ქართული ღვინის წარმოების უნიკალური თავისებურებანი

ქართული ღვინის წარმოების თავისებურებანი.

დღევანდელ დღეს, ტერიტორიები იძულებული არიან იყვნენ კონკურენტუანარიანი როგორც მსოფლიო, ასევე შიდა ბაზარზე. ტერიტორები იზიდავენ სპეციალისტებს, ინვესტიციებს, ტურისტებს, და ამიტომ, მათი ამოცანაა წარმოადგინონ ბაზარზე „რაღაც შესანიშნავი და უნიკალური“ (Котлер, Асплунд, Рейн & Хайдер, 2005) ამან უნდა დაეხმაროს ტერიტორიას დაიმკვიდროს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ადგილი და შეიქმნას პოზიტიური იმიჯი.
მაშასადმე, ბრენდის ფორმირებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტერიტორიის უნიკალური, განსხვავებული მახასიათებლები და საქართველოს გააჩნია ასეთი თავისებურებები.
პირველ რიგში ეს არის 8000 წლიანი ღვინის წარმოების ტრადიცია.
საქართველო ოფიციალურად აღიარეს ღვინის სამშობლოდ. ვფიქრობ, რომ ღვინის მოყვარული და მითუმეტეს ამ დარგში მომუშავე სპეციალისტი ადამიანი აუცილებლად დაინტერესდება ამ გამორჩეული სასმელის წარმოშობაზე.
მეორე – უნიკალური „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი”, რომელიც UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე (ქ. ბაქო 2-7 დეკემბერი) შეიტანეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.
ქართული ღვინის წარმოების თავისებურებანიმესამე, ვაზის ადგილწარმოშობის ჯიშები, რომელიც მხოლოდ საქართველოშია წარმოდგენილი.
მეოთხე, სუფრის ტრადიცია, რომელიც დღემდე მოგვყვება და ამ ყველაფერს ხელს უწყობს უგემრიელესი ქართული სამზარეულო.
მეხუთე, ტრადიციული მარნები, სადაც მიმდინარეობს ღვინის ვინიფიკაცია – ღვინის დაყენების პროცესი. აღსანიშნავია ბიომევენახეობის პოპულარიზაციაც.
დღეს სულ უფრო მეტად აფასებენ ბუნებრივ, ორგანულ პროდუქტებს. ამიტომ ბიომევენახეობა და ორგანული ღვინო არის ძალზედ მნიშვნელოვანი სექტორი ღვინის ინდუსტრიაში.
ეს გამორჩეული მახასიათებლები ხდის საქართველოს საინტერესო დესტინაციად ღვინის ტურისტებისთვის. ქვემოთ მოცემულ ქვეთავებში განვიხილავთ, საქართველოს მნიშვნელოვან უნიკალურ მახასიათებლებს.

სოფიკო სამადაშვილი . ღვინის ტურიზმის გეოგრაფია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში . სამაგისტრო ნაშრომი . თბილისი, 2018


გადასვლა >> ღვინის ტურიზმი