ცნობილი ვენახები და პროვინციები

ცნობილი ვენახები და პროვინციები

არჩილ შენგელია
სტატიას წარმოგიდგენთ მარანი  „გენი“

ყველა, ვისაც ერთხელ მაინც აქვს ნანახი ვენახი აღიარებს, რომ ეს არის საოცარი სანახაობა. დროა საკადრისი პატივისცემა გამოვხატოთ არა მხოლოდ ვენახების პლანტაციების პროდუქციისადმი, არამედ თვითონ მეღვინეობის რეგიონებისადმი.

ფრანგული პროვინცია – შამპანი

შამპანი ფლობს მსოფლიოში ცქრიალა ღვინის უმსხვილესი მწარმოებლის ტიტულს. ეს ტერიტორია მთლიანად არის დაფარული ყურძნის მინდვრებით, რომლებზეც იზრდება ასობით სხვადასხვა სორტი.

შამპანის ცნობილ ვენახებს წარმოადგენს:

  • მონტან-დე-რეიმსი

ვენახი მოფენილია უშუალოდ ბორცვის დამრეცზე. ასეთი წარმატებული ადგილმდებარეობა იძლევა ნოყიერი, ძალიან ღრმა გემოს მქონე მუქი ღვინის გაზრდის საშუალებას. ამასთანავე, ვენახის საფუძველს წარმოადგენს პინო ნუარი.

  • კოტ-დე-ბლანი

ამ ტერიტორიაზე იზრდება ვენახი, რომელიც წლიდან-წლამდე ხდება საფრანგეთში ყველაზე პოპულარული ღვინის მომზადების საფუძველი. ყურძნის ძირითადი სორტია – შარდონე.

  • მარნას მინდვრები

ამ ტერიტორიის საფუძველი გახდა ყურძენი  პინო მენიე, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო ხშირად ხდება ხილის და ძალიან ნოყიერი ხილის ღვინოების საფუძველი.

ნაპას ხეობა აშშ-ში

ეს არის ტერიტორია კალიფორნიაში, რომელსაც იყენებენ სამეღვინეო საჭიროებებისთვის და ცნობილია იმით, რომ აშშ-ს აჩუქა პირველი და ძალიან წარმატებული ფართობი საუკეთესო მოსავლის გასაზრდელად. უშუალოდ ნაპას ხეობის წყალობით აშშ-ში გაჩნდა ყურძნის ბრენდისა და ღვინის მომზადების საშუალება.

მთლიანი ტერიტორია კერძო საკუთრებაა და ეკუთვნის რამოდენიმე მწარმოებელს: რობერტ მონდავი, ჰარლან ისთეითი და შატო მონტელენი.

ნიადაგის მაღალი ნაყოფიერების გამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ აქ მიწა მდიდარია და მასში გაფანტულია ვულკანური ფერფლი, რის გამოც ყურძენი ეფექტურად იზრდება.

იტალიური ტოსკანა

ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ თავისი უგემრიელესი ღვინოებით (კიანტი კლასიკო, კარმინიანო და ბრუნელო), არამედ თვალწარმტაცი პეიზაჟებითაც, რომლებიც გვხვდება ყოველი ფეხის ნაბიჯზე.

ტოსკანის ყველაზე ცნობილი და მეღვინეობის გამორჩეულად ლამაზი ზონებია:

  • კიანტი
  • მონტეპულჩანო
  • მონტალჩინო

საშუალო სიდიდის სოფელმა მონტალჩინომ, რომელიც გახდა ტოსკანაში ყურძნის გასაზრდელი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, თავისი სახელი მიიღო მისგან არც თუ ისე შორს მდებარე სენტ’ანტიმოს სააბატოსგან. სწორედ აქ, 1870 წელს მეღვინე ფერუჩო ბიონდი სანტიმ დაიწყო მისი პირველი ღვინის წარმოება სანჯოვეზეს ყურძნისგან. დღეისათვის, ამ ტერიტორიის ვენახები გვთავაზობენ აგრეთვე მუსკატს, რომელიც ხდება კარგი და მსუბუქი ღვინოების საფუძველი.

მოზელის რეგიონი, გერმანია

ყურადღებას იმსახურებს გერმანული ვენახებიც, განსაკუთრებით მოზელის ტერიტორია, რომელიც განლაგებულია მდინარე ტრირის მრუდეებში. უხვი მზე და წყალი იძლევა ათეულობით სხვადასხვა სორტის გაზრდის საშუალებას, რაც გახდა მნიშვნელოვანი უპირატესობაამ გერმანული სამეღვინეო რეგიონისთვის.

მოზელის ტერიტორიის ნაწილს იკავებს რისლინგის სორტი, რომლის გაზრდაც აქ დაიწყეს მე-15 საუკუნიდან. თუ გაყვებით მდინარეს, შეხვდებით ერთბაშად რამოდენიმე ვენახს:

  • Klusserath, რომელიც ცნობილია თავისი დახვეწილი მოსავლით
  • Trittenheim
  • Laurentiuslay

ამ მიწის დიდი ტერიტორია ეკუთვნის Milz-ების ოჯახს, რომელიც ყურადღებით აკვირდება რეგიონის პროდუქციის ხარისხს და ინარჩუნებს გერმანული მეღვინეობის სტატუსს უკვე რამოდენიმე ათეული წელია.

ცნობილი ვენახები და პროვინციები

შორეული ავსტრალია და ბაროსას რეგიონი

ბაროსას მეღვინეობის რეგიონი ცნობილია როგორც უმსხვილესი ავსტრალიაში არსებულ რეგიონებს შორის. ტერიტორიის ვენახები გაფანტულია ბორცვებსა და კლდეებს შორის. ვინაიდან ამ რეგიონში ზაფხული ძალიან ცხელი და მშრალია, ღვინის მწარმოებლების უმრავლესობა უარს ამბობს Shiraz-ის ყურძნის გაზრდაზე და უპირატესობას ანიჭებენ Cabernet-ს.

ირონიულად, სწორედ ბაროსას Shiraz გახდა ცნობილი და უფრო პატივსაცემი სტილის, ვინაიდან სასმელის განსაკუთრებულობას წარმოადგენს ნოყიერი და პიკანტური ნოტები, ასევე შოკოლადის შეფერილობა.