ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული წითელი ღვინო მსოფლიოში

ყველაზე ძვირადღირებული წითელი ღვინო მსოფლიოში

არჩილ შენგელია
სტატიას წარმოგიდგენთ მარანი  „გენი“

ძვირადღირებული ღვინო არ არის უბრალოდ დახვეწილი გემოსკენ სწრაფვა, რომელიც გაიძულებს ექსკლუზიური ღვინის ბოთლის შეძენას. ბრენდული ღვინოები – ჭეშმარიტად კარგი ინვესტიციაა.
CNBC იტყობინება, რომ The Knight Frank Luxury Investment Index-ის მონაცამებით ღვინო სინამდვილეში არის ერთ-ერთი საუკეთესო ელიტური აქტივი შემოსავლიანობის მაღალი მაჩვენებლით. მან გაასწრო ხელოვნების ნიმუშებს, საიუველირო ნაკეთობებს, მონეტებსა და ფუფუნების სხვა საგნებს.
კარგი ღვინოები დროთა განმავლობაში ხდებიან საუკეთესოები, მათი ფასები კი მხოლოდ და მხოლოდ იმატებს. მოსალოდნელია, რომ იშვიათი ეგზემპლარების ღირებულება ხანგრძლივი დროის განმამვლობაში გაიზრდება.
მიუხედავად ამისა, საშუალო დონის ღვინის ინვესტორისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი ღვინის ბოთლების მიღების შანსი იმდენივეა, რამდენიც საჰარაში თოვლის მოსვლა.
ეს ღვინოები ან არ იყიდება (ვინაიდან წარმოადგენენ პარტიის ერთადერთ წარმომადგენელს), ან მათ სუპერ-მილიარდელები აგროვებენ.
სიაში წარმოდგენილია 5 შედარებით დაბალფასიანი (მაგრამ ხელმისაწვდომი) და 5 იშვიათი და ყველაზე ძვირადღირებული ღვინოები.

Domaine Leroy Richebourg Grand Cru 1949 წ.

     Cote de Nutis, საფრანგეთი 5 921$

მოცემულ მამულში, რომელსაც ხელმძღვანელობს მადამ ლერუა, მზადდება შესანიშნავი პინო ნუარი და იყენებენ წარმოების ბიოდინამიკურ მეთოდს. გამოშვება არის ექსკლუზიური: წელიწადში აწარმოებენ მხოლოდ 700 ბოთლს, რომლის შეძენაც შეუძლიათ მხოლოდ მდიდარ მყიდველებს.
Richebourg ცნობილია თავისი სრული გემოთი, ხორციანი პინო ნუარით.
მისი შენახვა შესაძლებელია წლობით. მადამ ლერუა უშვებს ღვინის შესანიშნავ კოლექციებს, რომელთა გახსნაც შეიძლება განსაკუთრებულ შემთხვევებში შთაბეჭდილების მოსახდენად.
1893 წლის შემდეგ  1949 წელი იყო ყველაზე მშრალი რეგიონში და მოსავალზეც გავლენა იქონია არამდგრადმა ამინდის პირობებმა.
ვაზის ყვავილობა ხდებოდა ცივ, ნესტიან პირობებში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებდა მოსავალს. ეს კი თავის მხრივ ზრდიდა 1949 წლის პარტიის უნიკალურობას.
ამ მოსავლის ხიბლს შეიძლება დაემატოს მისი წარმოების უნიკალურობა მსოფლიო ომის შემდეგ, რაც მას ანიჭებს ისტორიულ მნიშვნელობას და უფრო მეტ ღირებულებას.


Domaine Leroy Chambertin Grand Cru 1990წ.

   Cote de nutis, საფრანგეთი 7 447$

მამული წარმოადგენს სოლიდურ ბრენდს ყველაზე ძვირადღირებული ღვინის საზოგადოებაში. ცოტათი ძვირად ვიდრე 1949 წელს, 1990 წლის მოსავალი შეაგროვეს ექსკლუზიური პინო ნუარ Chambertin Grand Cru-ს ვენახებიდან.
Domaine Leroy-ის წითელი ღვინოები ცნობილია წითელი ალუბლის, ქლიავის, მიწისა და ტკბილი სანელებლების ღრმა არომატებით.
ის ფაქტი, რომ თვითონ ნაპოლეონი მიირთმევდა ჩემბერტინს და უპირატესობას ანიჭებდა მის გაჯერებულ ლალისფერ შეფერილობას, სასმელს ჰმატებს ვინტაჟურ ნოტებს.
მამულში ასევე აწარმოებენ ჩვეულებრივ ბრენდულ ღვინოებსაც, რომელთა ფასი არის 4 288$ (წელიწადში დაახლოებით 900 ბოთლი).

Domaine Georges & Christophe Roumier Musigny Grand Cru 1990წ.

     Cote de Nutis , საფრანგეთი 11 720$

ბურგუნდიის გულში მდებარე Le Musigny-ის ვენახების პინო ნუარის ისტორია დასაწყისს იღებს ახალგაზრდა ბიჭიდან, რომელიც დაქორწინდა ადგილობრივ გოგონაზე (წარმოშობით Musigny-დან) 1924 წელს. ამ გოგონამ მზითევში მიიღო Chambolle Musigny-ის ვენახების ნაკვეთები და სწორედ აქედან არის წარმოშობით ღვინო Domaine Georges & Christophe Roumier
რა თქმა უნდა, ისტორიას არ აქვს არანაირი კავშირი ღვინის არომატთან; თუმცა ის ჰმატებს რომანტიკულ ნოტებს სიყვარულის ამ ნექტარს. ყველაზე მეტად დაგაინტერესებთ ის ფაქტი, რომ წელიწადში არ აწარმოებენ 380 მეტ ბოთლს.
1990 წელი იყო ძალიან ცხელი, თუმცა ვაზის ყვავილობა იყო ნაკლებად უხვი 1989 წელთან შედარებით.
ექსპერტების თქმით, მინიმალურმა მოსავალმა ყურძენს მიანიჭა გემოს მეტი კონცენტრაცია, უფრო სქელი კანი და ტანინების მეტი რაოდენობა.

Domaine Leroy Musigny Grand Cru 2012წ.

    Cote de Nutis, საფრანგეთი 14 436$

Musigny-ის მოსავალს აღწერენ როგორც ჯადოსნურს მინერალების ფენებით. ზოგიერთი აფასებს მას როგორც მდიდრულ ყანწს ბევრი ყვავილით, ნაზს და დელიკატურს ხავერდოვანი ტანინებით.
მიუხედავად იმისა, რომ ბურგუნდიაში 2012 წელი არ იყო იდეალური სეზონი მოსავლის ასაღებად (გაზაფხულის რამოდენიმე ყინვის, ცვალებადი ყვავილობის და გაზაფხულის გვიანი სეტყვის გამო), ზაფხულის სეზონის მშრალმა და ცხელმა დასასრულმა შექმნა მაგარი არომატი. მამულის რეპუტაციის მიხედვით, ამ ღვინის თითოეული წვეთი დასაფასებელია.

Domaine de la Romanee-Conti Romanee-Conti Grand Cru 1990წ.

    Burgundy, საფრანგეთი 21 216$

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ღვინის მწარმოებელი მამული, რომელსაც ირგვლივ DRC უწოდებენ, ჩვენს სიაში იკავებს ადგილს ძვირადღირებული, მაგრამ ხელმისაწვდომი ბრენდული ღვინოების გამო. 1990 წელი იყო კარგად დაბალანსებული მშრალი, მაგრამ ცივი გაზაფხულის გამო, რომელსაც შემდეგ მოჰყვა ცხელი ზაფხული და წვიმიანი სექტემბერი. ამ პირობებმა ხელი შეუწყვეს უხვი და ჯანმრთელი ყურძნის კარგ მოსავალს.
უფრო მეტიც, ბოლო 15 წელი იყო შესანიშნავი DRC-თვის, რომელიც ფლობს რეგიონში ძალიან ცნობად ბრენდს. ამ პერიოდში მამულმა მოიმატა 298% the Burgundy 150 Index-ში და გაიმყარა თავისი პოზიციები რეიტინგში.
DRC-ის წითელ ღვინოს კლაივ კოუთსი (ბურგუნდიული ღვინოების უმსხვილესი სპეციალისტი) განიხილავს როგორც – „პინო ნუარის ყველაზე სუფთა, ყველაზე არისტოკრატული და ყველაზე ინტენსიური მაგალითი“.

ყველაზე ძვირადღირებული საკოლექციო წითელი ღვინოები

ამ ღვინოების 1 ბოთლს აქვს უნიკალური ფასი ანუ მათი წარმომადგენელები არიან ერთადერთნი თავიანთ გვარში; შესაბამისად თითოეული მათგანი არის – კოლექციონერის ოცნება.

Cheval Blanc 1947წ. St-Emilion

     Bordeaux, საფრანგეთი 135 125$

ეს ბრენდული ღვინო წარმოადგენს ერთ-ერთს ორიდან, რომლებმაც მიიღეს A კლასის სტატუსი Saint-Emilion-ის ღვინის კლასიფიკაციაში.
3 ლიტრიანი ბოთლი გაიყიდა 2006 წელს სან-ფრანცისკოში Vinfolio-ში რეკორდულად დაბალ ფასად.
სულ გამოშვებულია 10 000 ბოთლი და დღემდე მოაღწია მხოლოდ რამოდენიმემ. ნაზავი შედგება ნახევარ-ნახევარი კაბერნე ფრანკისა და მერლოსგან.
სომელიეების აზრით, ის არის საუკეთესო შევალ-ბლანკი მე-20 საუკუნეში, რომელსაც აქვს გაჯერებული, ცვალებადი მჟავიანობის ნოყიერი ტექსტურა და მგრძნობიარე არომატი.
მოსავლის აღების წელიწადი გამოირჩეოდა ცხელი ამინდებით, ტემპერატურა იმატებდა 35 გრადუსამდე, რამაც ხელი შეუწყო შაქრის ბუნებრივად მაღალი შემცველობის მქონე უხვი კულტურის მიღებას.

Penfolds Grange Hermitage 1951წ.

    ავსტრალია, 38 420$

1951 წლის Penfolds Grange Hermitage-მ, ყველაზე ძვირადღირებულმა ავსტრალიურმა ღვინომ დაამყარა რეკორდი, როდესაც 2004 წლის მაისში ღვინის კოლექციონერმა იყიდა ის MW Wines აუქციონზე ადელაიდაში (სამხრეთ ავსტრალია).
ცნობილია მხოლოდ 12 ბოთლის არსებობის შესახებ.
ღვინო ძირითადად არის შირაზული კაბერნე სოვინიონის მსუბუქი ელფერით და ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ავსტრალიურ ღვინოდ.

Chateau lafite 1787წ.

    საფრანგეთი, 156 450$

ითვლება, რომ ეს არის ყველაზე ძვირადღირებული ბოთლი თომას ჯეფერსონის სარდაფიდან. ინიციალები THJ ამოტვიფრულია უშუალოდ მინაზე.
აშშ-ის მესამე პრეზიდენტი და ერთ-ერთი მამა-დამფუძნებელი იყო ელჩი საფრანგეთში და ბევრ დროს ატარებდა ბორდოსა და ბურგუნდიის ვენახებში, რათა შეევსო საკუთარი ღვინის კოლექციები.
ზოგიერთი სპეციალისტი სკეპტიკურად უყურებს 1787 წლის მოსავალს, თუმცა ამან არ შეაშფოთა მაგნატი-გამომცემელი მალკომ ფორბსი, რომელმაც იყიდა ამ ღვინის ეგზემპლარი 1985 წელს.
ჯეფერსონი – ცნობილი კოლექციონერი, მისი სახელი დაკავშირებულია სხვა ძვირადღირებულ მოსავლებთან: შერი 1775წ (43 500$); შატო დ’იკემი 1787წ (56 588$) და ჩვენი სიის შემდეგი წარმომადგენელი.

Chateau Margaux 1787წ.

    საფრანგეთი, 225 000$

ამბობენ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ძნელად გაყიდვადი ღვინო და კიდევ ერთი ეგზემპლარი ჯეფერსონის კოლექციიდან.
არის ასეთი ისტორია: სასტუმრო Four Season-ის  რესტორანში Margo, მიმტანს გაუვარდა ხელიდან ვახშმის დროს მისი ბოთლი, რომლის მფლობელმაც (ნიუ-იორკელი ღვინით მოვაჭრე) უილიამ სოკოლინმა, ის შეაფასა 500 000$-ად, ფასი მას შემდეგ შემცირდა „მხოლოდ“ 225 000$-მდე (თანხა, რომელიც გადაუხადა სადაზღვევომ დაქცეული ღვინისთვის).

Screaming Eagle Cabernet 1992წ.

აშშ, 500 000 $

ყველაზე ძვირადღირებული წითელი ღვინო კვლავ მიეკუთვნება ამ გასაოცარ ახალგაზრდა ღვინოს, რომელიც არის 6 ლიტრიანი ბოთლი – კაბერნე, ნაპას მინდვრებიდან.
ღვინომ შესაძლოა პირველი ადგილი დაიკავა ტექნიკური ოსტატობის წყალობით, რომელმაც მას მოუტანა რეკორდული ფასი ღვინის საქველმოქმედო აუქციონზე Napa Valley 200 წელს.
მიუხედავად ამისა, ეს ბოთლი განკუთვნილია კოლექციონირებისთვის და ახლა შეესაბამება მის ფასს იმის გამო, რომ მრავალი წლის განმავლობაში სათავეში ედგა ყველაზე ძვირადღირებული ღვინის ბარათებს და მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობდა.
თანამედროვე სამყაროში ყველაზე პრესტიჟული რეგიონი „Napa Cab” – ცნობილია არომატების მდიდარი გამით, დაყოვნებული მუხის არომატით, შავი მოცხარის, ძირტკბილას, ვანილის, კუნელისა და ჰაეროვანი შავი შოკოლადის ნოტებით.