14 ლეგენდარული ღვინის ქარხანა მსოფლიოში

14 ლეგენდარული ღვინის ქარხანა მსოფლიოში

მსოფლიოში 300 000-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი არსებობს.
ზოგიერთ მათგანს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ლეგენდარული, რადგან ისინი უნიკალური სტილის ფუძემდებლები გახდნენ და შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი ეროვნულ და მსოფლიო მეღვინეობის განვითარებაში.

Domaine de la Romanée-Conti


ბურგუნდია, საფრანგეთი

ლეგენდარული დომენი, ისევე როგორიც ყველა ღვინის ქარხანა ბურგუნდიაში, მონარქების დახმარებით აღმოცენდა.
1232 წელს სენტ-ვივანტის სააბატომ 1.8 ჰა მიწა შეიძინა სოფელ ვონში, სადაც გააშენა ვენახები. ასე დაიწყო ისტორია დიდებული „ღვინის ფერმის“.
უკვე XVIII საუკუნეში, ამ პერიოდში ლუდოვიკო XV ფავორიტად ცნობილი მადამ პომპადური და მისი ცნობილი მტერი ლუი ფრანცუა, პრინც დე კონტი, ამ ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდნენ.
ლუი ფრანცუა პრინც დე კონტიმ დიდი რაოდენობით თანხის გადახდის შემდგომ შეძლო ღვინის ქარხნის/ფერმის საკუთრებაში ჩაგდება.
დღესდღეობით ეს დომენი ეკუთვნის ორ დიდებულ ოჯახს დე ვილენსა და ლერუას, რომლებიც მუშაობენ ბიოდინამიურად და აწარმოებენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ღვინოებს.
საშუალო ფასი ერთი ბოთლის, მონოპოლურის (რომელიც მთლიანად ერთ პატრონს ეკუთვნის) წარმოადგენს 7166 ევროს.
კლაივ კოუტსი, ერთ-ერთი წამყვანი ღვინის კრიტიკოსი აღნიშნული ღვინის შესახებ წერს: „ეს არის ყველაზე სუფთა, ყველაზე არისტოკრატული და ინტენსიური პინო ნუარის გამოჩენა, რომელიც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, იგი არ არის მხოლოდ ნექტარი, ეს არის ეტალონი, რომელიც აუცილებლად უნდა შეადაროთ სხვა ბურგუნდიის წითელ ღვინოებს.“

Schloss Johannisberg

რეინგაუ, გერმანია

Schloss johannisberg ერთ-ერთი უძველესი მარანია დღესდღეობით. როგორც თითქმის ყოველთვის ხდება, ასევე აქაც მონარქებს ღვაწლი ედოთ. 1100 წელს ბენედიქტინელებმა რაინის მაღალ სანაპიროზე ააშენეს მონასტერი და მიხვდნენ რომ მდინარისა და სამხრეთის სიახლოვე ამ ადგილს ყურძნის მოყვანისათვის არაჩვეულებრივ პირობებს უქმნიდა. 30 წლის შემდეგ აქ აშენდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ბაზილიკა, რის შედეგადაც ღვინის ქარხანას, იოჰანისბერგი, ანუ იოანეს მთა ეწოდა.
აღნიშნული ციხესიმაგრე არამხოლოდ თავისი მეღვინეობით არის სახელგანთქმული, არამედ ლამაზი ლეგენდითაც, რომლის მიხედვითაც სწორად ამ ადგილას აწარმოეს პირველად გვიანი მოსავლით ღვინო.
ისტორიის თანახმად 1775 წელს, მაცნეს რომელსაც უნდა მოეტანა საეპისკოპოსო ნებართვა რთველის მოსავლის აღების დასაწყებად, გაიჭედა გზაში, რის გამოც მოსავლის აღება 14 დღით გვიან დაიწყო, რის გამოც ამ დროის განმავლობაში ხილზე გაჩნდა კეთილთვისებიანი ობი, ბოტრიტისი.
ობის გამო წარმოქმნილმა სოკომ და ხილში შაქრის დონის მაღალმა შემადგენლობამ ღვინოს არ მისცა სიმშრალემდე დუღილის შესაძლებლობა, რის გამოც იგი აღმოჩნდა ტკბილი, ამ ფაქტმა საფუძველი დაუდო ტკბილ გერმანულ რისლინგებს.

Tenuta San Guido


ტოსკანა, იტალია

მარიო ინჩიზა დელა როკეტას ისევე როგორც ბევრ იტალიელ არისტოკრატს XX საუკუნის დასაწყისში ძალიან უყვარდა ცხენები და ფრანგული ღვინოები.
საკუთარ მამულში ზღვისპირა ტოსკანურ ბოლგერში 1948 წლიდან მანდ დაიწყო ფრანგული ჯიშების დარგვა, მოგვიანებით მისმა ვაჟმა ნიკოლომ და ძმისშვილმა პიერო ანტინორიმ იგი დაითანხმეს ღვინის საჯაროდ გაყიდვაში.
1968 წლის მოსავალი ბაზარზე 1971 წელს გამოჩნდა. რითიც ბაზარზე გაჩნდა ერთ-ერთი ლეგენდარული ღვინო Sassicaia, რომელმაც შემდგომში კულტურული სტატუსიც კი მიიღო და გახდა ტოსკანაში საკულტო სტატუსის მფლობელი.
თავდაპირველად ღვინო გამოდიოდა როგორც Vino Da Tavola , ანუ სუფრის ღვინო, მაგრამ უკვე 1994 წელს მას მიენიჭა საკუთარი დასახელებაც, Bolgheri Sassicaia DOC, ეს შემთხვევა იყო ერთადერთი იტალიაში.

Penfolds

ადელაიდა, ავსტრალია

Penfolds, ავსტრალიაში ერთ-ერთი უძველესი ღვინის ქარხანა არის, რომელიც 1844 წელს კრისტოფერ და მერი პენდფოლდების მიერ დაარსდა, რომლებიც ინგლისიდან 33 და 24 წლის ასაკში ჩამოვიდნენ.
კრისტოფერი იყო თერაპევტი, რომელსაც სჯეროდა ღვინის სამკურნალო თვისებების შესახებ, სწორედ ამიტომ მან იყიდა მიწა ადელაიდას რაიონში და ჩათესა ყურძნის ნერგები.
იმის გამო რომ კრისტოფერს ძირითადად უწევდა ექიმის სტატუსში ყოფნა, მერი იძულებული იყო საკუთარ თავზე აეღო მეღვინეობის დიდი ნაწილი.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იგი დარჩა კომპანიის სათავეში, შემდგომ კი იგი თავის ქალიშვილს და მის მეუღლეს გადასცა.
1951 წელს გამოჩნდა ლეგენდარული Penfolds  Grange Hermitage, მაკს შუბერტის, დიდებული მეღვინის წარმოება, რომლის შექმნაც მას შთააგონა ევროპულმა მოგზაურობამ და ბორდოს მონახულებამ.
შირაზზე დაფუძვნებულმა კაბერნე სოვინიონის მცირე ნაწილებით შემდგარმა ღვინომ იმ პერიოდში ვერ მოიპოვა პუბლიკისა და კრიტიკოსების სიმპატია.
შუბერტი წლების განმავლობაში თავის ღვინოს ქარხნის მფლობელებისგან ფარულად აწარმოებდა.
რის შედეგადაც დღესდღეობით აღნიშნული ღვინო საკულტო ღვინოთა სიაში შევიდა და კოლექციონერების სურვილის დიდ ობიექტად იქცა.

Vega Sicilia

რიბერა-დელ-დუერო, სიცილია

Vega Sicilia დონ ელოი ლეკანდა ჩავესის მიერ 1864 წელს დაარსდა და იტალიურ სიცილიასთან არაფერი საერთო არ აქვს, სახელი დიდი ალბათობით წმ. სესილიადან მომდინარეობს, რიმლის საპატივსაცემლოდაც  რიბერე-დელ-დუეროში სახელი რამოდენიმე სოფელს ეწოდა.
დონ ლეკანდა იყო საფრანგეთისა და ბორდოსფერი ღვინოების ფანი, რის გამოც საზღვარგარეთ სტაჟირების შემდეგ, საკუთარ მამულში დათესა ფრანგული კაბერნე სოვინიონი და მერლო, რომლებიც ტემპრანილოსთან ერთად დღემდე შეადგენენ ლეგენდარული ღვინოების ასამბლეის მნიშვნელოვან ნაწილს.
1982 წელს რეგიონმა მიიღო სტატუსი DO, ამავე დროს ქარხანა შეიძინა ალვარესის ოჯახმა, რომელიც Vega Sicilia-ს ტრადიციებს დღემდე აგრძელებს.
ღვინის ქარხანა ცნობილია ძველი ვაზებით, რომლებიც მცირე რაოდენობის, თუმცა ხარისხიან ყურძენს ისხავს, რომელიც ღვინის გამძლეობით გამოირჩევა.

Catena Zapata


მენდოსა, არგენტინა

ნიკოლა კატენა, იტალიელი ემიგრანტი იტალიაში 1898 წელს ჩამოვიდა. მეოცნებე და ოპტიმისტმა ნიკოლამ 1902 წელს მენდოზაში მალბეკის ვაზის ნერგები დათესა, რომლის შესახებაც არგენტინაში არავინ იცოდა.
კატენის ოჯახის წევრებმა და მისმა თაობამ მიუხედავად ამ ვაზის ჯიში არაპოპულარულობისა არ შეწყვიტეს ნიკოლას მიერ დათესილი ჯიშის პოპულარიზაცია და XX საუკუნის ბოლოს მათმა ძალისხმევამ შედეგიც გამოიღო.
ნიკოლა კატენის მესამე თაობის წარმომადგენელი, საპატა სწავლობდა ეკონომიკას და გარკვეული დრო გაატარა კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტში.
იქ მან აღმოაჩინა კალიფორნიული ღვინოები და სამშობლოში დაბრუნდა ძლიერი იდეით, რომ არგენტინელი მალბეკი აეყვანა მსოფლიოს უდიდესი ღვინოების რანგში.
მან დაიწყო საუკეთესო ადგილების ძიება, რის შედეგადაც სამყაროს წარუდგინა მაღალმთიანი რეგიონი, გუალტალარი, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მეტრზე იმყოფება.
კოლეგებს მისი იმედი არ ჰქონდათ და წარმოუდგენლად ეგონათ ის ფაქტი, რომ ასეთ მაღალ ადგილას შესაძლებელი იქნებოდა მეღვინეობის წამოწყება.
თუმცა 1994 წელს, უკვე გამოშვებული იქნა პირველი ვინტაჟი, რომელმაც რობერტა პარკერისგან დიდი შეფასება მიიღო.
არგენტინამ პირველად გამოანათა მეღვინეობის მსოფლიო სცენაზე.

Cloudy Bay

მალბორო, ახალი ზელანდია

ღვინის ქარხანა Cloudy Bay 1985 წელს დაარსდა, რომლის სახელწოდებაც მოდის იქვე არსებული ყურის საპატივცემლოდ ეწოდა, რომელიც ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა.
ქონების დამფუძნებელი დევიდ ჰონანი, გახდა ერთერთი პირველი ადამიანი რომელმაც გამოიგონა ახალი ზელანდიური ღვინო, „სოვინ ონა ბლანი“, რომელიც გამორჩეულია ტროპიკული არომატითა და თავისებური სიმჟავით.
აღნიშნული ღვინის ქარხანა ერთ-ერთი პირველი ღვინის ქარხანაა ახალ ზელანდიაში, რომელმაც ახალი ღვინის შექმნით მსოფლიო ბაზარზე მიიღო კრიტიკოსთაგან დიდი მოწონება.
ოზ კლარკმა, 1980-იანი წლების ბოლოს, დაწერა Cloudy Bay-ს შესახებ, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო სოვინ იონია მსოფლიოში.
2003 წელს დევიდმა ღვინის ქარხანა მიჰყიდა Veuve Clicquot შამპანურის სახლს, რომელიც LVMH ლუქს ჰოლდინგის ნაწილია.
ახალი ინვესტიციების წყალობით კომპანიამ გააფართოვა წარმოება და დღეს მისი მოცულობა, ექსპერტების აზრით, წელიწადში 1 000 000 ბოთლს აღემატება.

Opus One

კალიფორნია, აშშ

არსებობს ინფორმაცია, რომ Opus One-ის ისტორია 1970 წელს დაიწყო, როდესაც ბარონი ფილიპ დე როტშილდი და რობერტ მონდავი პირველად შეხვდნენ ჰავაიზე და იმ დროისთვის წარმოუდგენელი პარტნიორობა გადაწყვიტეს.
მათი იდეა იყო ძველი და ახალი სამყაროს მეღვინეობის ტრადიციების გაერთიანება ერთ დიდებულ ღვინოში. 1979 წლის ვონტაჟური ღვინო პირველად 1984 წელს გამოუშვეს და დიდი ენთუზიაზმით მიიღეს.
Opus One არის კლასიკური ბორდოს ნაზავი, სადაც დომინირებს კაპერნე სოვინიონი ნაპადან, დიდი ხნის განმავლობაში ის იყო ყველაზე ძვირადღირებული კალიფორნიული ღვინო, დღესდღეობითაც იგი გამოირჩევა თავისი ფასით, რომელიც 377$ შეადგენს.

Klein Constantia

კონსტნაცია, რუმინეთი

აღნიშნული ღვინის ქარხანა დაარსდა 1685 წელს საიმონ ვან დერ სტელის მიერ, მაშინდელი კეიპის კოლონიის გუბერნატორის მიერ.
მან თავიდანვე აღიარა ადგილობრივი ნიადაგის პიტენციალი, ლეგენდის თანახმად, მამულს გუბერნატორის მეუღლის სახელი ეწოდა, თუმცა, ბევრი თვლის, რომ კონსტანცია არის გემის სახელი, რომლითაც ვან დერ სტელი სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა.
მისი მამულის ღვინოებმა პოპულარულობა XVII საუკუნეში კლეტების ოჯახის დახმარებით მოიპოვა.
სწორედ მათ დაიწყეს ვაზზე გამომშრალი გვიან დაკრეფილი მუსკატისგან ტკბილი ღვინის წარმოება.
ისინი ამბობენ, რომ ნაპოლეონ ბონაპარტს ისე უყვარდა ეს ღვინო, რომ ყოველწლიურად 1126 ლიტრ ნექტარს უკვეთავდა წმ ელენეს კუნძულზე გადასახლებისას მთელი პერიოდის განმავლობაში და სიკვდილის ბოლო დღეებში ყველაფერზე უარს ამბობდა, გარდა კონსტანციით სავსე ჭიქისა.
XX საუკუნის შუა ხანებში ქარხანა დაშლის პირას იყო, ვინ დე კონსტანსის პირველი ვინტაჟი გამოვიდა 1986 წელს და მაშინვე მოიპოვა კრიტიკოსების ყურადღება და მაღალი შეფასება.

Viña Errazuriz

აკონკაგუა, ჩილე

დონ მაქსიმილიანო ერაზურიზი იყო ბასკური წარმოშობის ჩილელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი.
1970 წელს იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაერგო 300 ჰა ვაზი აკონკაგუას ველზე, სანტიაგოს ჩრდ. მხარეს.
რომელსაც შემდგომ მისმა ვაჟმა 700 ჰა ვაზი დაამატა, რის შედეგადაც იმ პერიოდში ეს იყო უდიდესი ვენახი მსოფლიოში, რომელსაც მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა.
დღესდღეობით მისი მფლობელი არის ედუარდო ჩედვიკი. 2018 წელს იგი დასახელდა წლის ადამიანად, „მისი ინოვაციური ხედვისა და გამძლეობის გამო, რამაც ხელი შეუწყო ჩილეს ღვინის გლობალურ ასპარეზზე გაყვანას“.
მისი Seña და Viñedo Chadwick საკულტო ბრენდებს შორისაა, ხოლო Errazuriz-ის ბრენდი მსოფლიოში ოცი ყველაზე პატივცემული ღვინის ბრენდიდან ერთ-ერთია.

Haut-Brion

ბორდო, საფრანგეთი

ამ ადგილას პირველად ვაზის გაშენების შესახებ ცნობები 1423 წლით თარიღდება მაგრამ დაარსების ოფიციალურ თარიღად 1533 წელია მიჩნეული, რაც მას უძველესს ხდის ბორდოში. შატო Haut-Brion გახდა ღვინის მარკეტინგის პიონერი და პირველი ცნობილი ღვინის ბრენდი.
ამ ღვინის შესახებ პირველი მოხსენიებები ნაპოვნია ინგლისელი მეფეების წიგნებში და სასამართლოს წევრთა დღიურებში.
1666 წელს შატოს მაშინდელმა მფლობელმა ფრანსუა ოგიუსტ პონტაკმა ლონდონში ტავერნაც კი გახსნა, რომელმაც ინგლისის დედაქალაქის ყველაზე მოდური ადგილის რეპუტაცია მოიპოვა.
1787 წელს თომას ჯეფერსონი ეწვია ჰოტ-ბრიონს, მაშინდელი აშშ-ის ელჩს საფრანგეთში და აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს.
მან სახლში გასაგზავნად ადგილობრივი ღვინის 6 ყუთი იყიდა,  ეს იყო პირველი იმპორტის შემთხვევა ასეთი დონის ღვინის აშშ-ში. 1885 წელს პარიზში ჩატარდა ბორდოს შატოების გამოფენა.
სწორედ ამ დროს Haut-Brion შევიდა პირველ და უმაღლეს კლასში სამ სხვა დიდ მწარმოებელთან ერთად და დღემდე რჩება ბორდოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ღვინოდ.

Quinta do Noval

დორუ, პორტუგალია

Quinta do Noval-ს, სხვა ღვინის ქარხნებისგან განსხვავებით, არ აქვს საწარმოო ობიექტები, რადგან 1981 წელს ხანძრის შედეგად ისინი დაიწვა, თუმცა მაინც აწარმოებს და აძველებს ღვინოებს დორუს ხეობაში, მთავარი მეღვინეების განკარგულებაშია ექსკლუზიურად A კატეგორიის ვენახები, რაც ყველაზე მაღალია მეღვინეობაში.
Quinta do Noval ცნობილი გახდა იმით, რომ 1931 წელს, დიდი დეპრესიის დროს, მან გამოსცა განსაკუთრებული ვინტაჟის ტიპის ღვინო, რითიც მოიპოვა ნდობა ინგლისელ და ამერიკელ მყიდველებთან, Quinta-მ გამოუშვა ამ ათასწლეულის ორი ღვინო – კლასიკური Quinta do Noval და Quinta do Noval Naçional, რომელიც მოგვიანებით საუკუნის პორტ ღვინოდ აღიარეს.
Naçional-ის თავისებურება ის არის, რომ ყურძენი მოდის საკუთარ ფესვებზე მოყვანილი ვაზისგან და არა ამერიკულ საძირეზე დამყნობილისაგან.

Oremus

ტოკაი ჰედილაია

ღვინის ქარხნის სახელწოდება მომდინარეობს ამავე სახელწოდების ვენახიდან, რომელიც ცნობილია ჯერ კიდევ XIII საუკუნიდან და დღეს კლასიფიცირებულია, როგორც გრანდ კრუ.
ოდესღაც ამ ადგილას იყო მონასტერი, საიდან გამომდინარედაც შესაძლოა ითქვას რომ აქ მოღვაწე ბერებს შესაძლოა დაეთესათ ამ ადგილას ვაზები და ვენახებისათვის ორემუსი ეწოდათ, რაც ლათინურად სიტყვა „ვილოცოთ“ ნიშნავდა. ლეგენდის თანახმად სწორად ამ ადგილას შეიქმნა პირველად ტკბილი ტოკაის ღვინო, რომელიც გვიან დაკრეფილი ყურძნისგან დაიწურა, რადგან თურქების შემოსევამ, ყურძნის დაკრეფა შეაყოვნა, რის გამოც იგი კეთილსინდისიერი ობით დაიფარა. მამულის მაშინდელმა პატრონმა, მატე საპში-ლაცკომ, გვიან დაკრეფილი ყურძნისაგან დაწურული ღვინო, 1631 წლის აღდგომას წარუდგინა პრინც რაკოჩის მეუღლეს, ჟუზანა ლორანტფის, რითიც საფუძველი ჩაუყარა ტოკაის ღვინოების უნიკალურ სტილს.
1993 წლიდან ქარხანა ეკუთვნის ალვარესის ოჯახს, 2001 წლიდან ქარხანამ დაიწყო ახალი მშრალი ღვინის გამომუშავება, ამავე სახელწოდების ვენახის ღვინო, მუხის კასრებში დაძველებული, ინარჩუნებს ჯიშის საფირმო მჟავიანობასა და უნიკალურ ვულკანურ კვამლს.

Ruinart

საფრანგეთი

დომ ტიერი რუინარტი ისევე როგორც დომ პერინიონი, ბერი და ისტორიკოსი იყო, მაგრამ ასევე დაინტერესებული იყო მეღვინეობით.
1729 წელს, კანონის მიღების შემდეგ, რომლის თანახმადაც ღვინის ბოთლებით გადატანა გახდა დაშვებული მისმა ძმისშვილმა ნიკოლას რუინარდმა დააარსა პირველი შამპანური სახლი, რომელიც სპეციალიზირებულია მხოლოდ ცქრიალა ღვინოზე.
თავდაპირველად ღვინო საჩუქრად იგზავნებოდა ნაჭრებისა და ქსოვილების მყიდველებთან, თუმცა მას შემდეგ რაც 1735 წელს კომპანიამ წარმატების ტალღა დაიჭირა, საბოლოოდ გადავიდა ღვინის მწარმოებლობაზე.
1768 წელს დომმა იყიდა მიწისქვეშა სარდაფები შამპანურის ბოთლების შესანახად.
სარდაფები მიეკუთვნებოდა გალო-რომაულ ეპოქას, რის გამოც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე გრძელ სარდაფებად ითვლება, აღსანიშნავია ასევე თავად ბოთლთა ფორმებიც, რომლებიც ქოთნისებრი ფორმის იყო და ხელით მზადდებოდა.