ღვინის მსოფლიო ისტორია

ღვინის მსოფლიო ისტორია

ღვინოს აქვს საკმაოდ გრძელი ისტორია, აქვს.მისი ფესვები ღრმადაა ისტორიაში გადგმული და დღესაც აგრძელებს განვითარებას.
ღვინის წარმოება შესაძლებელია ყველა კონტინენტზე, ანტარქტიკის გარდა.

საქართველო არის ღვინის სამშობლო

ღვინის წარმოების ხელოვნება და დამზადების ტექნოლოგია ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქაში არსებობდა.
2016 წელს მეცნიერულად დამტკიცდა, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო.
მარნეულის მუნიციპალიტეტში გადაჭრილის გორაზე, აღმოაჩინეს კერამიკული ჭურჭელი ღვინის ნარჩენებით, რომელიც თარიღდება ჩვენ წელთაღრიცხვამდე 8000 წლით (დ. ლორთქიფანიძე, საქართველო – ღვინის სამშობლო, 2017).
შემდგომ მეღვინეობა გავრცელდა მეზობელ რეგიონებში – მესოპოტამიაში, კვიპროსში და საბერძნეთში.

ბერძნებს უდიდესი წვლილი მიუძღვით საქართველოდან წაღებული ღვინის დამზადების ტექნიკის დახვეწაში.

მათ მითოლოგიაში შევხვდებით ღვინის ღმერთს – დიონისეს, რაც მოწმობს ბერძნების მიერ ღვინის კულტის მაღალ დონეზე აყვანას.
ეს სასმელი ითვლებოდა პრივილეგიად საზოგადოების მაღალი კლასებისათვის.
ანტიკური საბერძნეთის ზეგავლენით, იტალია და სიცილია გახდნენ ერთ-ერთი პირველი ვენახების მფლობელი რეგიონები, რომლებმაც, რა თქმა უნდა, სწრაფად აითვისეს და განავითარეს ყურძნის დაწურვის ხელოვნება.
მდიდარი რომაელი ვაჭრები და “კეთილშობილთა” კლასები სადილზე აუცილებლად მიირთმევდნენ ჭიქა ღვინოს.

ქრისტიანობის ზრდის შემდეგ, ღვინო ზიარების ნაწილიც გახდა.

 შესაბამისად, კათოლიკე ბერ- მონაზვნები აქტიურად ჩაერთნენ ვაზის რეკულტივაციაში და ცდილობდნენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიის დახვეწასა და განვითარებას, ეწეოდნენ ვაჭრობას. სწორედ ეს ბერები გახდნენ ევროპის უდიდესი ღვინის მწარმოებლები. მათ მოიცვეს მთელი საფრანგეთი. ფრანგმა არისტოკრატებმაც დაიწყეს სადილზე ღვინის მირთმევა.

XVIII-XIX საუკუნეები “ოქროს ხანად” სახელდება ევროპაში ტექნიკის დახვეწისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით. სწორედ ამ დროს გამოჩნდა პირველი ჩამოსხმული ღვინო საცობიან ბოთლში. საოცრად იხვეწებოდა საფრანგეთის რეგიონები, განსაკუთრებით ბორდო.

ევროპის მიღმა, ღვინო XV საუკუნეში იღებს სათავეს, როდესაც ესპანელებმა პირველად იმოგზაურეს მექსიკასა და ბრაზილიაში. ჩილეში დაარსდა პირველი ღვინის ქარხანა 1554 წელს. ამ დროს ესპანელმა მისიონერებმა იმოგზაურეს არგენტინაშიც და დასახლდნენ ქალაქ მენდოზაში, სადაც გააშენეს ყურძენი.

ფრანგებმა მოახდინეს ვაზის კულტივაცია ვირჯინიაში.

არსებობს ფაქტები, რომ მე-17 საუკუნეში ფრანგებმა მოახდინეს ვაზის კულტივაცია ვირჯინიაში. თუმცა, 1562  წელს, ასევე ფრანგებმა, ამერიკაში ჩაიტანეს  ღვინო.

სამხრეთ აფრიკაში ღვინო მე-17 საუკუნის შუა ხანებში დააყენეს. ხოლო 1796 წელს ესპანელმა მისიონერმა ჯუნიპერო სერამ იმოგზაურა მექსიკიდან კალიფორნიაში და აშშ-ს პირველი ღვინის ქარხანაც სწორედ ამ დროს გაიხსნა.

ავსტრალიაში ღვინო 1788 წელს ჩავიდა, ხოლო 1832 წელს ჯეიმს ბასბიმ გააშენა პირველი ვენახი.

ჩინეთი იყო ბოლო ქვეყანა

ჩინეთი იყო ბოლო ქვეყანა, რომელიც ჩაერთო ღვინის ინდუსტრიაში. თავდაპირველად მხოლოდ ფრანგების მიერ წარმოებული ღვინის იმპორტი ხორციელდებოდა მათ ბაზარზე, ხოლო შემდგომ და დღეისჩათვლით ჩინეთი უკვე ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა.

https://alco.medgeo.net/

დღეს ღვინის წარმოება ითვლება როგორც მეცნიერებად, ასევე ხელოვნებად. გამოიყენება უამრავი თანამედროვე ტექნოლოგია. დიდი კომპანიები მუშაობენ იმაზე, რომ გაზარდონ ხარისხი და მიწოდების ეფექტურობა, რათა სრულიად დააკმაყოფილონ მოთხოვნები.
სოფიკო სამადაშვილი . ღვინის ტურიზმის გეოგრაფია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში . სამაგისტრო ნაშრომი . თბილისი, 2018