ღვინის ტურიზმი და მისით გამოწვეული კეთილდღეობა 

ღვინის ტურიზმი და მისით გამოწვეული კეთილდღეობა.

არავისთვის არის უცნობი, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტების თითქმის 100% ერთხელ მაინც სინჯავს ღვინოს და ჩვენც როგორც სერვიტორებს ერთხელ მაინც მიგვყავს დესგუსტაციაზე, მიუხედავად იმისსა რა ტიპის ტურისტია.
ტურისტი რომელსაც აინტერესებს მხოლოდ არქიტექტურა ან ისტორია, ან კულტურა ერთხელ მაინც აქვს ყური მოკრული ქართული ღვინის შესახებ და სურვილი უჩნდება მისი გასინჯვის.

სწორედ ამ ინტერესის საფუძველიდან იწყება იმ რვაათას წლიანი ისტორიის მოთხრობა რითიც ვიწონებთ თავს. რაც შეეხება მიწოდებას და სერვის ეს ცალკე განსახლიველი საკითხია და ამას ოდნავ მოგვიანებით შევეხებით.
ახლა კი დავუბრუნდეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის როლი ეკონომიკაში.
ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს. რაღა თქმა უნდა ამაში ღვინოსაც თავის როლი აქვს.
დავიწყოთ პატარა მარნებით რომლებიც პირდაპირი გაყიდვის საშუალებას იძლევა და ამავდროულად კარგი ვარიანტია რეკლამისთვის რადგანაც მარანში მისული ტურისტი ღვინის ღვინის გასიჯვისას ეცნობა მისი დაყენების ეტაპებს უშუალოდ ადგილზე ხედავს ყველაფერს და მისთვის სანდოობასთან ასოცირდება დადებითად შეფასებული ღვინო და პოზიტიურად განწყობილი ტურისტი მეტი ცნობადობა, მეტი ცონობადობა კი ნიშნავს მეტ შემოსავლას.
ასე რომ ვთქვათ ყველა ეს ეტაპი თუ ნაბიჯი ერთმანეთზეა გადაბმული და უზრუნველყობს ამ სფეროს ჩამოყალიბებას და განვითარებას. რაც ყველაზე მთავარია ამ საქმით დაინტერესებული პირებისთვის შემოსავლი მოაქვს და რამდენადაც წარმატებულია მეწარმე და რამდენადაც ბევრია ქვეყანაში ასეთი ადამიანების რაოდენობა მით ძლიერა ქვეყნის ეკონომიკაც.
ეს მიმართულება დღეს საკმაოდ პოპულარულია ქართველ მეღვინეებში და მათი უმეტესობა ცდილობს მაქსიმალურად კეთილმოაწყონ თავიაანთი მარნები თუ ქარხნები რადგანაც დაინახეს რამდენად სარგებლის მოტანა შეუძლია და არა მარტო სარგებლის იგი წინ წევს მათ საქმიანობას და წარმტებულს ხდის.
თუმცაღა ვიდრე საქმე აქამდე მივიდოდა არცთუისე სახარბიელო მდგომარეოა იყო.
მეწარმეები ორიენტირებულები იყვნენ მხოლოდ ღვინს წარმოებასა და გაყიდვაზე. მათვის ეს იყო გარანტირებული შემოსავალი.
პირველ ეტაპზე ნაწილი მეღვინებისა სკეპტიკურად უყურებდა ღვინის ტურიზმისთვის შესაფერისი იფრასტრუქტურის შექმნას და საჭირო სერვისის შეთავაზებას.

ამის მიზეზი კი ფინანსური ხარჯი იყო რომელიც გარკვეულ წილად რისკებს უკავშირდებოდა.
როგორც უკვე ვთქვი დროის ცვილებასთან ერად ადმიანებიც უნდა ადაპტირდნენ გარემოსთან მათივე საქმიანობით.

სწორედ ბაზარზე მოთხოვნამ განაპირობა მცირე მარნების მოწყობა და ტურისტული ჯგუფების მიღება.
ამ მხრივ საკმაოდ კარგი მდგომარეობა კახეთის რეგიონში.
გამოირჩევა მარნების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით.

მაგალითად „თელავის ღვინის მარანი“, „ტყუპების მარანი“, „ღვინის აკვანი“, „კეროვანი“ და სხვა მრავალი.
შეიძლება ითქვას, რომღვინის ტურიზმი არის საქმიანობა, რომელიც მხოლოდ დადებითი კუთხიდან განიხილება.
იქნება ეს სოციალური, კულტურული-ისტორიული, პოლიტიკური, გართობის თუ ფინანსური სარგებლის მიღების.

საბოლოოდ მაინც მივდივართ ეკონომიკამდე.
თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ღვინის ტურიზმი ქვეყნის ეკონომიის გაძლიერების ერთერთი პრიორიტეტული საშუალებაა.

ახლა კი უკეთ განვხილოთ ჯაჭვის ყველა რგლი რომელიც ერთამენთანაა დაკავშირებული.

სოციალური

ყველა მარანისა თუ ქარხნის წარმტებული მუშაობა დამოკიდებულია პერსონალზე შესაბამისად რაც მეტია ასეთი დაწესებულებები მით მეტია დასაქმებული ადამიანი.

კულტურულ-ისტორიული

ეს ორი იმდენად არის ერთმანეთან დაკავშირებული მათი გამიჯვნა რომელიმეს არასრულყოფილებამდე მიგვივანს.
იგი წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის ყველა იმ მატერიალურ თუ არამატერიალურ სიმდიდრეს რითაც ვამაყობთ.

პოლიტიკური

ქვეყანაში სადაც ტურიზმის ეს სახეობა და არამარტო ეს, ზოგადად ტურიზმია განვითარებული, იქ სიმშვიდეა და ტურისტებისთვის სანდოა მოცემული ადგილი.
შესაბამისად მეტი მოთხოვნაც არის. რაც უფრო მეტი ტურისტია მით მეტი შემოსავალიც ჩნდება.

გართობა

ეს ის იშვიათი საქმეა სადაც საქმის კეთების დროს შეგიძლია მიიღო სიამოვნება.
რაც საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, ის არის რომ კმაყოფილი ტურისტი არამარტო მეტი ცნობადობაა, არამედ განცდა იმისა რომ შენი საქმე იდიალურად იცი და როდესაც ამისთვის ტურისტი მადლობას გიხდის დაღლა თვითკმაყოფილებში გადადის.

ღვინის ტურიზმი და მისით გამოწვეული კეთილდღეობა  – სარგებლის მიღება

ეს ის მხარეა, რომელიც მეტი მოტივაციის საშუალებას იძლევა და ცდილობ იმის გარდა რომ ტურისტი არსებულით მოხიბლო, ამავდროლად ინოვაციაც შესთავაზო.
ფინანსურად მომგებიანია ყველა ის ადგილი სადაც იყიდება კარგად შეფუთული,მაღალ ხარისხიანი ღვინო.
ასევე ღვინის ყიდვას თან შეიძლება ახლდეს სხვადასხვა ტიპის ტრადიციული აქტივობები როგორიცაა მაგალითად: ჩურჩხელის ამოვლება, საკუთარი ღვინის თავად ჩამოსხმა, პურის გამოცხობა, ჭაჭის გამოხდა, მწვადის შეწვა და სხვა მრავალი ტურისსტის მოთხოვნის გათვალისწნებით.
ამდაგვარად ყველა ეს მოქმედება დაკავშირებულია სერვისთან და სერვისი სადაც არის იქ აუცილებლად ფინანსური დაინტერესება და საღგებელიც მაღალია.
ასეთი მოქმედების საშუალებას კი იძლევა როგორც უკვე ავღნიშნეთ ოჯახური ტიპის მარნები, შატოები, ქარხნები, ისტორიული მარნები, სამონასტრო მარნები.
საქართველოში დიღითიდღე მატულობს და იხვეწება ასეთი ობიექტების რაოდენბა როგორებიც არიან: „შატო ღვინის ტურიზმი და მისით გამოწვეული კეთილდღეობა მუხრანი“, „შუმის ღვინის მარანი“, „შატო შუხმანი“, „კერესელიძეების მარანი“, „თელავის ღვინს მარანი“, „სალხინოს მონასტრის მარანი“, „ატენის დედათა მონასტრის ღვინის მარანი“, ალავერდის მონასტრის „ბერების ღვინო“ და ასე შემდეგ.
აღნიშნული ფაქტები ცხადყოფს იმას რომ ქართული ღვინის ტურიზმი აღმავლობის პერიოდშია, ძალზედ წარმატებულად ვითარდება და იმკვიდრებს თავს მსოფლიო ასპარეზზე.
მეტი თვალსაჩინოებისთვის შესძლებელია სხვადასხავ გამოფენების მოშველიება როგორიცაა 2016 წელს ჩატაებული გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 45 კომპანიის 400-ზე მეტი ღვინო.
ამ მიმართულებით ყველაზე ძველი „ვინექსპოა“.
2017 წელის 27 სექტემბერს გაიმართა ქართული ღვინის ფესტივალები სადაც წარმოდგეილი იყვენენ საშუალო და მსხვილი მეწარმეები ვინც საშუალებას აძლევდა ღვინის მოყვარულებს თუ პროფესიონალებს დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ტიპის და წარმომავლობის ღვინოები.

ოლიკო მანქანაშვილი . ქართული ღვინის როლი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი . ნაშრომი შესრულებულია აგრარული მეცნიერებების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად . თბილისი 2018


ღვინის ტურიზმი