ბიომევენახეობა

ბიომევენახეობა – ღვინის დაყენების ახალი მიმართულება.

ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ბიო (ნატურალური პროდუქტების) წარმოება.ეს მეღვიენობა-მევენახეობასაც შეეხო. ბევრი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ბუნებრივ, ორგანულ პროდუქტებს. დღევანდელ დღეს, ნატურალური ღვინო ბევრად უფრო ფასდება.
ბიოვენახად ითვლება ვენახი, სადაც არ გამოიყენება ძლიერმოქმედი შხამები, ჰერბიციდები და მინერალური სასუქები.
თუმცა არსებობს სპეციალური ალტერნატიული ბიომეთოდები, რომლითაც ხდება ვენახის მოვლა-დამუშავება.
მიუხედავად იმისა, რომ ბიომევენახეობის პირველი მიმდევრები გამოჩდნენ 15 წლის წინ, დღესდღეობით ეს მაინც ახალი მიმართულებაა, რომელიც განვითარებასა და დახვეწას მოითხოვს.

პირველი პრობლემა, რომელსაც ბიომევენახეები გადააწყდნენ, იყო ბიოპრეპარეტებისა და ბიოსასუქების ნაკლებობა.
თუმცა მოთხოვდნიდან გამომდინარე, გაიზარდა მიწოდებაც.
ამჟამად ჩამოყალიბებულია ბიოსერთიფიკატის გამცემი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც თვალს ადევნებს და ამოწმებს, რამდენად სწორად ხდება ბიო სტანდარტების დაცვა.

ბიომევენახეობა – არსებობს შეწამვლის ორი მეთოდი:

  1. სისტემური
  2. კონტაქტური

სისტემური მეთოდის დროს გამოიყენება შხამები, ჰერბიციდები (მაგ. გოგირდი) და გულისხმობს, საჭირო პრეპარატების შეყვანას თვითონ ნერგში და ფესვში.
კონტაქტური – გამოიყენება ბიომევენახეობაში და გულისხმობს გარე დამუშავებას, ამ მეთოდის პრეპარეტები უფრო სუსტია.
ასევე არის საშიშროება, რომ ეს პრეპარატები წვიმამ ჩამორეცხოს და ვენახი ხელახლა შესაწამლი გახდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიოპრეპარატების შემადგენლობაშია სპილენძი, რომლის გამოყენება არის ლიმიტირებული და დასაშვებია ერთ ჰექტარზე მხოლოდ 6 კილოგრამი.
ჩვეულებრივ მევენახეობასთან შედარებით, ბიომევენახეობა უფრო შრომატევადი, რისკიანი საქმეა. უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ვაზი დაზიანდეს, გაფუჭდეს, დაავადდეს, არ იყოს ნაყოფიერი მოსავალი.
თუმცა საბოლოო პროდუქტი – ყურძენი, არის ჯანსაღი, სასარგებლო და სრულიად ნატურალური, ქიმიური მინარევების გარეშე.

ბიო სტანდარტები ასევე სხვა რიგ გარემოებებსაც მოიცავს. გარემო ახდენს ძალიან დიდ ზეგავლენას საბოლოო პროდუქტზე. აუცილებელია, რომ ვენახი იყოს დაშორებული საავტომობილო მაგისტრალებისგან მინიმუმ 100 მეტრით, მეორეხარისხოვანი გზების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 30-50 მეტრი.
ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბიოვენახის მახლობლად, არ იყოს ვენახი, სადაც სისტემური შეწამვლა ხდება, რადგან მორწყვის შედეგად ქიმიკატები, შეიძლება ბიოვენახში გადავიდეს.
ასევე არ არის რეკომენდირებული მაღალძაბვიან დენის მაგისტრალებთან სიახლოვე და ბევრი სხვა დეტალი. ყურძნის ხარისხი ბევრ წვრილმანზეა დამოკიდებული, ამიტომაც ვენახის ადგილი ყურადღებით უნდა იყოს შერჩეული, მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია ნატურალურ პროდუქტებზე.

ბიომევენახეობა – ორგანულ ღვინოები

რაც შეეხება ორგანულ ღვინოებს – ეს უფრო მცირე მარნების პრეროგატივაა.
დიდი ინდუსტრიული ღვინის ქარხნები ყოველთვის სისტემურ შეწამვლას იყენებენ, რათა პროდუქტი (ღვინო) დიდხანს იქნეს შენახული და უფრო ნაკლები იყოს დანაკარგები.
ნებისმიერ ღვინოს აქვს შენახვის პირობები, თუმცა ნატურალური ღვინოების შემთხვევაში, ამას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან მასში არ არის ის პრეპარატები, რომელიც დაიცავს გაფუჭებისგან.

მიუხედავად სირთულეებისა, ორგანული ღვინის წარმოებამ დიდი მასშტაბები მოიცვა და სულ უფრო პოპულარული მიმდევრობა ხდება.
ბევრ რესტორანში მხოლოდ ნატურალური მცირე მარნის ღვინოები შეაქვთ და, რა თქმა უნდა, ფასიც შესაბამისია.

საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ განავითაროს ნატურალური პროდუქციის წარმოება, ეს ეხება არა მხოლოდ მეღვინეობა-მევენახეობას, არამედ სოფლის მეურნეობის ყველა დარგს.
2017 წელს საქართველოში შეიქმნა ასოციაცია ბუნებრივი ღვინო, რომლის წევრები მხოლოდ ორგანულ (ბიო ან ბიოდინამიურ) და ნატურალურ (ბუნებრივ) ღვინოს აწარმოებენ.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინოს სახელმძღვანელოს მიხედვით: „მევენახე-მეღვინე აშენებს და უვლის ვენახს ბიო(ეკო) მოთხოვნების შესაბამისად.
ბიომევენახეობაიგი უფრთხილდება გარემოს და ცდილობს შექმნას ვენახში შესაძლებლად თვითკმარი ეკოსისტემა. მევენახე მეღვინე ღვინის დაყენებისას არ იყენებს იმ ხერხებს და საშუალებებს, რომელმაც შეიძლება თვისებრივად შეცვალონ ღვინის ბუნებრივი ორგანოლეპტიკური თვისებები.“
დღესდღეობით ამ ასოციაციაში შედის 60-მდე წევრი, რომელიც წარმოადგენენ მცირე მარნებს.

ბიომევენახეობა – ბიომევენახეობის ოფიციალურად დადასტურებისათვის, საჭიროა ბიოსერტიფიკატის მიღება, რითაც მტკიცდება, რომ მევენახე იცავს ვენახის მოვლის და ღვინის წარმოებს შესაბამის წესებს.
აღნიშნული      სერტიფიკატების      გაცემას      აკონტროლებს      მასერტიფიცირებელი      ორგანო „კავკასსერტი“, რომელიც დაარსდა 2005 წელს.
კავკასსერტი ხელს უწყობს ბიო სოფლის მეურნეობის განვითარებას და კონტროლს. ბიომევენახეიბის დამადატურებული საბუთის მიღება შესაძლებელია სამ წელიწადში.
მეღვინე, რომელიც გადაწყვეტს ორგანული ან ბუნებრივი ღვინის წარმოებას ხელშეკრულებას დებს აღნიშნულ მასერტიფიცირებელ ორგანოსთან და მხოლოდ სამწლიანი დაკვირვებისა და კონტროლის შემდეგ იღებს ბიოსერტიფიკატს.

სოფიკო სამადაშვილი . ღვინის ტურიზმის გეოგრაფია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში . სამაგისტრო ნაშრომი . თბილისი, 2018


ღვინის ტურიზმი