ყურძნის ტოპ-10 სორტი

ყურძნის ტოპ-10 სორტი

არჩილ შენგელია
სტატიას წარმოგიდგენთ მარანი  „გენი“

  1. აირენი 47

ესპანეთში ფართოდ გავრცელებული თეთრი საღვინე ყურძენია. გამოიყენება ხერესის ბრენდის წარმოებისთვის, ციტრუსოვანი ტონების მქონე მსუბუქი თეთრი ღვინოების დასამზადებლად (რომელსაც მიირთმევენ ახალგაზრდებს), ასევე ურევენ ძლიერ შეღებილ წითელ სორტებში, რათა შექმნან ნაკლებად შეფერილი ღვინო.

 

  1. გრენაში 4.34

უძველესი საღვინე გამოყენების ყურძნის ჯიშია. ნაყოფი არის მუქი შეფერილობის.
ფართოდაა გავრცელებული რუსილონში, სადაც იყენებენ გრენაშ ბლანთან და გრენაშ გრისთან ერთად ცნობილი ადგილობრივი გაძლიერებული ტკბილი ღვინოების დასამზადებლად. პოპულარულია ესპანეთში.
სორტი იძლევა მწიფე ვარდისფერ ან წითელ ღვინოს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს ან ალკოჰოლს.

  1. სულთანა 4.02

მიიჩნევენ, რომ სულთანას სამშობლო არის სამხრეთ სომხეთი და ირანი. ნაყოფი თეთრია.

  1. უნი ბლანი 3.44

 უნი ბლანი არის დამწიფების საშუალო პერიოდის მქონე ფრანგული საღვინე ჯიში ყურძენი.
გავრცელებულია საფრანგეთში, იტალიაში.
უნი ბლანი გამოიყენება თეთრი სუფრის ღვინოებისა და კონიაკის საღვინე მასალების დასამზადებლად.

  1. კარინიანი21

ყურძნის ეს საღვინე ჯიში გავრცელებულია საფრანგეთში, გვხვდება ესპანეთში, კალიფორნიაში, ავსტრალიაში. ნაყოფი მუქი შეფერილობისაა.
იძლევა ძლიერი ტანინების მქონე მაგარ წითელ ღვინოებს.

  1. რქაწითელი 3.21

ყურძნის ქართული ჯიშია. მორფოლოგიური ნიშნებითა და ბიოლოგიური თვისებებით ის მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიული ჯგუფის ყურძნის ჯიშებს. მოსავალს იყენებენ თეთრი სუფრის ღვინოების დასამზადებლად.

  1. მერლო 1.66

მერლო (ფრანგ. „შავი შაშვი“) – ყურძნის ფრანგული ტექნიკური ჯიშია, გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ალჟირში, რუსეთის სამხრეთში. ყურძნის მოსავალს იყენებენ მაღალხარისხიანი სუფრისა და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად, ასევე კუპაჟში სხვა წითელი ღვინოებისა და წვენების გასაუმჯობესებლად.

  1. პრაისი 64

ყურძნის სწრაფად დამწიფებადი იზაბელას ტიპის სუფრის საღვინე ჯიშია. აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ შტატებში პრაისი შეფასებულია, როგორც იზაბელას სორტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, რომელიც გამოიყენება ახალი სახით და აგრეთვე წვენების დასამზადებლად.

  1. კაბერნე-სოვინიონი

კაბერნე-სოვინიონი (Cabernet Sauvignon) – ყურძნის ფრანგული ტექნიკური ჯიშია, გავრცელებულია ბორდოში. ყურძნის მოსავალს ძირითადად იყენებენ სამარკო წითელი სუფრის ღვინოების დასამზადებლად, ასევე კუპაჟში მაღალხარისხიანი საშამპანურე საღვინე მასალებისა და წვენების მისაღებად.

  1. სანჯოვეზე 1.45

სანჯოვეზე (Sangiovese) – საღვინე ყურძენია, გავრცელებულია იტალიაში, გვხვდება მსოფლიოს მრავალ სამეღვინეო რეგიონში. სანჯოვეზეს ჯიშის ყურძნისგან აწარმოებენ შავი ქლიავისა და ალუბლის არომატების მქონე პიკანტურ წითელ ღვინოებს. ხშირად საჭიროა დაყოვნება, რათა ღვინომ მიაღწიოს თავის პიკს.

https://dekatop.com/archives/4475