ხილის ნაყენები

ხილის ნაყენები.

ხილის ასორტის ნაყენი.

არაყი – 400 მლ (400 მლ ხილის წვენზე)
ალუბალი – 2.5 კგ
წითელი მოცხარი – 1.25 კგ
ჟოლო – 1.25 კგ
დარიჩინი – 6 გ
მიხაკი – 2.5 გ
შაქარი – 200 გ (400 მლ ნარევზე)
ალუბალი, წითელი მოცხარი და ჟოლო ერთად გასრისეთ ქვის სანაყში, შემდეგ გადაიტანეთ თასში და გააჩერეთ 5-6 სთ, კარგად გამოწურეთ და წვენი დაუმატეთ არაყს, აურიეთ. შემდეგ ამ ნარევის თითოეულ 400 მლ-ზე დაუმატეთ 200 გ შაქარი.
როდესაც შაქარი წვენში მთლიანად გაიხსნება, ამ ნარევის თითოეულ 2.5 კგ-ზე დაუმატეთ 5 გ დარიჩინი და 2.5 გ მიხაკი, აურიეთ, ჩაასხით 10 ლ-იან ბოცაში, გაუკეთეთ საცობი და გააჩერეთ მზეზე 6 კვირა. ყოველდღე შეანჯღრიეთ 3-4-ჯერ.
6 კვირის შემდეგ ნარევი გადაწურეთ, ჩაასხით ბოთლებში და შეინახეთ ცივ ადგილას.


ხილის ნაყენები – ნაყენი „ჩიტი“

ვაშლი – 8-10 კგ
არაყი – 0.5-1.5 ლ
შაქარი – 2 კგ
ადუღებული წყალი
კასრში ჩაყარეთ თესლგამოცლილი ვაშლი. შემდეგ ჩაასხით არაყი, დაუმატეთ გრანულირებული შაქარი, ბოლომდე შეავსეთ ადუღებული წყლით, დადგით სარდაფში. როდესაც მიიღება ნაყენი, შეგიძლიათ გამოიყენოთ.


ხილის ნაყენები – სამკურნალო ნაყენი

არაყი – 1 ბოთლი
დინდგელი (პროპოლისი) – 10 გ
შავი ქლიავი (კურკებგამოცლილი) – 50 გ
ცაცხვის ყვავილი – 1 ჩ/კ
ძიძო – 1 ჩ/კ
ქონდარი – 1 ჩ/კ
პიტნა – 1 ჩ/კ
გამომშრალი შავი ქლიავი წვრილად დაჭერით, აურიეთ ცაცხვის ყვავილი, ძიძო, ქონდარი, პიტნა და დაასხით არაყი.
ბოცას მჭიდროდ დაახურეთ თავზე და გააჩერეთ თბილ ადგილას 2 თვე. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ, დაუმატეთ დინდგელი, გაუკეთეთ საცობი და გააჩერეთ 1 თვე.


ვაშლის ნაყენი

ხილის ნაყენებივაშლი – 2.5 კგ
არაყი – 1.5 ლ
წყალი – 7.5 ლ
შაქარი – 2 კგ
დიდ ბოცაში ჩაყარეთ გასუფთავებული და დაჭრილი ვაშლი, დაასხით არაყი და გაცივებული წყალი. ბოცის ყელს შემოახვიეთ მარლა, გააჩერეთ 2 კვირა მზეზე და ყოველდღიურად შეანჯღრიეთ.
როდესაც ვაშლი ზემოთ ამოვა, სითხე გადაწურეთ მარლით, დაუმატეთ შაქარი, გააჩერეთ 2 დღე მზეზე, შემდეგ კი გადაიტანეთ ცივ ადგილას 10 დღით, შემდეგ კვლავ გადაწურეთ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი, კორპს შემოახვიეთ მავთულები და გააჩერეთ ცივ ადგილას. სასმელი შეგიძლიათ გამოიყენოთ 3 კვირის შემდეგ.


მსხლისა და მოცხარის ნაყენი

გამომშრალი მსხალი – 100 გ
ქიშმიში – 100 გ
მოცხარის ახალგაზრდა ფოთლები – 100 გ
არაყი – 2 ლ
ინგრედიენტები მოათავსეთ ბოცაში, გააჩერეთ ბნელ ადგილას 1 თვე, პერიოდულად შეანჯღრიეთ. მზა ნაყენი გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში, გაუკეთეთ საცობი.


ძველი ნაყენი „ახალგაზრდა ქალბტონი“

არაყი – 1 ლ
ვაშლის წვენი – 2 ლ
შაქარი – 2 კგ
წყალი – 4-5 ლ
თანაბარი რაოდენობის მჟავე და ტკბილი ვაშლები ერთად დაჭერით, გამოწურეთ მათგან წვენი, ჩაასხით კასრში. შემდეგ წყალი ჩაასხით თასში, ჩაყარეთ შაქარი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 1 სთ. გადმოიტანეთ ცეცხლიდან, ჩაასხით ხის ჭურჭელში, გააგრილეთ (ისე, რომ იყოს თბილი), გადაიტანეთ კასრში ვაშლის წვენთან ერთად, დაუმატეთ არაყი,  დაახურეთ თავზე და გააჩერეთ ცივ სარდაფში ან ყინულებში 8 დღე. შემდეგ კასრი გაფისეთ და ისევ გააჩერეთ სარდაფში 3 თვე.


გადასვლა >> ნაყენები