თაფლის ნაყენები

თაფლის ნაყენები.

ვაშლისა და თაფლის ნაყენი.

არაყი – 1.5 ლთაფლის ნაყენები
ვაშლი – 1.5 კგ
შაქარი – 200 გ
ნატურალური თაფლი – 50 გ
წყალი – 1.5 ლ
ვაშლი ჩაყარეთ არაყში და გააჩერეთ რამოდენიმე დღე, დაუმატეთ შაქარი, თაფლი, წყალი – გემოვნებისამებრ.
მიღებულ ნაყენს აქვს: სიმძლავრე – არა უმეტეს 25 %-სა, შაქარი – 3 გ/100 მგ, მჟავიანობა – 0.23 გ/100 მლ, ფერი – ყვითელი (მსუბუქად დაჰკრავს ოქროსფერი), გემო – ტკბილ-მჟავე, არომატი – ვაშლისა და თაფლის.


თაფლის ნაყენები – თაფლის ნაყენი ბალახების საფუძველზე

არაყი – 1 ლ
თაფლი – 4 ს/კ
მუხის ქერქი – 1 ს/კ
ილის თესლი – 1 ს/კ
მშრალი ქონდარი – 1 ს/კ
ბარამბო (მელისა) – 1 ს/კ
ზუბროვკა – 1 ს/კ
აურიეთ არაყი და თაფლი, დაასხით ბოცაში ჩაყრილ ბალახებს, გაუკეთეთ საცობი, გააჩერეთ ცივ ადგილას 2-3 კვირა. გადაწურეთ, ჩაასხით ბოთლებში, დაახურეთ თავზე. შეინახეთ ბნელ, ცივ ადგილას.


თაფლის ნაყენები – არყის ნაყენი დინდგელით

არაყი – 1 ლ
დინდგელი (პროპოლისი) – 200 გ
არყის წვენი – სურვილისამებრ
დინდგელი დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ ბოთლში, დაასხით არაყი, შეანჯღრიეთ დაახლოებით 30 წთ; შემდეგ გააჩერეთ 3 დღე (პერიოდულად შეანჯღრიეთ). გამოყენების წინ სურვილისამებრ შეგიძლიათ გააზავოთ არყის წვენი.


გადასვლა >> ნაყენები