ბოსტნეულის ნაყენები

ბოსტნეულის ნაყენები.

ჭარხლის ნაყენი.

ჭარხლის წვენი – 0.5 ლ
თაფლი – 0.5 კგ
არაყი – 0.5 ლ
ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში, გააჩერეთ ცივ და ბნელ ადგილას 3-4 დღე, პერიოდულად შეანჯღრიეთ. თირკმლიდან კენჭების გამოსადევნად მიიღეთ 1ს/კ გახსნილი ½ ჭიქა ცხელ წყალში გახსნილი, 1 თვე. ექიმის რეკომენდაციით მკურნალობის კურსი გაიმეორეთ 2 კვირის შემდეგ. ნაყენი ინახება ბნელ, ცივ ადგილას.


ბოსტნეულის ნაყენები – ვიტამინების ნაყენი

ჭარხლის წვენი – 1 ჭიქა
სტაფილოს წვენი – 1 ჭიქა
½ ლიმნის წვენი
შტოშის წვენი – ½ ჭიქა
თაფლი – 1 ჭიქა
სპირტი – 100 მლ
ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში და გააჩერეთ 3-4 დღე ბნელ, ცივ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ.
ჰიპერტონული დაავადების დროს და ზოგადად, როგორც საერთო გამაჯანსაღებელი საშუალება შეგიძლიათ მიიღოთ ჭამამდე 1 ს/კ  3-ჯერ დღეში, 1.5-2 თვე.


ბოსტნეულის ნაყენები – ნივრის ნაყენი

ნიორიბოსტნეულის ნაყენები (დაქუცმაცებული) – 350 გ
სპირტი (96%) – 200 მლ
ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში, გააჩერეთ 10 დღე. მიიღება რძესთან (1/4 ჭიქა) ერთად 3-ჯერ დღეში, 1-15 წვეთი, ყოველი მიღების დროს დოზას ზრდიან 1 წვეთით, შემდეგ აკლებენ თითო წვეთს. დარჩენილ ნაყენს იღებენ დღეში 25 წვეთს.
ნივრის ნაყენი წარმოადგენს შესანიშნავ გამწმენდ და საერთო გამაჯანსაღებელ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკებისა და ცხიმების გამოდევნას, სისხლძარღვების სპაზმის მოხსნას, აქტიურად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.


გადასვლა >> ნაყენები