ბალახების ნაყენები

ბალახების ნაყენები.

პიტნის ნაყენი.

არაყი –  1 ლ
პიტნის ფოთლები – 50 გ
მშრალ ამინდში შეგროვებული პიტნის ახალი ფოთლები დააქუცმაცეთ, დაასხით არაყი, გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ და ჩაასხით ბოთლებში. ნაყენს აქვს ლამაზი მომწვანო-ზურმუხტისფერი შეფერილობა, აძლიერებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.


ბალახების ნაყენები – პიტნის ნაყენი

არაყი – 1 ლ
პიტნა – 50 გ
შაქარი – 300-400 გ
წყალი – 2 ჭიქა
სეზონურ პიტნას დაასხით 1ლ არაყი, დააყოვნეთ, გადაწურეთ ბამბით, შეურიეთ შაქრის სიროფს. ნაყენი ჩაასხით ბოცაში ყელამდე, გაუკეთეთ საცობი, გააჩერეთ თბილ ადგილას რამოდენიმე კვირით. გადაწურეთ ბოთლებში ფრთხილად.


ძირას (კვლიავის) ნაყენი

არაყი – 2 ლ
ძირა (კვლიავი) – 80 გ
შაქარი – 600 გ
წყალი – 3 ჭიქა
არაყში ჩაყარეთ ძირა, გააჩერეთ  თბილ ადგილას 2-3 კვირა, გააზავეთ შაქრის სიროფით (3 ჭიქა წყლისა და 600 გ შაქრის გაანგარიშებით), გადაწურეთ ბამბის საშუალებით, ნაყენი ჩაასხით ბოცაში ყელამდე, გაუკეთეთ საცობი, დადგით თბილ ადგილას რამოდენიმე კვირით, შემდეგ გადაწურეთ ფოთლებში ძალიან ფრთხილად.


ბალახების ნაყენები – ძირას (კვლიავის) ნაყენი

არაყი – გემოვნებისამებრ
ძირა (კვლიავი) – 800 გ
შაქარი – გემოვნებისამებრ
წყალი – 3 ლ
თავდაპირველად მოამზადეთ კვლიავიანი წყალი, ე.ი გამოხადეთ კუბში (დისტილაციის აპარატში) კვლიავის მოთავსებით. ამ ნაყენის გამოყენების დროს მას ატკბობენ და უმატებენ არაყს.


ფრანგული არაყი

ამ ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა: ილის, გალანგარის (კალგანი), ჯანჯაფილის, მიხაკის, დარიჩინისა და ანისულის ნარევი (თითოეული 43 გ), რომელსაც ბოცაში შეურევენ 3 ლ არაყს.


ანისულის ნაყენი

ჩვეულებრივი ანისული – 4 გ
ბადიანი – 0.2 გ
ძირა (კვლიავი) – 0.5 გ
ქინძი – 0.2 გ
კამის თესლი – 0.5 გ
არაყი – 2.5 ლ
ინგრედიენტები დააყოვნეთ 2 კვირა, გადაწურეთ, ჩაასხით ბოთლებში. გამოყენების წინ გააცივეთ.


ბალახების ნაყენები – აბზინდას ნაყენი

არაყი – 1 ლ
აბზინდა – 50 გ
შაქარი – 50 გ
ახალ ან გამომშრალ აბზინდას დაასხით არაყი, გააჩერეთ 2 კვირა, გადაწურეთ, დაუმატეთ შაქარი. ჩაასხით ბოთლებში და გაუკეთეთ საცობი. ხსნის ნერვულ დაძაბულობას.


ჟენშენის ნაყენი

არაყი – 0.5 ლ
ჟენშენის ნატეხი
თაფლი – 1 ჩ/კ
არაყში ჩადეთ ჟენშენის ფესვის ნატეხი 2-3 დღე. სურვილისამებრ დაუმატეთ თაფლი. შეგიძლიათ ნაყენში ჩაამატოთ არაყი 2-3-ჯერ.


„ზღვის ნაყენი“

არაყი – 0.5 ლ
სალბის, პიტნის, გალანგარისა და ჯანჯაფილის თესლები (თანაბარი პროპორციით) – 20 გ.
გააჩერეთ 1 თვე, შემდეგ გადაწურეთ და ჩაასხით ბოთლებში.


სამოყვარულო ნაყენი

არაყი – 1 ბოთლი
ნიორი – 6 კბილი (საშუალო ზომის)
წითელი წიწაკა (მწარე) – 1 ც
ნიორი წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ბოცაში, დაუმატეთ წითელი წიწაკა, დაასხით არაყი, თავზე მჭიდროდ დაახურეთ და გააჩერეთ 3 კვირა. შემდეგ გადაწურეთ სხვა ბოცაში, დაუმატეთ ½ ლიმნის წვენი, მჭიდროდ გაუკეთეთ საცობი. შეინახეთ მაცივარში. შეგიძლიათ დაუმატოთ დაფნის ფოთოლი, რომელიც მიანიჭებს პიკანტურ გემოს.


წიწაკის ნაყენი

არაყი – 2 ლ
წიწაკა – 70 გ
შაქარი – 200-300 გ
წყალი – 3-4 ჭიქა
წიწაკა ჩაყარეთ არაყში, გააჩერეთ 2 კვირა თბილ ადგილას, გადაწურეთ, გააზავეთ მსუბუქი სიროფით, ჩაასხით ბოცაში ყელს ქვემოთა ნაწილამდე, გაუკეთეთ საცობი, დააყოვნეთ რამოდენიმე კვირა თბილ ადგილას. შემდეგ ფრთხილად გადაწურეთ, ჩაასხით ბოთლებში.


არყის კვირტების ნაყენი

არაყი – 0.5 ლ
არყის კვირტები – 50 გ
თაფლი – 1 ჩ/კ
არყის კვირტები გააჩერეთ არაყში 10 დღე. გამოყენების წინ სურვილისამებრ დაუმატეთ ფუტკრის რძე.


 „ეროფეიჩი“ (ერთ-ერთ რეცეპტი)

2-2 გ ყვავილები და ბალახები: თავშავა (ორეგანო), კრაზანა, სალბი, აბზინდა, ბარამბო (მელისა), ფარსმანდუკი, ქონდარი, გარეული მარწყვის (ხენდრო), ვაშლისა და მსხლის ახალგაზრდა ფოთლები, კუნელის ყვავილები
ილი – 0.5 გ
ანისული – 0.5 გ
ხარისხიანი არაყი – 1 ლ
გააჩერეთ 2-3 თვე, გადაწურეთ, გაფილტრეთ, ჩაასხით მუქ ბოთლებში და გაუკეთეთ საცობი. ნაყენი ამაღლებს ტონუსს, ხსნის ნერვულ დაძაბულობას.


ნაყენი ინგლისური წიწაკით „ცხარე ცრემლები“

არაყი – 2 ლ
წიწაკა – 70 გ
შაქარი – 200-300 გ
წყალი – 3-4 ჭიქა
არაყში ჩაყარეთ ინგლისური ან ჩვეულებრივი წიწაკა, გააჩერეთ 2 კვირა თბილ ადგილას, გადაწურეთ, გააზავეთ შაქრის მსუბუქი სიროფით, გადაწურეთ ბოცაში ყელის ქვედა ნაწილამდე, გაუკეთეთ საცობი, გააჩერეთ თბილ ადგილას რამოდენიმე კვირა, რათა ნარევი დაილექოს. შემდეგ ფრთხილად გადაწურეთ და ჩაასხით ბოთლებში.


სალბისა და ჯანჯაფილის ნაყენი

არაყი – 2 ლ
სალბი – 2 გ
ჯანჯაფილი (კოჭა) – 25 გ
წყალი 1.5 ლ
სალბსა და ჯანჯაფილს დაასხით არაყი, გააჩერეთ 18 დღე, რომლის დასასრულის პერიოდშიც დაუმატეთ წყალი და შემდეგ გაფილტრეთ.


სამკურნალო ნაყენი

ბალახების ნაყენებიარაყი – 0.5 ლ
სხვადასხვა სამკურნალო მცენარე – 50 გ
გრანულირებული შაქარი – 50 გ
ელექსირის მოსამზადებლად საჭიროა: ნიახურის თესლი, ძირა, ანისული (თითოეული ½გ); ანწლის ყვავილები, ტკბილი ბარდა, მიხაკი, შავი წიწაკა, მუსკატის კაკალი, ილი, კრაზანა (თითოეული 1გ); დარიჩინი, ვარდის ფურცლები, ჯანჯაფილი (კოჭა), სურნელოვანი ჩაი, ყავა, რომის ესენცია, ალუბლის ესენცია, პიტნის წვეთები, მსხლის ესენცია, ქლიავის ესენცია, კოწახურის ესენცია (თითოეული 2გ); კაკლის უღელი, ესტრაგონი (ტარხუნა), ქონდარი (თითოეული 3გ); ქინძი, ოხრახუშის თესლი, კამის თესლი (თითოეული 4 გ).
ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტები წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააცივეთ, გადაწურეთ. შემდეგ ნარევს დაუმატეთ შაქარი, ძლიერი არაყი, ჩაასხით ბოთლში, გაუკეთეთ საცობი და დააყოვნეთ. ნაყენი ხსნის ორგანიზმის საერთო სისუსტეს.


გადასვლა >> ნაყენები