ქართული ღვინის გზა.
ღვინის ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანმა ვაზის ნაყოფი გასინჯა და მისი გემოვნური თავისებურებების ხიბლი გაიგო.
ეს დაახლოებით 10 000 წლის წინ იყო, როდესაც ბოლო გამყინვარება დამთავრდა და ის კლიმატი ჩამოყალიბდა, რაც დღეს დედამიწაზეა.
როცა ადამიანმა ვაზის ნაყოფის დადუღების პროცესი აღმოაჩინა, ტყეში მისი მოპოვების ნაცვლად, ვაზი თავის საცხოვრებელთან ახლოს გადმოიტანა.
გვაქვს ველური და გაკულტურებული ვაზი, რაც მევენახეობაში გამოიყენება.
ვაზი მცოცავი მცენარეა, აქედან გამომდინარე, საყრდენი სჭირდება. მისი საყრდენი ხე იყო.
როდესაც ადამიანმა საცხოვრებელთან ახლოს გადმოიტანა ხეზე აუშვა.
როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით ჩვ.წ.-მდე I-II ათასწლეულიდან რკინის იარაღები უკვე არსებობდა და ადამიანებმა დაიწყეს ვაზის გასხვლა.
იმ პერიოდისთვის არქეოლოგებს სასხლავი იარაღები აღმოჩენილი აქვთ.
ადამიანი იწყებს ფორმის მიცემას, ზედმეტი ტოტების მოჭრას და უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, დაბალ საყრდენზე აშვებას.
როგორც ყველა მეცნიერი თანხმდება, ვაზის მოშინაურების პროცესი და ღვინის წარმოება მოხდა სამხრეთ კავკასიის, დღევანდელი აღმოსავლეთ თურქეთისა და დასავლეთ ირანის ტერიტორიებზე.
ერთ-ერთი ყველაზე ძველი დამადასტურებელი გახლავთ საქართველოში აღმოჩენილი ყურძნის წიპწები, რომელიც ჩვ.წ.აღ.-მდე 5-6 ათასი წლით დათარიღებულ საცხოვრებლებში ენეოლითის ხანაში იპოვეს.
წიპწის ფორმა აჩვენებს, რომ ეს გაკულტურებული ვაზის წიპწაა.
ანუ იმ პერიოდისთვის ვაზი უკვე გაკულტურებული გახლდათ.
გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV- III ათასწლეულებით.
ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი – 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა და მეტყველებს იმაზე, რომ მისი ავტორები კარგად იცნობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სახლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა.
ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა.
მეღვინეობის ამსახველი სხვადასხვა ორნამენტებიან ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავისში, იყალთოში, ზარზმაში, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. III-II ათასწ.), სადაც უნიკალური ღვინის თასები, ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელია აღმოჩენილი.
მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა და საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო ორნამენტული კომპოზიციის მიხედვით.
აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად მათრობელისითხის – ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ.
ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.
სრულიად ახლახანს (2006 წ.) მცხეთასთან აღმოჩენილ იქნა ”თამადის” პატარა ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად – ჯიხვი).
ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში.
როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველს გორდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”.
მეღვინეობის განვითარების პიკი იყო ოქროს ხანაში, XII-XIII საუკუნეში.
ამ პერიოდისთვის ვარძიაში უამრავი საწნახელი, ქვევრი არსებობდა, ტერასებზე იყო ვენახები გაშენებული.
თითქმის XIX საუკუნის ბოლომდე ყველა, ვინც კი საქართველოში ჩამოსულა, აღწერს, რომ ვაზი მთელ ტყეებშია და ამის პარალელურად ხალხს აქვს უკვე დაბლარად გაშენებული გაკულტურებული ვაზი.
XVII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში ჟან შარდენი იყო ჩამოსული.
ამიტომაც ხვდებოდად როგორც კარგ მდგომარეობას ასევე გაუარესებულსაც რადგანაც მისი სტუმრობა ომების პერიოდს დაემთხვა.
აღმოსავლეთ საქართველო სპარსეთის შემადგენლობაში შედიოდა, დასავლეთ საქართველო “დამოუკიდებელი” იყო. იმერეთში იმ დროისათვის ყველაზე ცუდი პერიოდი გახლდათ.
დასავლეთის ღვინის გასინჯვისას აღნიშნა, რომ იცოდნენ ღვინის დაყენება კარგი ღვინო ექნებოდათო.
აქ ჩანს, რომ მოუვლელი ღვინო დაალევინეს.
მაგრამ იმ დღეს, როდესაც ის სამეგრელოში ჩავიდა, ომი იყო გურიასა და სამეგრელოს შორის.
აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლ-კახეთში რომ გადმოვიდა, განაცხადა, რომ მსოფლიოში ვერსად ჭამს და სვამს კაცი წლის ნეისმიერ დროს.
ამ პერიოდისთვის აღმოსავლეთ საქართველოში უკვე სიწყნარე სუფევდა.
სპარსეთს დათმობილი ვყავდით, ომი არ იყო, ხალხს მუშაობა შეეძლო.
ქვევრი ქვეყანაში მშვიდობიანობის დროს ვენახები ყვაოდა და ღვინოც კარგი გახლდათ.
როგორც დასაწისში ავღნიშნეთ როდესაც ქვეყანა ძლიერდებოდა, მევენახეობა- მეღვინეობა და მისი ექსპორტიც ვითარდებოდა და პირიქით.
ქართული ღვინის გზა – XIX საუკუნე
XIX საუკუნეში საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა.
რუსეთის იმპერიაში 20-იანი წლებიდან სიმშვიდე იყო და რუსეთი ხელს უწყობდა მევენახეობის განვითარებას, რითაც ცდილობდა, ევროპას დაახლოებოდა და საკუთარი წარმოება განევითარებინა.
XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან ყველა თავადმა თავისი ღვინის წარმოება დაიწყო.
ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველმა გააშენა ვენახი, გონივრულად მიუდგა და დაგეგმა. როგორც აღწერენ, იმდროინდელი მასშტაბით დიდი მარანი ააშენა წინანდალში.
ალექსანდრე ჭავჭავაძის წამოწყებული საქმე მისმა შვილმა გააგრძელა. XIX საუკუნის 80-იან წლებში ალექსანდრე ჭავჭავაძის მთელი მამული იმპერატორის საკუთრებაში გადავიდა.
80 –იან წლებში მარანი უფრო გააფართოვეს, უცხოეთიდან სპეციალისტები ჩამოიყვანეს და ძალიან განავითარეს.
ღვინო წინანდალი, მუკუზანისა და ნაფარეულის წარმოება ალექსანდრე ჭავჭავაძემ 30-ინი წლებიდან დაიწყო. ალექსანდრე ჭავჭავაძის საქმე გაგრძელდა და ეს ღვინოები დღესაც არსებობს.
20 –იან წლებში, როდესაც გურია “დამოუკიდებელი” იყო, ნიკო მარის მამამ- იაკობ მარმა, რომელიც შოტლანდიელი გახლდათ, დაიწყო გურული ჯიშების წარმოება და რუსეთის ბაზარზეც გაჰქონდა ექსპორტზე, თუმცა ეს საქმე არ გაგრძელებულა გურიაში არეულობის გამო.
70-იანი წლების ბოლოს მუხრანში ბაგრატიონ მუხრანელმა დაიწყო ღვინის წარმოება, ჰქონდა ვენახები. ყველა არქმევდა იმ ადგილის სახელს, სადაც ღვინოს აწარმოებდა.
ალექსანდრე ჭავჭავაძე აწარმოებდა წინანდალს, მუკუზანს, ნაფარეულს. მისი გარდაცვალების შემდგომ უკვე -თელიანსაც.
ბაგრატიონ მუხრანელმა მუხრანში დიდი სასახლე და კარგად დაგეგმილი მარანი ააშენა, როგორც აღწერენ, ბევრ სხვადასხვა ღვინოსთან ერთად რუსეთის იმპერიაში პირველმა დაიწყო ცქრიალა ღვინის წარმოება. დღეს ბაგრატიონ მუხრანელის ამ საქმეს ორი ცნობილი კომპანია აგრძელებს: ”ბაგრატიონი 1882” და “შატო მუხრანი”. მუხრანში ქსნისა და არაგვის ხეობებს შორის გახლავთ მუხრანის ველი, სადაც სასახლეც არის და მარანიც.
XIX საუკუნეში გაჩნდა ვაზის დაავადებები.
ამერიკის კონტინეტიდან გადმოვიდა ჭრაქი, ნაცარი და ფილოქსერა, რის შემდეგაც ვენახის შეწამვლა გახდა საჭირო, მანამდე ვენახი არ იწამლებოდა.
ახლა აუცილებელია ნერგის დამყნობა. თუ არ შეწამლე ვენახი, გახმება. ამის გამო გადაშენდა ველური ვაზი, რაც ტყეში იყო. მხოლოდ მცირე მათგანი შემორჩა.
XIX საუკუნეში მევენახეობა ინერციით გრძელდებოდა, შემდეგ არეულობა დაიწყო- პირველი მსოფლიო ომი, რევოლუცია და ისევ დაეცა. მეორედ 20-იანი წლების ბოლოს აღორძინდა.
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეიქმნა ორგანიზაცია სამტრესტი, შექმნეს მევენახეობა მეღვინეობის აღორძინების მიზნით.
მის მფლობელობაში შევიდა და სახელმწიფოს მმართველობაში გადავიდა ყველა მარანი.
„სამტრეტი“ იყო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ყველა ქარხანას მართავდა და მის მენეჯმენტს განახორციელებდა.
უცხოეთში განათლებული ხალხი, მეცნიერები მუშაობდნენ, ჭკვიანურად დაგეგმეს და ყველა იმ ღვინის წარმოება განაგრძეს იმავე დასახელების ქვეშ, რაც XIX საუკუნეში იწარმოებოდა: წინანდალი, მიკუზანი, ნაფარეული, მუხრანული, სვირი და ა.შ.
უბრალოდ სახელმწიფო ფლობდა ამ ყველაფერს.
ასევე, დაუმატეს ახალი დასახელებები. მაგალითად, რუისპირში კარგი მწვანე მოდიოდა, გამოუშვეს “რუისპირის მწვანე”.
მანავის მწვანე” დღესაც არსებობს, “ენისელი” – თეთრი და წითელი ღვინოები. ეს ის პერიოდია, როდესაც საფრანგეთში ადგილწარმოშობის დასახელებები იქმნება 30-იან წლებში.
საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთში პარალელურად აწყობდნენ ამ სისტემას: ღვინოს რომ უნდა ერქვას თავისი ადგილის სახელი, ჯიში რომ ადგილთან არის დაკავშირებული და ა.შ.
ქართული ღვინის გზა – საბჭოთა პერიოდი
საბჭოთა კავშირის დროს ერთი მფლობელი ჰყავდა, მოსკოვიდან იმართეობდა და რაოდენობაზე გადავიდა ორიენტაცია და არა ხარისხზე. დაახლოებით 60-იანი წლებიდან ხარისხმა დაიწია.
იმ პერიოდისთვის საუკეთსო იყო ის ღვინო საბჭოთაკავშირში, მაგრამ არასწორი მიმართულება მიიღეს. 70- იანების ბოლოს უკვე ძალიან შეელახა რეპუტაცია ზოგადად ღვინოს.
თუმცა ქართული ღვინო ყოველთვის ელიტარული გახლდათ საბჭოთა კავშირის ღვინოებს შორის. 80-90-იან წლებში არეულობა და ომი დაერთო და საბჭოური სისტემა დაიშალა.
ქართული ღვინის გზა – 90-იანი წლები
90-იანებიდან ორიენტაცია ხარისხზე შემობრუნდა იქიდან გამომდინარე, რომ კერძო მფლობელებზეა ღვინის ბიზნესი ორიენტირებული, ლოგიკურია ხარისხზე ორიენტირი გაყიდვის თვალსაზრისით.
2000 წლებიდან ბევრი კომპანია შეიქმნა, ფული ჩაიდო, საკუთარი ვენახები გაჩნდა, რამაც ღვინის ხარისხი ასწია, ახალ მარნებთან ერთად ძველიც ააღორძინეს.
დღეს რაც კომპანიები გვაქვს, მათი ძირითადი ნაწილი 2000 წელს შეიქმნა. 2006 წელს იყო ბოლო, ფინანსური თვალსაზრისით სერიოზული დარტყმა რუსეთის ემბარგო ქართულ ღვინოზე, რუსეთში ქართული ღვინის 80%-ზე მეტი გადიოდა.
რუსეთის ბაზარს სხვა ბაზარი ვერ ჩაანაცვლებდა, მაგრამ ნელ-ნელა ფართოვდებოდა საქართველოს საექსპორტო ქვეყნების არეალი და დიდი დარტყმის მიუხედავად, სხვა ქვეყნების ათვისებას ექცევა დიდი ყურადღება. მიუხედავად იმის, რომ რუსეთში დიდი რაოდენობით ფალსიპიცირებული ღვინო გადიოდა იქ მაინც რსებობს ხარისხიანი ღვინის შეგრძნება რომელიც საქარრთველოს და ქაღტულ ღვინოს უკავშირდება და თუ არა დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა იგი მაინც სასურველ ბაზრად რჩება ქართულ იღვინისთვის.
ყველა მოცემული ისტორიული ფაქტი დასტურია დასტურია იმისა,რომ ღვინო და მისი კეთილშობილური თვისებები დადებით გავლენას ახდენადა საქართველოს იმიჯზე მსოფლიო ასპარეზზე.
მართალია ასე ჩამოყალიბებულად არ იყო მისით სიამოვნებისა და სარგებოლოის მოტანის ურთიერთ შეხამება, მაგრამ ყველა ის ნაბიჯი რაც გაიარა საფუძველი გახდა დღევანდელობისა და საძირკველი ჩაეყარა მის განვითარებას.
ქართული ღვინო პირველ ეტაპზე იყო ხსნის საშუალება, მოლხენის, კეთდღეობის მაჩვენებელი, გამორჩეულობის ნიშა.დროის ცვლილებასთან ერთად მან მიიღო რელიგიური დატვირთვა, შემდეგ უცხოელთა შთაბეჭდილების მოხდენის და მსოფლიოზე საქართველოს ცნობადობის გაზრდისა ბოლოს კი ყველა ამ სიკეთის გათვალისწინებით ფინანანსური კეთიდღეობის მიღება რათქმაუნდა ჩვენი ისტორიის, კულტურის, იმ განმასხვავებელი და განსაკუთრებული ფასეულობებისა რაც გააჩნია ქართულ ღვინოს, რისი საშუალებითაც ასე ვიწონებთ მსოფიოს წინაშე თავს.
ყველა ეს პრიორიტეტი კი წარმოდგენილი იქნება შემდეგ თავებში.
ისტორიული ექსკურსის ბოლოს კი შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველო იმდენად მდიდარი და განსაკუთრებულია თავისი თითოეული მონაკვეთით რომ გვაქვს 18 დარეგისტრირეული ადგილწარმოშობის ღვინო და მიკროზონა.
ესენია: „წინანდალი“, ვაზისუბანი“, „მანავი“, „კარდენახი“, „ტიბაანი“, „კარდენახი“, „ნაფარეული“, „ტვიში“, „ატენური“, „სვირი“, „კახეთი“, „კოტეხი“, „ქინძმარაული:, „ახაშენი“, „ყვარელი“, „მუკუზანი“, „თელიანი“, „ხვანჭკარა“.
ოლიკო მანქანაშვილი . ქართული ღვინის როლი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი . ნაშრომი შესრულებულია აგრარული მეცნიერებების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად . თბილისი 2018