსურს საქართველოს ხილვა მსოფლიო ასპარეზზე.

საქართველო, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის მთავარი კერა

საქართველო, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის მთავარი კერაა და ღვინის სამშობლო 8000 წლიანი ისტორიით, ამ ყველაფრის შემდეგ „ძველი სამყაროს ქვეყნების“ პირველ ადგილას შეგვიძლია მოვისაზროთ საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის თავში მდგომი.
თუმცა, ფაქტია სულ ახლახანს 2017 წლის სექტემბერში 7 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა 3-წლიანი კვლევის შემდეგ დაადასტურეს საქართველო-ღვინის სამშობლოა.
შესაბამისად პრეტენზია არ უნდა გვქონდეს ძველი სამყაროს ქვეყნებთან, მიზეზი სწორედ ეს ახალი აღიარებაა მსოფლიოს მხრიდან.
საქართველო ახალი ღვინის ბაზარია მსოფლიოსთვის, რომელსაც ღვინის სამშობლოს სტატუსი აქვს და სურს კონკურენცია გაუწიოს ძველი და ახალი სამყაროს ქვეყნებს.
ამისთვის კი საჭიროა სწორი მარკეტინგი და ქვეყნის იმიჯის გაზრდა.

ქართული ღვინის ადგილი მსოფლიოში
უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაიცნოს ჩვენი სამშობლო და კულტურა. ქვევრის ღვინო კი ახალი, ინოვაციური „ბერკეტია“ მსოფლიოში თავის დასამკვიდრებლად.
ე. ხარაიშვილი მონოგრაფიაში – ღვინის ბაზარი და მევენახეობა-მეღვინეობის დივერსიფიკაციის კონკრეტული მოდელები საქართველოში Collins, 2004; Richard M., Castaldi, Susan Cholette, Mahmood Hussain, 2006 დაყრდნობით წერს, რომ ღვინის ბაზარზე მკვლევარების მიერ ძირითადად ხუთი კონკურენტული ფაქტორია შეფასებული: ადგილობრივი ბაზრის პოზიცია, ადგილობრივი ღვინის ბაზრის ზრდის პოტენციალი, მასშტაბის ეკონომია (დანახარჯი/სარგებლის ანალიზი), ღვინის ინდუსტრიის ცვლილებისადმი ადაპტაცია, უცხოური ინვესტორების მოზიდვის პოტენციალი.
ღვინის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობა მეცნიერთა მიერ შესწავლილია ტრადიციული (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია) და ახალი (აშშ, ავსტრალია, ჩილე, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა) ღვინის მწარმოებელი ქვეყნების მიხედვით. 6

ციცი ცაცკრიალაშვილი. ღვინის ტურიზმი მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებისა დაა ხალი რესურსების გამოვლენის  შესაძლებლობა. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა. კავკასიის საერთაშორისო ა უნივერსიტეტი. თბილისი, 2019


ქართული ღვინის მენეჯმენტი და მარკეტინგი

Share this...
Share on facebook
Facebook
English English Georgian Georgian